ბლოკი (ფილატელია)
ბლოკი (ფილატელია) ანუ მინიატურული ფურცელი — საფოსტო მარკის გამოცემის სპეციალური ფორმა. ფართო ფურცელზე დაბეჭდილია ნახატი, რომლის სიუჟეტურ ნაწილს შეადგენს საფოსტო მარკა, რომელიც გამოკვეთილია პერფორაციული ჩარჩოთი. ბლოკი წარმოადგენს ფილატელიურ სუვენირს, მაგრამ სუვენირული ფურცლისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც საფოსტო საგადასახდო საშუალება და როგორც საკოლექციო ერთეული.
ბლოკი იბეჭდება მნიშვნელოვანი მოვლენის ან დიდი პიროვენებების საიუბილეოდ. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ბლოკი მართკუთხა ფურცელია, იგი შედგება უშუალოდ მარკისაგან და ველებისაგან, რომელიც მარკის გარშემო არსებული სივრცეა. ერთ ბლოკში შეიძლება ჩაბეჭდილი იყოს ერთი ან მეტი მარკა, თავისი ნომინალების მითითებით, მაგრამ ყველა მარკა გაერთიანებულია ერთ მხატვულ სიუჟეტში. ცალკეული მარკა გამოყოფილია პერფორაციით. ველებზე შეიძლება განთავსებული იყოს სპეციალური ტექსტი. ბლოკს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ველები და მხოლოდ საერთო თემისა და სიუჟეტის მარკების გადაბმა იყოს. ბლოკის დაშლა მარკებად არ შეიძლება, იგი ერთ მთლიანობად გამოდის და გაიყიდება. ფილატელისტებს იგი შეუძლიათ შეიძინონ ფრანკირებული ან სუფთა.
ფილატელიტურ კატალოგებში ბლოკის აღმნიშვნელი ტერმინებია: ინგლ. Miniature sheet; რუს. Почтовый блок, памятный блок; გერმ. Briefmarkenblock. არსებობს სპეციალური კატალოგი ბლოკებისათვის.
დანომრილი ბლოკი
რედაქტირებაბლოკზე შეიძლება დაწერილი იყოს ნომერი, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ბლოკი დანომრილია. როგორც წესი, ასეთი ბლოკები მცირე ტირაჟით გამოდის. რიგობრივი ნომერის მითითება არ წარმოადგენს საფოსტო აუცილებლობას და უფრო ფილატელისტური ინტერესის საგანია. დანომვრას აქვს ფალსიფიკაციისაგან დამცავი ფუნქცია.
პირველი ბლოკი
რედაქტირებამსოფლიოში პირველი ფილატელისტური ბლოკი (სკოტი #151) გამოიცა 1923 წლის3 იანვარს, ლუქსემბურგში და იგი მიეძღვნა ლუქსემბურგის ჰერცოგის ქალიშვილის შარლოტას დაბადებას (22 დეკემბერი 1922 — 12 ნოემბერი 1964)[1]. ბლოკში ჩართული იყო მანამდე უკვე გამოცემული მარკა ლუქსემბურგის ხედით. ნომინალი — 10 ფრანკი; ველები ცარიელი; ზომა — 78×59 მმ-დან 79×61 მმ-მდე. არსებობს მონაცემები[2], რომ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მარკის გამოცემა, მაგრამ მოხდა გაუგებრობა: ერთი 50 მარკიანი ფურცელის ფორმის ნაცვლად ტიპოგრფიამ მიიღო ფორმა, სადაც ერთ ფურცელზე მოთავსებული იყო ერთი მარკა. შესაბამისად დაიბეჭდა მცირე ფურცლებზე თითო-თითო მარკა. მხოლოდ მარტში მოხდა მარკის[3] დაბეჭდვა ჩვეულებრივი წესით[4].
1924 წლის მაისს ბელგიაში გამოვიდა ბლოკი, რომელიც შედგებოდა ოთხი 5 ფრანკიანი მარკისაგან. ფურცლის ზომა - 130×145 მმ (სკოტი #171). ბლოკი გაიყიდა, როგორც ფილატელიური სუვენირი ბრიუსელის საერთაშორისო ფილატელისტურ გამოფენაზე[4].
ყველაზე დიდი ბლოკი
რედაქტირებამსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის - 210×287 მმ - ფილატელიური ბლოკი გამოიცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1964 წელს დად მიეძღვნა გდრ-ს შექმნის 15 წლისთავს. ბლოკი შედგებოდა 15 ნახატისაგან (ივერი #14, სკოტი #724-738).
ყველაზე პატარა ბლოკი
რედაქტირებამსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ბლოკი — 52×36 მმ — გამოიცა რუმინეთში 1947 წელს, ეს იყო სქველმოქმედო გამოცემა ფასდანამატით (5000 + 5000 რუმინული ლეი). შემოსული თანხა უნდა გადარიცხულიყო შიმშილის მსხვეპლთა დახმარების ფონდში. ბლოკი შედგებოდა ერთი მარკისაგან არ იყო არც პერფორირებული და არც გუმირბული (სკოტი #B348)[2].
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Большой филателистический словарь / Под общ. ред. Н.И. Владинца, В.А. Якобса. 1988. с.320 ISBN 5-256-00175-2. (იხ. სტატები, რომელთა სათაური იწყება სიტყვა ბლოკით)
- Филателистический словарь О.Я. Басин. 1968. с.164 (იხ. ბლოკი))
- Mackay J. A. The Guinness Book of Stamps: Facts and Feats. — New York: Canopy Books, 1982. p.156—157. ISBN 1-55859-432-9.
- Scott 2006. Standard Postage Stamp Catalogue. — New York: Scott, 2006.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბლოკი“ ვიკისაწყობში.
- საქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი
- Электронная книга „Мир филателии“ დაარქივებული 2012-12-14 საიტზე Wayback Machine. , глава „История возникновения известных вещей. Блок“ დაარქივებული 2016-03-16 საიტზე Wayback Machine.
- Союза филателистов России, „Мир м@рок„ დაარქივებული 2013-03-02 საიტზე Wayback Machine.
- «Почта России» — Н. И. Владинца на сайте „Филателистическая литература, география“ ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2008
- „Linn's Stamp News“-ის საიტი
- «Souvenir sheets come in all shapes and sizes» დაარქივებული 2008-05-03 საიტზე Wayback Machine. by Michael Baadke
- „Souvenir sheets add history and fun to any stamp collection“ დაარქივებული 2014-02-27 საიტზე Wayback Machine. by Janet Klug
- „მასალები საფოსტო გამოცემებიდან“ დაარქივებული 2008-09-21 საიტზე Wayback Machine. უკრაინის ფოსტის ყირიმის დირექციის საიტის დაარქივებული 2008-09-21 საიტზე Wayback Machine. მონაცემები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mackay (1982); Большой филателистический словарь (1988); Michael Baadke/„Linn's Stamp News“.
- ↑ 2.0 2.1 «უკრაინული ფოსტის» ყირიმის განყოფილების დაარქივებული 2008-09-21 საიტზე Wayback Machine. მონაცემები; თავდაპირველი წყარო გაზეთი «Поштовий вiсник».
- ↑ ლუქსემბურგის საიუბილეო მარკები :Luxembourg 1923 (scott 151-B1-B4)
- ↑ 4.0 4.1 Mackay (1982)