სვიმეონი (ცაკაშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან სვიმეონი (მეუფე))

ეპისკოპოსი სვიმეონი (ერისკაცობაში — თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი; დ. 9 აგვისტო, 1982, სიღნაღი) — სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი.

სვიმეონი
ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი

მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)
პროვინცია შიდა ქართლი
ეპარქია სურამისა და ხაშურის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 10 ნოემბერი, 2013
პირადი მონაცემები
საერო სახელი თეიმურაზ ცაკაშვილი
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1982 (1982-08-09) (42 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში.

  • 1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 101-ე საჯარო სკოლა.
  • 1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
  • 1999 წლიდან ქ. თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. ასევე პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ამავე წლებში ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.
  • 2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია.
  • 2005 წლიდან ძამის ხეობაში, ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მორჩილია.

სამონასტრო ცხოვრება

რედაქტირება

ეპისკოპოსად კურთხევა

რედაქტირება

მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს.

  • 2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
  • 2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ქ. ხაშურში უძღვება საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს.[1]
  • 2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ *ადგილობრივი მკვლევრები და სტუდენტები.
  • 2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით გაიმართა ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ქ. ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.
  • 2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით განთავსდა დაბა სურამში, ხოლო 2017 წლისათვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მეუფე სვიმეონი ქართულ უნივერსიტეტში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-05. ციტირების თარიღი: 2015-01-04.