სინგაპურის ისტორია
სინგაპურის ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, როცა ისინი პირველად მოიხსენებიან ჩინურ ქრონიკებში ჩულოჩჟუნის სახელწოდებით. VIII საუკუნეში კუნძულზე აღმოცენდა პორტი ტემასეკი. ეს იყო სახელმწიფო შრივიჯაიას საზღვაო ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი სუმატრაზე პალემბანგაში. 1025 წელს ის ტამილთა მეფის ჩოლას დინასტიის წარმომადგენელ რაჯენდრა I-ის ფლოტის თავდასხმის მსხვერპლი.
კუნძულის მნიშვნელობა გაიზარდა XIV საუკუნეში შრივიჯაიას უფლისწულ პარამეშავარას მმართველობის პერიოდში, როდესაც აქ დაარსდა მნიშვნელოვანი პორტი. 1613 წელს აჩეხელმა ყაჩაღებმა ის გაანადგურეს.
თანამედროვე სინგაპურის ისტორია 1819 წლიდან იწყება, როდესაც ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე სტემფორდ რაფლზმა კუნძულზე დააარსა ბრიტანული პორტი. ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში გაიზარდა მისი, როგორც ჩინურ-ინდური სავაჭრო ცენტრისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თავისუფალი პორტის მნიშვნელობა. პატარა დასახლება სწრაფად გადაიზარდა მსხვილ საპორტო ქალაქში.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სინგაპური დაიპყრო იაპონიის იმპერიამ. ოკუპაცია გრძელდებოდა 1942-დან 1945 წლამდე. ომის შემდგომ სინგაპური დაუბრუნდა ბრიტანეთის კონტროლს, თუმცა თვითმმართველობის მაღალი ხარისხით, რაც საბოლოოდ დასრულდა სინგაპურის შერწყმით მალაიზიის ფედერაციასთან და 1963 წელს მალაიზიის წარმოქმნით დასრულდა. ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა არ იყო მყარი. სახალხო მღელვარებები, კონფლიქტები ორ პარტიას - მალაიზიის სახალხო მოქმედების და ეროვნული ფრონტის - დასრულდა მალაიზიიდან სინგაპურის გამოყოფით. 1965 წლის 9 აგვისტოს სინგაპური დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
საცხოვრებელტა კრიზისისა და უმუშევრობის მაღალი ხარისხის პირობებში, სინგაპურმა დაიწყო მოდერნიზაცია, რომელიც მიმართღული იყო მრეწველობის განვითარებისკენ. შენდებოდა საცხოვრებელი მასივების დიდი კვარტლები. მნიშვნელოვან თანხებს დებდნენ განათლებაში. წელიწადში საშუალოდ 9 %-ით იზრდებოდა ეკონომიკა. 1990-ანი წლების ბოლოს სინგაპური წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას განვითარებული საბაზრო ეკონომიკით, მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო კავშირებით და აზიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლებით იაპონიის შემდეგ.
სინგაპური XIX საუკუნემდე
რედაქტირებასინგაპურის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება III საუკუნის ჩინურ ქრონიკებში, სადაც ის მოიხსენიება, როგორც პულოჩჟუნი (蒲罗中) — მალაიური ტრანსლიტერაცია Pulau Ujong («კუნძული დასასრულში»). კუნძული წარმოადგენდა შრივიჯაიას იმპერიის ბურჯს. ცენტრით სუმატრაზე და ატარებდა სახელს - ტუმასიკი (იავას ენაზე Tumasik — საზღვაო ქალაქი). ტუმასიკი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, მაგრამ მოგვიანებით ის განადგურდა. მის შესახებ ცნობები ძალზედ მწირია, გარდა ცალკეული არქეოლოგიური მონაპოვრებისა.
XII საუკუნეში კუნძულ სინგაპურზე კვლავ წარმოიქმნა აყვავებული ვაჭრობის ცენტრი, სადაც ჩინელი და ინდოელი ვაჭრები ხვდებოდნენ ერთმანეთს საქონლის გადასაცვლელად. 1365 წელს ეს სავაჭრო დასახლება განადგურდა იავანური იმპერიის მაჯაპაჰიტის მიერ. XV—XVI ს.ს. სინგაპური შედიოდა სასულთნო ჯოჰორის შემადგენლობაში. სინგაპოლის სახელით მას მოიხსენიებს თავის ნაშრომში ვინმე ანტონიო პიგაფეტი, რომელიც მაგელანის საექსპედიციო მოგზაურობის წევრი იყო. 1617 წელს მალაიურ-პორტუგალიური ომის დროს სინგაპური პორტუგალიელთა ჯარების შეტევის მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ სინგაპური მოექცა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ და ის დიდი ხნის მანძილზე ბრიტანეთის ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ნაწილი გახდა.
ბრიტანეთის ხელისუფლების ქვეშ
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი სინგაპურს თავდაპირველად თვლიდა მხოლოდ ჩინეთამდე ბრიტანული საქონლის მისატანად არსებულ სავაჭრო პუნქტს, მან სწრაფად შეაფასა ყურეში მისი მდებარეობის პლიუსები და მინუსები. ერთდროულად ბრიტანული გავლენის გავრცელებასთან ერთად, მალაკას ნახევარკუნძულზე ბრიტაბელმა ვაჭრებმა დაიკავეს დომინანტური როლი. 1819 წელს ინგლისელებმა სინგაპურის კუნძულზე დააარსეს იმავე სახელწოდების პორტი თავიანთი ოსტ-ინდოეთის კომპანიისათვის. აქამდე ამ ადგილას ცხოვრობდა ადგილობრივ მეთევზეთა მხოლოდ რამდენიმე ოჯახი. ამდენად, დიდმა ბრიტანეთმა დაასწრო ნიდერლანდებს ამ ტერიტორიების კოლონიზაცია. 1824 ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნიდერლანდებმა აღიარა ბრიტანეთის უფლება მალაკის ნახევარკუნძულზე, სანაცვლოდ მიიღო განუსაზღვრელი უფლებები კუნძულ სუმატრაზე. ამის წყალობით რეგიონში ბრიტანელთა გავლენა ძალზედ გაიზარდა. თავად სინგაპური იზრდებოდა და ვითარდებოდა ბრიტანელთა ხელისუფლების ქვეშ.
1826 წელს სინგაპური კუნძულ პინანგთან და მალაკის საქალაქო აგლომერაციასთან ერთად გაერთიანდა ერთიან ინგლისურ კოლონია სტრეიტს-სეტლმენტსთან ერთად. 1832 წელს გახდა კოლონიის დედაქალაქი. 1867 წელს სტრეიტს-სეტლმენტსი გახდა სამეფო კოლონიის სტატუსის მქონე და გადავიდა დიდი ბრიტანეთის კოლონიათა მმართველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამ მოვლენას თან მოჰყვა მრავალი საგზაო ნაგებობის მშენებლობა - ესტაკადა ჯოჰორის ყურის გავლით, რომელიც აკავშირებს კუნძულს მატერიკთან, რკინიგზა მალაკიდან ბანგკოკამდე და სხვ.
ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს
რედაქტირება1922 წელს ინგლისელებმა სინგაპური გადააკეთეს რეგიონში თავიანთ მთავარ სამხედრო ბაზად, ხელმეორედ გაამაგრეს ქალაქი და გაზარდეს მასში არსებული გარნიზონები. მიუხედავად ამისა, 1942 წლის 15 თებერვალს ქალაქში შევიდა იაპონური ჯარები. მთელი ომის პერიოდში იაპონიის კაპიტულაციამდე სინგაპური კონტროლდებოდა იაპონიის ჯარების მიერ და მხოლოდ 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ განთავისუფლდა.
გალერეა
რედაქტირება-
სინგაპურის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა
-
თანამედროვე სინგაპურის კულტურული ღირსშესანიშნაობა. თეატრი "ესპლანადა".
-
გურკჰები სინგაპურის არმიაში
-
სინგაპურის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტალი
-
ჯურონგის ინდუსტრიული რაიონი. იგი 1960-ან წლებში აშენდა
-
ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა
-
თომას ვულნერის ძეგლი სინგაპურში
-
ტიან ჰოკ კენგი - უძველესი სატაძრო კომპლექსი სინგაპურში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამხედრო ისტორია
- სინგაპური - პრეკოლონიალური ეპოქა
- 1819 წლის თებერვლის დოკუმენტაცია დაარქივებული 2016-08-19 საიტზე Wayback Machine.
- სინგაპური
- სინგაპური გუშინ დაარქივებული 2011-05-05 საიტზე Wayback Machine.