სინან-ფაშა
სინან-ფაშა აგრეთვე ცნობილი როგორც სინანუდინ იუსუფ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის კაპუდან-ფაშა (ფლოტის ადმირალი) 1550 - 1553 წლებში, სულეიმან I-ის სულთნობის დროს. წარმოშობით სინანი ხორვატიიდან იყო. იგი ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირისა და მიჰრიმაჰ სულთნის მეუღლის დამატი რუსტემ-ფაშას ძმა იყო.
ქარ: სინან-ფაშა თურ: Sinan Paşa | |
---|---|
სინანუდინ იუსუფ ფაშა | |
სინან-ფაშა | |
ოსმალეთის იმპერიის 27-ე კაპუდან-ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1550 |
მმართ. დასასრული: | 21 დეკემბერი, 1553 |
წინამორბედი: | სოკოლუ მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ფიალე-ფაშა |
სხვა წოდებები: | ოსმალეთის იმპერიის ფლოტის ადმირალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | სკრადინი, ხორვატია, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 21 დეკემბერი, 1553 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: | 2 ქალიშვილი, 1 ვაჟი |
სრული სახელი: | სინანუდინ იუსუფ-ფაშა |
რელიგია: |
ქრისტიანობა (დაბადებით) ისლამი (მოგვიანებით) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობიალია, რომ სინან-ფაშა დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, მოგვიანებით კი მისი ძმის მსგავსად ქრისტიანობა უარყო და ისლამი მიიღო. არსებობს ვარაუდი, რომ სინანი წარმოშობით იყო ბოსნიელი, თუმცა არსებობს ცნობები, რომ ის წარმოშობით იყო ხორვატი, რომელიც დაიბადა სკრადინიში. ასევე ცნობილია, რომ მათი გვარი იყო ოპუკოვიჩი ან ჩიგალიჩი. 1557 - 1561 წლების რუსტემ-ფაშასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, მათ მამად მოხსენიებული ვინმე აბდურაჰმანი ან აბდურაჰიმი. ითვლება რომ რუსტემს და სინან ჰყავდათ უმცროსი და ნეფისე. არსებობს მოსაზრება, რომ მათ კიდევ ჰყავდა ერთი ძმა, სახელად მუსტაფა.
1550 წელს სინანი კაპუდან-ფაშას თანამდებობაზე დაინიშნა და სოკოლუ მეჰმედ-ფაშა ჩაანაცვლა. ერთი წლის შემდეგ 1551 წელს ტრიპოლის ალყის დროს ოსმალეთის ფლოტ სინან-ფაშა მეთაურობდა, რა დროსაც ოსმალები მალტის ორდენის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ეს ბრძოლა საბოლოოდ ოსმალების გამარჯვებით დასრულდა. ხოლო 1553 წელს ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთის დასახმარებლად გაემართა.
ამ დროს დაიწყო სინან-ფაშას და თურგუთ რეისის თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვის რამდენიმე ექსპედიციაში, კერძოდ ჩრდილოეთი აფრიკისა და იტალიის სანაპიროებთან. სინანი ფლოტის საკითხებში თურგუთ რეისივით კარგი ექსპერტი ვერ იყო, ფლოტის ადმირალებსა და კაპიტნებს შორის თურგუთი უფრო პოპულარული იყო ვიდრე სინანი, რაც ხშირად გამხდარა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. 1551 წელს ოსმალების მიერ ტრიპოლის დაპყრობისას ოსმალეთის ფლოტმა სინანი სანაპიროსთან მიატოვა და თურგუთ რეისთან ტირენიის ზღვაში წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ თურგუთის ბრძანებებს დაემორჩილებოდნენ. თუმცა თურგუთმა ეს ღალატად და ამბოხად მიიჩნია და მეზღვაურებს უკან დაბრუნება უბრძანა.
ამან ოსმალეთის იმპერიის იმდროინდელი სულთანი სულეიმან I ძალიან შეაწუხა, თუმცა სულთანი თურგუთს სწყალობდა, ამიტომ სინან-ფაშას უბრძანა: "გააკეთე ყველაფერი რასაც თურგუთი გეტყვისო". ოსმალეთის იმდროინდელი მეზღვაურების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ თურგუთი კაპუდან-ფაშას წოდებას სინან-ფაშაზე მეტად იმსახურებდა.
არსებობს საწინააღმდეგო ცნობიები სინან-ფაშას ხასიათთან დაკავშირებით. ოსმალი ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის ცნობით სინანი იყო ამაყი და მეგალომანი ადამიანი, რომელიც სხვების საჩივრებსა და მოსაზრებებს არ ითვალიწინებდა, მას ჰქონდა ცივი მზერა. თუმცა ამავე პერიოდის ესპანელი ისტორიკოსის ცნობით სინანი იყო მაღალი და ძლიერი მამაკაცი, მას ჰწონდა ლამაზი სახე და მამაცი გული. ამავე ისტორიკოსის თქმით სინანი იყო ძალიან კეთილი.
სინან-ფაშა გარდაიცვალა 1553 წლის 21 დეკემბერს, საკუთარ სასახლეში, რომელიც მდებარეობდა კონსტანტინოპოლში, დღეს ამ ტერიტორიაზე არის სულთანაჰმეთის მეიდანი. იგი დაკრძალულია უსკუდარში, სტამბოლის პროვინციაში მიჰრიმაჰ სულთნის მეჩეთის ბაღში, რომელიც შექმნა ცნობილმა ოსმალმა არქიტექტორმა მიმარ სინანმა.
სინან-ფაშას ბრძანებით ბეშიკტაშში, სტამბოლის პროვინციაში აიგო მისი სახელობის მეჩეთი, სინანს სურდა, რომ ამ მეჩეთში დაეკრძალათ, თუმცა მეჩეთის დასრულება დროულად ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ სინანს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა, სინან-ფაშამ მთელი მისი ავლადიდება სულეიმან I-ის ქალიშვილსა და რუსტემ-ფაშას მეუღლეს მიჰრიმაჰ სულთნს დაუტოვა.
დიდებული საუკუნე
რედაქტირება2011 წელს გადაღებულ თურქულ სერიალში დიდებული საუკუნე, სინან-ფაშას როლს ასრულებს თურქი მსახიობი სერდარ ორჩინი.
გალერეა
რედაქტირება-
მიჰრიმაჰ სულთნის მეჩეთი სადაც დაკრძალულია სინან-ფაშა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თურგუთ რეისი და სინან-ფაშადაარქივებული 2012-02-06 საიტზე Wayback Machine.
- სინან-ფაშას მეჩეთი
წინამორბედი: სოკოლუ მეჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის კაპუდან-ფაშა 1550 - 1553 |
შემდეგი: ფიალე-ფაშა |