სვანთა სავანე
სვანთა სავანე, ამტყელი — მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოხუმიდან 35 კმ-ზე, მდინარეების ამტყელისა და ჯამპალის შესართავთან 200 მ-ზე. სიგრძე 10 მ, სიგანე — 12–13 მ, სიმაღლე 15 მ. აღმოაჩინეს 1958 წელს, გათხარეს 1963–1965 წლებში (ნ. ზ. ბერძენიშვილი). ფიქსირებულია (1,5 მ სიმძლავრის) 4 ლითოლოგიური ფენა. არქეოლოგიურ მასალას შეიცავს IV ფენა. წარმოადგენს ზედა პალეოლითური ხანის ადრინდელი საფეხურის პირველყოფილ ადამიანთა ხანგრძლივ ნაბინარს. ქვის იარაღის დამუშავება იქვე ხდებოდა. ნაპოვნია ზედა პალეოლითური ხანის 4500-ზე მეტი ქვის ნივთი (საჭრისები, საფხეკები, გრავტის ტიპის მაგვარი იარაღი, მიკროიარაღი და სხვა). აგრეთვე მუსტიეს ხანის იარაღი და წარმოების ნაშთები. ფაუნიდან აღსანიშნავია დომბის, შვლის, მღვიმური დათვის, ჯიქის ძვლების ნაშთები.
სვანთა სავანე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 10 მ |
სიღრმე | 15 მ |
აღმოჩენის წელი | 1958 |
მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 311.