გოლუეის საგრაფო
გოლუეი (ინგლ. Galway, ირლ. Gaillimh) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი — გოლუეი. მოსახლეობა შეადგენს 209 ათას ადამიანს (მე-6 ადგილი პროვინციებს შორის; 2002 წლის აღწერით). ტერიტორიის ფართობია 6148 კმ² (მე-2 ადგილი). კონემარას უბანში მდებარეობს ერთ-ერთი ოთხი რაიონიდან, სადაც 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის დიდი ნაწილი (67%-ზე მეტი) საუბრობს ირლანდიურ ენაზე.
საგრაფო | |||||
---|---|---|---|---|---|
გოლუეი County Galway Contae na Gaillimhe | |||||
| |||||
ქვეყანა | ირლანდია | ||||
ადმ. ცენტრი | გოლუეი | ||||
შიდა დაყოფა | Galway City East, Galway City Central, Galway City West, Ballinasloe, Conamara, Loughrea, Athenry–Oranmore და Tuam | ||||
კოორდინატები | 53°20′00″ ჩ. გ. 9°00′00″ დ. გ. / 53.33333° ჩ. გ. 9.00000° დ. გ. | ||||
ფართობი | 6,148 კმ² | ||||
მოსახლეობა | 250,541 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
საავტომობილო კოდი | G | ||||
ოფიციალური საიტი | galway.ie | ||||
სახელწოდება
რედაქტირებასაგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ გოლუეისაგან.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ადამიანები თანამედროვე გოლუეის საგრაფოს ტერიტორიაზე გამოჩდნენ დაახლოებით, 7 000 წლის წინ. ჩვენამდე მოაღწია ადამიანების ძველმა სადგომებმა (დაახ. 5 000 წლის წინ), მეგალითებმა (4 000 წლის წინ), ბრინჯაოს ნაკეთობებმა (2 500 წლის წინ).
დღევანდელი გოლუეის საგრაფო რამდენიმე სამეფოსა და ტერიტორიას მოიცავდა, რომელთა გაერთიანებითაც ჩამოყალიბდა ის. ის ოფიციალურად 1569 წელს შეიქმნა.
გეოგრაფია
რედაქტირებაფართობი
რედაქტირებაგოლუეის საგრაფოს ფართობი არის 6 148 კმ². იგი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო, კორკის საგრაფოს შემდეგ, 2-ზე (32-დან) ირლანდიაში.
საზღვრები
რედაქტირებაგოლუეის ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მეიოს საგრაფო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან როსკომონი, აღმოსავლეთიდან — ოფალი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ტიპერარი, სამხრეთიდან კი — კლერი. მისი დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილები ატლანტის ოკეანის სანაპიროზეა.
ქალაქები
რედაქტირება- ათენრაი
- ბალინასლო
- ბალიგარი
- კლიფდენი
- გლენამედი
- გორტი
- ჰედფორდი
- ლოხრეი
- მაუნტბელიუ
- უტერარდი
- პორტამნა
- ჩუმი
ადმინისტრაციული ცენტრი
რედაქტირებაფიზიკური გეოგრაფია
რედაქტირებაგოლუეის საგრაფოში მდებარეობს ირლანდიის რესპუბლიკის უდიდესი ტბა ლოხ-კორიბი. ასევე აქ მდებარეობს თორმეტი ბენის მთათა სისტემა. საგრაფოს უმაღლესი წერტილია თორმეტი ბენის ერთ-ერთ მთა, ბენბონზე, 729 მ. ზღვის დონიდან.