ჩრდილოეთი ვიეტნამი
ჩრდილოეთი ვიეტნამი, ოფიციალურად ცნობილი როგორც ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა (ვიეტ. Việt Nam Dân Chủ Cộng Hòa), იყო კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც მართავდა თანამედროვე ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილს 1954-1976 წლებში.
ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა Việt Nam Dân Chủ Cộng Hòa | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ჰანოი | ||||||||
ენა | ვიეტნამური | ||||||||
ფულის ერთეული | დონგი | ||||||||
ფართობი | 157 880 კმ2 | ||||||||
მოსახლეობა | 15 916 955 | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1945–1969 | ხო ში მინი | ||||||||
გენერალური მდივანი | |||||||||
- 1960–1986 | ლე ზუანი | ||||||||
მეორე მსოფლიო ომის დროს ვიეტნამი იყო ფრანგული კოლონია, რომელიც ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. 1945 წელს, იაპონიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქალაქ ჰანოიში ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. ვიეტმინის ლიდერი ხო ში მინი ქვეყნის მეთაურად დასახელდა, ხოლო ქვეყნის ყოფილი იმპერატორი ბაო-დაი ჩრდილოეთ ვიეტნამის „უზენაეს მრჩევლად“ დასახელდა. საფრანგეთმა აღიარა ჰოს ხელისუფლება, მაგრამ იმავდროულად შექმნა მარიონეტული ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ საიგონში. 1945 წლის 30 ოქტომბერს არაკომუნისტი პოლიტიკური მოღვაწეები განდევნილ იყვნენ ჩრდილოეთიდან, ამ ნაბიჯს ფრანგული შეიარაღებული ძალების მიერ ჰანოის დაკავება და ინდოჩინეთის პირველი ომის დაწყება მოჰყვა. ბაო-დაი საიგონის ხელისუფლების მეთაური გახდა, ხოლო ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ვიეტნამის სახელმწიფო ეწოდა.
1954 წლის ჟენევის შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა მე-17 პარალელის გასწვრივ გაიყო, შეთანხმების თანახმად, 1956 წელს მთელი ვიეტნამის ტერიტორიაზე თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს წინადადება სამხრეთ ვიეტნამის მიერ იქნა უარყოფილი. ვიეტნამის ომის განმავლობაში (1959–1975) ჩრდილოეთ ვიეტნამი კომუნისტური სახელმწიფოების დახმარებით ებრძოდა სამხრეთ ვიეტნამსა და მის ანტიკომუნისტურ მოკავშირეებს. ომის ერთ-ერთ მომენტში სამხრეთ ვიეტნამში 600 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ომი დასრულდა, როდესაც ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ (ვიეტნამის სახალხო არმიამ) სამხრეთ ვიეტნამი დაიპყრო. 1976 წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამების გაერთიანება და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა.