სიმონ ვრაციანი
სიმონ ვრაციანი (სომხ. Սիմոն Վրացյան; დ. 1882 — გ. 1969) — სომეხი პოლიტიკური მოღვაწე, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი (25 ნოემბერი-2 დეკემბერი, 1920).
სიმონ ვრაციანი სომხ. Սիմոն Վրացյան | |
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ნოემბერი, 1920 – 2 დეკემბერი, 1920 | |
წინამორბედი | ამაზასპ ოღანჯანიანი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1882 ბოლშიე-სალი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1969 ბეირუთი, ლიბანი |
ეროვნება | სომეხი |
პოლიტიკური პარტია | დაშნაკცუთიუნი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფელ ბოლშიე-სალში. განათლება მიიღო დონის ნახიჩევანში. 1906 წელს ეჩმიაძინის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ნახიჭევანში. ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ დევნის გამო გადავიდა ჯერ ბათუმში, შემდეგ ტრაპიზონში და ბოლოს კონსტანტინოპოლში. 1908 წელს დაბრუნდა რუსეთში და სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე. 1911-1913 წლებში იყო ამერიკაში გამომავალი გაზეთ „სამშობლო“-ს რედაქტორი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იმყოფებოდა თბილისში, იბრძოდა კავკასიის ფრონტზე.
1918 წელს აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის წევრად. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი - ქვეყნის პარლამენტში. მოგვიანებით გახდა დაშნაკური მთავრობის სოფლის მეურნეობისა და შრომის მინისტრი.
1920 წლის 25 ნოემბერს დანიშნეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, მაგრამ რსფსრ-ს მიერ ქვეყნის გასაბჭოების გამო 2 დეკემბერს დატოვა თანამდებობა. 1921 წელს დააარსა სამშობლოს ხსნის კომიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყებებში, რომელშიც დამარცხების გამო დატოვა ქვეყანა და თან გაიყოლა ქვეყნის პირველი დროშა, რომელსაც 8 დღე ფლობდა, როგორც პრემიერ-მინისტრი.
სამშობლოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში და ა. შ. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბეირუთში სომხური სემინარიის დირექტორი. გარდაიცვალა 1969 წელს ბეირუთში.