სკოტი (მარკების კატალოგი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სკოტი (მარკების კატალოგი) ანუ სკოტის კატალოგი წარმოადგენს მსოფლიოს საფოსტო მარკების კატალოგს ინგლისურ ენაზე, რომელსაც გამოსცემს Amos Press-ის შვილობილი კომპანია — Scott Publishing Company. კატალოგის განახლება ხდება ყოველწლიურად და მასში შესულია მსოფლიოს ყველა მარკა, რომელიც გამოცემულია საფოსტო მომსახურების მიზნით. კატალოგი გამოიცემა 6 დიდი ტომის სახით და 2006 წლიდან CD სახით. «სკოტი» მარკების იდენტიფიკაციისათვის იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების კოლექციონერებისათვის პოპულარულ ნუმერაციის სისტემას.

სკოტი
ინგლ. Scott Postage Stamp Catalogue
კატალოგის ტიპი: უნივერსალური, მთელი მსოფლიო
ენა: ინგლისური
ქვეყანა, ქალაქი: აშშ-ის დროშა აშშ, ნიუ-იორკი
დაარსდა: სექტემბერი, 1868
გამოცემის ფორმა: 6 ტომეული, რბილი ყდით, A4-ფორმატი; 2003 წლიდან — 21 კომპაქტ-დისკი, 2006 წლიდან — ორი CD-ROM-ი
პერიოდულობა: ყოველწლიური
ილუსტრაციები: საფოსტო მარკების სერიების ნიმუშები, ფერადი
გამომცემელი: ინგლ. Amos Press Inc.
საიტი: amosadvantage.com
მარკების კატალოგის «მამა» — ჯ. სკოტი

კატლოგის ეპონიმია ჯონ ვოლტერ სკოტი (John Walter Scott, 1845—1919), ინგლისელი ფილატელისტური დილერი ნიუ იორკში. იგი ჯერ კიდევ ბიჭუნა იყო, როდესაც დაიწყო მარკების შეგროვება ინგლისში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახსნა მარკების მაღაზია ნიუ იორკში. ერთ ხანს გატაცებული იყო კალიფორნიული ოქროს ციებ-ცხელებით, მაგრამ ორ წელიწადში დაბრუნდა ნიუ იორკში და განაგრძო მარკების ბიზნესი. ჯონ ვ. სკოტი ჩართული იყო მარკების ფალსიფიკაციაში. 1885 წელს გაყიდა თავისი ბიზნესი და 1889 წელს კვლავ დაუბრუნდა, რასაც მოჰყვა სასამართლო გარჩევები Scott-ის ბრენდის გამოყენებისათვის. საბოლოოდ ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ ადამიანს არ შეუძლია გაყიდოს საკუთარი სახელი. სკოტის საქმე შესულია იურდიულ სახელმძღვანელოებში და დღემდე ასწავლიან იურისპუდენციის სტუდენტებს აშშ-ში[1].

კატალოგის გამოცემა

რედაქტირება
 
«Scott»-ის პირველი კატალოგის ყდა, (1868)

სკოტის პირველი კატალოგი იყო 21-გვერდიანი ბროშურა სახელით «1840 წლიდან დღემდე გამოშვებული ამერიკული და უცხოური საფოსტო მარკების აღწერილობითი კატალოგი, ფერადი ილურსტრაციებითა და გრავიურებით, თითოეული ნიმუშის ამჟამინდელი ფასის მითითებით» (ინგლ. «Descriptive Catalogue of American and Foreign Postage Stamps, Issued from 1840 to Date, Splendidly Illustrated with Colored Engravings and Containing the Current Value of each Variety»). კატალოგი გამოვიდა 1868 წლის სექტემბერში. ასეთი სახელწოდების მიუხედავად, კატალოგი მკითხველს იმასაც აცნობებდა, რომ «შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს ყველა მარკა». პირველი გამოცემა განმეორებით დაიბეჭდა.

მომდევნო წლებში სკოტის კომპანიამ მიატოვა მარკებით ვაჭრობა, მაგრამ განაგრძობდა კატალოგის ბეჭდვას და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ინფორმაციული ხდებოდა, ამაღლებდა ფილეტელისტების ცოდნასა და დაინტერესებას. საფოსტო მარკებზე ფაქტობრივი მონაცემების გარდა შეიცავს ინფორმაციას ამა თუ იმ მარკის ფასისი შესახებ დღევანდელ ბაზარზე და გასული წლის აუქციონების შედეგებს. 2002 წელს კატალოგი მოიცავდა 5 000 გვერდს. ადგილის ეკონომიის მიზნით კატალოგის დიზაინი ყოველწლიურად იცვლება, მიუხედავად ამისა, ყოველწლილურად იზრდება მისი მოცულობა.

 
«Scott»-ის კატალოგი, 1910 წლის ბოლივიური მარკების გვერდი: თითოეულ მარკაზე მითითებულია ნომერი, სურათი, ნომინალი, ფერები, სუფთა და ბათილი ნიმუშების ფასები, დამატებითი ანოტაციები. მარკები დალაგებულია ლოგიკური თანმიმდევრობით და არა მკაცრი ქრონოლოგიით

«Scott»-ის კატალოგში დაარქივებული 2007-07-03 საიტზე Wayback Machine. მარკების ნიმუშები აღრიცხულია სპეციალური ნუმერაციით. სკოტის ნუმერაციის სისტემა დაცულია საავტორო უფლებით. კომპანია მკაცრად აკონტროლებს სხვა პირების მხრიდან ნუმერაციის ამ სისტემის გამოყენებას. ცნობილი ფაქტია, სკოტის ნუმერაციული სისტემის გამოყენების გამო სკოტის გამომცემლობამ მინკუსის კატალოგის გამომცემელ «Krause Publications» როგორ უჩივლა საამართლოში საავტორო უფლების დარღვევისათვის. საბოლოოდ სკოტმა ნუმერაციული სისტემის გამოყენების ნაწილობრივი ლიზენზია გასცა მინკუსის კატალოგისათვის. ასეა თუ ისე, დღესდღეობით სკოტის ნუმერაცია ყველაზე დახვეწილი ფილატელისტური საარრიცხვო სისტემაა და ჯერ მისი ალტერნატივა არავის შემოუთავაზებია.

ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილების მარკების აღრისცხვისათვის სკოტი იყენებს ციფრებს, ხოლო ასომთავრულ ანბანს იყენებს მარკების ტიპირებისათვის. მაგალითად, "B" - გამოიყენება ნახევრადსაფოსტო მარკებისათვის, ესენია საქველომოქმედო და სხვა მიზნობრივი მარკები ნომინალზე დამატებითი ფასის მითითებით; "C" - გამოიყენება ავიაფოსტის მარკებისათვის. ნუმერაციაში ჩვეულებრივი ასოების შემოტანა საშუალებას იძლევა შეცდომებით დაბეჭდილი მარკების ტიპირება მოხდეს. ამასთან ნუმერაციაში გამოტოვებულია რიგი ციფრები, რაც გამიზნულად გააკეთა სკოტმა. ამგვარად მან ადგილი შეუნახა ისეთ მარკებს, რომლებიც შეიძლება მომავალში გამოჩნდეს. სკოტის მარკების ნუმერაციის მოქნილი სისტემა იოლად იტანს ცვლილებებს და ახალი ვარიანტების გამოჩენა არ იწვევს ნუმერაციის არევას.

«Scott»-ის კატალოგი დაარქივებული 2007-07-03 საიტზე Wayback Machine. და მისი ნუმერაციული სისტემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კოლექციონერებმა ზოგიერთი მარკის ნომერი ზეპირადაც კი იცის და როდესაც მარკის ნომერს ასახელებენ და ყველა მხარისათვის გასაგებია, რომელ მარკაზეა ლაპარაკი. მაგალითად, როდესაც ამბობენ C3a, ყველა ამერიკელი ფილატელისტისათვის მისახვედრია, რომ საუბარია ავიაფოსტის ლეგენდარულ ამერიკულ მარკაზე - «აყირავებულ ჯენიზე».

 
კატალოგის 2002 წლის გამოცემის ყდა, რომელზეც გამოსახულია მარკები ხელოვნებაზე»

დიდგავლენიანი კატალოგი აღწერს საფოსტო მომსახურებაში გაშვებულ მარკებს. მისი რედაქტორები განკარგავენ, თუ რომელი ნიმუშები მოხვდებიან კატალოგში და რომელი - არა. სკოტის კატალოგში ილუსტრირებულია თვით მარკა და არა ბლოკი. აქ არ გვხვდება საქველმოქმედო და სახმელეთო მარკები. მაგალითად, 1960-იან წლებში ემირატებში გამოიცა დიდი რაოდენობით მარკები, რომლებიც არასოდეს გამოსულა გაყიდვაში. ამიტომ ეს მარკები არ შევიდა «Scott»-ის კატალოგში. აღნიშნული მარკების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მიხელის კატალოგში[2].

«Scott»-ის კატალოგში დაარქივებული 2007-07-03 საიტზე Wayback Machine. ვერ ხვდებიან იმ ქვეყნების მარკებიც, რომლების მიმართაც აშშ-ს დაწესებული აქვს ემბარგო, ზოგიერთი გამონაკლისი ასეთი მარკებისა ხვდება კატალოგში, მაგრამ მათი ფასი მითითებული არაა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ემბარგო დადებული ქვეყნებიდან მარკების ლეგალური გზით შემოტანა ამერიკულ ბაზარზე შეუძლებელი იქნება და შესაბამისად, ასეთ ფილატელისტურ პროდუქციაზე ინფორმაცია ამერიკელ დილერებს არც აინტერესებთ. ამისი მაგალითია ლიბიისა და ჩრდ.ვიეტნამის მარკები, რომლებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე არ შედიოდნენ «Scott»-ის კატალოგში დაარქივებული 2007-07-03 საიტზე Wayback Machine. . (ასეთი მარკებით დაინტერესებულებმა ფილატელისტებმა ინფორმაცია უნდა მოიძიონ მიხელის და სხვა კატალოგებში).

 
«Scott»-ის კატალოგი, ტომი I, აშშს, გაეროს და A—B ქვეყნები ს მარკებით,2007

მრავალი ფილატელისტური კატალოგი არსებობს. ყველწლიურად გამოდის მრავალი საფოსტო მარკა, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოიპოვება სხვადასხვა კატალოგში. მაგრამ თუ მარკა ვერ მოხვდა სკოტის კატალოგში, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება შესული იყოს სხვა გავლენიან კატალოგებში, მისით არ დაინტერესდებიან ამერიკელი და კანადელი დილერები და ფილატელისტები. «Scott»-ის კატალოგი ამერიკული კატალოგია და უპირველეს ყოვლისა იგი პასუხობს ამერიკის კონტინენტის ფილატელისტური ბაზრის ინტერესებს.

თანამედროვე კატალოგი გამოდის წელიწადში ერთხელ ექვს ტომად. ტომებში მარკები განლაგებულია გამომშვები ქვეყნების ანბანური რიგით:

  • I ტომი: აშშ და A-B-ზე დაწყებული ქვეყნები
  • II ტომი: C-F ქვეყნები
  • III ტომი: G-I ქვეყნები
  • IV ტომი: J-O ქვეყნები
  • V ტომი: P-Si ქვეყნები
  • VI ტომი: So-Z ქვეყნები

სპეციალიზებული «სკოტი»

რედაქტირება

Scott Publishing Company გამოსცემს სპეციალიზებულ ტომებს, საყოველთაოდ ცნობილ "სეციალიზირებული სკოტი"-ს კატალოგებს (ინგლ. «Scott Specialized»).

ასეთი სპეციალიზებული ტომია აშშ-ს ყველა საფოსტო მარკისა, კონვერტების და აშშ-ს ფოსტის ისტორიის შესახებ კატალოგი (ინგლ. «Scott Specialized Catalogue of United States Stamps and Covers»). ეს კატალოგი ყოველწლირად გამოდის და ამერიკული მარკების შესახებ იძლევა უფრო დეტალურ და სრულყოფილ ინფორმაციას ექვსტომეულის I ტომთან შედარებით. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოდის სპეციალური დამატება, სადაც შედის მიმდინარე წელს გამოცემული უახლესი მარკები, რომლებიც ვერ მოხვდნენ კატალოგის ბოლო გამოშვებაში[3].

ასევე სპეციალიზებული ტომია „მსოფლიოს კალსიკური მარკებისა და კონვერტების სპეციიალიზირებული კატალოგი“ (ინგლ. «Scott Classic Specialized Catalogue: Stamps and Covers of the World»). ამ კატალოგში შედის 1840-1940 წლებში გამოშვებული კლასიკური მარკები მსოფლიოს მასტაბით და 1840-1952 წლებში გამოშვებული ბრიტანეთის სამეფოში შემავალი ქვეყნების კლასიკური მარკები[4].

«Scott»-ის კატალოგი დაარქივებული 2007-07-03 საიტზე Wayback Machine. დიდი პოპულარობით სარგებლობს ფილატელისტურ წრეებში, რადგან იგი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც საინტერესოა ყველასათვის: მოყვარულებისათვის, ვისთვისაც ფილატელია მხოლოდ ჰობია; ფილატელისტებისათვის, ვისთვისაც ფილატელია ცხოვრების სტილია; დილერებისათვის და ფილატელისტრი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც ფილატელია შემოსავლის წყაროა და ა.შ.[5]

მიუხედავად დიდი პოპულარობისა, «Scott»-ის კატალოგს ჰყავს კრიტიკოსები, უმთავრესად რუსული ფილატელისტური საზოგადოების სახით. "სკოტს" უწუნებენ:

  • "სკოტში" ვერ ხვდება ისეთი ქვეყნების მაკები, რომლებთანაც აშშ-ს შეზღუდული აქვს სავაჭრო ურთიერთობები.
  • გაეროს მარკები აშშ-ს მარკებთან ერთად პირველ ტომშია მოცემული, თითქოს გაერო ამერიკის განშტოება იყოს.
  • არ შეიცავს ინფორმაციას რუსეთის იმპერიის მარკების შესახებ.
  • ზოგიერთი ტერიტორიების მარკების ფასები განგებ გაიაფებულია.
  • კომპაქტ დისკებზე მარკების გმოსახულების რეზოლუცია განგებაა შერჩეული ისე, რომ მათი ასლის გაკეთება ვერ ხერხდება.

კრიტიკაზე პასუხი კი ასეთია: ამერიკული კატალოგი არ უკეთებს რეკლამას ემბარგო დადებული ქვეყნების მარკებს და არ წაახალისებს არალეგალულრი გზებით ფილატელისტური პროდუქციის გავრცელებას. რედაქცია გაერთიანებული ერების (გაერო) მარკებს წარმოადგენს მსოფლიოს ქვეყნების წინ, კატალოგის გამომცემელი ქვეყნის გვერდით. კატალოგი გამიჯნავს რუსულ მარკებს და რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცეული სახელმწიფოების მარკებს. ბოლო წლებში «Scott»-ის კატალოგი დიდი რაოდენობით გამოჩნდა რუსეთის და ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკების ფილატელისტურ ბაზარზე. რუსულენოვან ინტერნეტ აუქციონებზე დიდი რაოდენობით იყიდება «Scott»-ის კატალოგის იაფფასიანი მეკობრული ასლები. რუსული ბაზარი უპრობლემოდ აღრვევს საავტორო უფლებებს, რაც სოლიდური კომპანიისათვის მიუღებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dyer, 1998
  2. მიხელის კატალოგი
  3. en:Scott catalogue
  4. Co, Scott Publishing (2005), Scott 2006 classic specialized catalogue : stamps and covers of the world including U.S. 1840-1940 (British Commonwealth to 1952), Sidney, OH: Scott Pub. Co., pp. 3A, ISBN 089487358x
  5. ru:Скотт (каталог марок)