სვიმეონი (ცაკაშვილი)
ეპისკოპოსი სვიმეონი (ერისკაცობაში — თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი; დ. 9 აგვისტო, 1982, სიღნაღი) — სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი.
სვიმეონი | |
---|---|
ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი | |
მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი) | |
პროვინცია | შიდა ქართლი |
ეპარქია | სურამისა და ხაშურის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 10 ნოემბერი, 2013 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | თეიმურაზ ცაკაშვილი |
დაბადების თარიღი | 9 აგვისტო, 1982 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში.
- 1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 101-ე საჯარო სკოლა.
- 1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
- 1999 წლიდან ქ. თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. ასევე პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ამავე წლებში ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.
- 2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია.
- 2005 წლიდან ძამის ხეობაში, ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მორჩილია.
სამონასტრო ცხოვრება
რედაქტირება- 2005 წლის 19 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიმა იობმა ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა.
- 2005 წლის 4 დეკემბერს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა.
- 2006 წლის 25 მარტს მიტროპოლიტმა იობმა სქემაში აღკვეცა და სახელად სვიმეონი უწოდა.
- 2006 წლის 2 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი და ტბეთის მონასტერში დანიშნა მღვდელმსახურად.
- 2006 წლის 8 მაისს სურამის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
- 2007 წლის 15 აპრილს ურბნისის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარია.
- 2008 წლის 22 მაისს ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.
- 2009 წლის 19 მაისს ოქროს ჯვრითა და ენქერით დააჯილდოვეს და იღუმენის წოდება მიანიჭეს.
- 2010 წლიდან ყორანქედის წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.
ეპისკოპოსად კურთხევა
რედაქტირებამამა სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
- 2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
- 2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ქ. ხაშურში უძღვება საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს.[1]
- 2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ *ადგილობრივი მკვლევრები და სტუდენტები.
- 2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით გაიმართა ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ქ. ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.
- 2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით განთავსდა დაბა სურამში, ხოლო 2017 წლისათვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მეუფე სვიმეონი ქართულ უნივერსიტეტში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-05. ციტირების თარიღი: 2015-01-04.