კლერმორისი
კლერმორისი (ინგლ. Claremorris; ირლ. Clár Chlainne Mhuiris) — ქალაქი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში.
ქალაქი | |
---|---|
კლერმორისი Clár Chlainne Mhuiris | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიო |
კოორდინატები | 53.720°00′00″ ჩ. გ. 9°00′00″ დ. გ. / 53.72000° ჩ. გ. 9.00000° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 73 მ |
მოსახლეობა | 3 979 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | http://www.claremorris.com/ |
2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 3 979 ადამიანს შეადგენდა.[1]
კლერმორისი არის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი მეიოს საგრაფოში. მოსახლეობის რაოდენობამ 2002-დან 2006 წლამდე მოიმატა 23 %-ით, ხოლო 2006-დან 2011 წლამდე – 31 %-ით.
ისტორია
რედაქტირებაკლერმორისმა სახელი მიიღო ნორმან რაინდ მორის დე პრენდერგასტისგან, რომელიც ირლანდიაში 1169 წელს ჩავიდა.
ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნეში. 1822 წელს აქ აშენდა ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მოგვიანებით დაანგრიეს და მის ადგილას საკრებულოს შენობის ააგეს. კლერმორისი დღევანდელი კათოლიკური ეკლესია აგებულია 1911 წელს. წმ. იოანეს ანგლიკანური ტაძრის შენობა, დღესდღეობით ქალაქის ბიბლიოთეკა, აშენებულია 1828 წელს.
კლერმორისში მთავარი მიწათმფლობელი იყო ბრაუნების საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დენის ბრაუნი (1760-1828), ირლანდიის 1798 წლის აჯანყების დროს, იყო მეიოს მთავარი შერიფი.
კეთილმოწყობა
რედაქტირებაბოლო წლებში კლერმორისში გაიხსნა მრავალი ახალი მაღაზია. ქალაქში მოქმედ ოთხ სუპერმარკეტს შორის არიან ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა: Tesco და Aldi.
კლერმორისში ფუნქციონირებს სამი სასტუმრო, მათ შორის, ოთხვარსკვლავიანი „McWilliam Park Hotel“, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. მას გააჩნია დასასვენებელი ცენტრი, საცურაო აუზი და საკონფერენციო დარბაზი.
ქალაქში მოქმედებს იტალიური, ინდური, ჩინური და ირლანდიური რესტორნები. ასევე, აქ არის ორი ღამის კლუბი და მრავალი ლუდხანა.
კლერმორისში არის რამდენიმე დაწყებითი და ორი საშუალო სკოლა: „St Colman's College“ ბიჭებისთვის და „Mount St. Michael“ გოგოებისთვის.
ქალაქი გარშემორტყმულია დრუმლინებით, ოზებით, ტყეებითა და ტბებით.
სპორტი
რედაქტირება- კლერმორისში პოპულარულია გელური თამაშები. ქალაქის არაერთ მოედანზე ვარჯიშობენ სპორტსმენები რამდენიმე სახეობაში. მათ მეიოს საგრაფოში ჰარლინგის ჩემპიონატი ორჯერ (1961 და 1971), ხოლო გელური ფეხბურთის – 4-ჯერ (1961, 1964, 1965 და 1971) აქვთ მოგებული.
- კლერმორისის გარეუბანში, გოლუეის გზაზე, მოქმედებს გოლფის სტანდარტული, 18-ფოსოიანი, მოედანი.
- ქალაქის ცენტრში გახსნილია, მეიოს საგრაფოში ყველაზე თანამედროვე, ჩოგბურთის კორტები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Actual and percentage change in population 2006 to 2011 by Province County City Urban area Rural area and Electoral division by District, Year and Statistic Central Statistics Office. Retrieved: 2011-11-27.