სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების სია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები

სიღნაღის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 2 ქალაქი, 12 ტერიტორიული ორგანო და 18 სოფელი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ანაგის, ბოდბის, ბოდბისხევის, ვაქირის, ილიაწმინდის, მაღაროს, ნუკრიანის, საქობოს, ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ძველი ანაგისა და ჯუგაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფართობია 1251 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 29 948 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 23,9 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი სიღნაღი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ბოდბისხევი (2665 ადამიანი), სიღნაღიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ერისიმედი (65 კმ.).

სოფლების სია

რედაქტირება
სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
სიღნაღიდან (კმ)
სულ კაცი ქალი
ანაგა   2002 930 1072 ანაგის ტერიტორიული ორგანო 6
ბოდბისხევი   2665 1276 1389 ბოდბისხევის ტერიტორიული ორგანო 8
ერისიმედი   317 169 148 ჯუგაანის ტერიტორიული ორგანო 65
ვაქირი   1950 937 1013 ვაქირის ტერიტორიული ორგანო 9
ზემო ბოდბე   424 203 221 ბოდბის ტერიტორიული ორგანო 10
ილიაწმინდა   560 266 294 ილიაწმინდის ტერიტორიული ორგანო 20
მაშნაარი   483 220 263 საქობოს ტერიტორიული ორგანო 6
მაღარო   1747 827 920 მაღაროს ტერიტორიული ორგანო 11
ნუკრიანი   1935 912 1023 საბათლოს ტერიტორიული ორგანო 5
საქობო   2662 1265 1397 საქობოს ტერიტორიული ორგანო 7
ტიბაანი   1786 841 945 ტიბაანის ტერიტორიული ორგანო 14
ქვემო ბოდბე   2287 1092 1195 ბოდბის ტერიტორიული ორგანო 24
ქვემო მაჩხაანი   609 271 338 ქვემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო 17
ყარაღაჯი   155 67 88 ქვემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო 25
ძველი ანაგა   1465 710 755 ძველი ანაგის ტერიტორიული ორგანო 18
ხირსა   359 178 181 ქვემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო 21
ხორნაბუჯი   135 69 66 ქვემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო 27
ჯუგაანი   2107 1028 1079 ჯუგაანის ტერიტორიული ორგანო 12