სეიმორ პაპერტი
სეიმორ ობრი პაპერტი (ინგლ. Seymour Papert; დ. 29 თებერვალი, 1928 — გ. 31 ივლისი, 2016) — სამხრეთ აფრიკული წარმოშობის, ამერიკელი მათემატიკოსი. ინფორმატიკის მეცნიერი და პედაგოგი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა და იკვლევდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი-ში.[10][11] იყო ერთ-ერთი პიონერი ხელოვნური ინტელექტისა და კონსტრუქტივისტული მოძრაობის განათლების სფეროში.[12] ვოლი ფორზაიგსა და სინთია სოლომონთან ერთად, მან შექმნა ლოგოს პროგრამირების ენა.[13][14][15][16][17]
სეიმორ პაპერტი | |
---|---|
ინგლ. Seymour Papert | |
დაბ. თარიღი | 29 თებერვალი, 1928[1] |
დაბ. ადგილი | პრეტორია[2] |
გარდ. თარიღი | 31 ივლისი, 2016[3] [4] [1] [5] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | ბლუ-ჰილი |
მოქალაქეობა |
სარ[6] აშშ[6] |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ინფორმატიკოსი[6] , პედაგოგი[7] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[6] |
ალმა-მატერი | ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტი[6] , სენტ-ჯონის კოლეჯი[6] , ჟენევის უნივერსიტეტი[6] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[8] |
განთქმული მოსწავლეები | ტერი ვინოგრადი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[2] |
მეუღლე | Suzanne Massie და Sherry Turkle |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[9] და მარკონის პრემია |
საიტი | papert.org |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაპაპერტმა დაამთავრა ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტი და 1949 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში. შემდეგ, 1952 წელს მოჰყვა PhD მათემატიკაში.[18] 1959 წელს მიიღო დოქტორის მეორე ხარისხი, ასევე მათემატიკაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში[19] ფრენკ სმიტის ხელმძღვანელობის ქვეშ.[20]
კარიერა
რედაქტირებაპაპერტი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა მკვლევარად, მათ შორის St. John-ის კოლეჯში, კემბრიჯი, პარიზის უნივერსიტეტის ანრი პუანკარეს ინსტიტუტში, ჟენევის უნივერსიტეტსა და ლონდონის ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სანამ 1963 წელს ასოცირებული მკვლევარი გახდებოდა MIT-ში. ამ თანამდევობაზე მუშაობდა, 1967 წლამდე, რის მერეც გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი გახდა და MIT-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის თანა-დირექტორათ დაინიშნა, დამფუძნებელი დირექტორის, პროფესორ მარვინ მინსკის მიერ (ამ თანამდევობაზე 1981 წლამდე იყო). ის ასევე მსახურობდა სესილ და იდა გრინების განათლების პროფესორად MIT-ში, 1974-დან 1981 წლამდე.
კვლევა
რედაქტირებაპაპერტი მუშაობდა სწავლის თეორიებზე. ზოგადად, მას აინტერესებდა რა გავლენა აქვთ ახალ ტექნოლოგიებს სწავლაზე. კონკრეტულად, როგორ იყენებენ ტექნოლოგიას სკოლაში.
კონსტრუქტიონიზმი
რედაქტირებაMIT-ში პაპერტმა შექმნა ეპისტემოლოგიისა და სწავლის კვლევითი ჯგუფი, MIT-ის არქიტექტურისა და მექანიკის ჯგუფის ბაზაზე, რომელიც მოგვიანებით გახდა MIT-ის მედია ლაბორატორია.[21] აქ ის ავითარებდა სწავლის თეორიას სახელას კონსტრუქტიონიზმი, რომელიც დაფუძნებულია ჟან პიაჟეს აღმოჩენებზე სწავლის კონსტრუქტივისტულ თეორიებში. პაპერტი მუშაობდა პიაჟესთან ჟენევის უნივერსიტეტში 1958-დან 1963 წლამდე[22] და იყო პიაჟეს ერთ-ერთი პროტეჟე; თავად პიაჟემ ერთხელ თქვა, რომ „არავის ესმის ჩემი იდეები, ისე კარგად როგორც პაპერტს“.[23] ამ თეორიებზე დაფუძნებით პაპერტმა გადაიაზრა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ სკოლები.
ლოგო
რედაქტირებაMIT-ში მუშაობისას პაპერტმა (პიაჟეს ნაშრომებზე დაყრდნობით) შექმნა ლოგოს პროგრამირების ენა. მისი ჩანაფიქრით ლოგო იყო ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც ბავშვები გაიუმჯობესებენ აზროვნების და პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიებს. შეიქმნა პატარა მობილური რობოტი სახელად „კუ, ლოგო“ და სათამაშო გარემოში ბავშვებს აჩვენებდნენ, როგორ გამოიყენონ ის მარტივი ამოცანების ამოხსნისთვის. ლოგოს ფონდის კვლევითი ჯგუფის მთავარი მიზანია გააძლიეროს სწავლის უნარი.[24] პაპერტი ამტკიცებდა, რომ მარტივი ენა ან პროგრამა, რომლის სწავლა ბავშვებს შეუძლიათ — ლოგოს მსგავსი — შეიძლება ასევე გამოადგეს ექსპერტებს.
სხვა მოღვაწეობა
რედაქტირებაპაპერტი იყო ცოდნის მანქანის მხარდამჭერი. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინიციატივის ერთი ლეპტოპი ყველა ბავშვს, რომლის მიზანი იყო შეექმნა და გაევრცელებინა ბავშვების მანქანა განვითარებად ქვეყნებში.
ის ასევე თანამშრომლობდა სათამაშოების მწარმოებელ კომპანია ლეგოსთან, მათ ლოგოს ენაზე პროგრამირებად Lego Mindstorms რობოტების ნაკრებზე,[25] რომელთაც მისი 1980 წლის ინოვაციური წიგნის სახელი დაერქვა.
ჯილდოები და მემკვიდრეობა
რედაქტირებაპაპერტის ნაშრომებს სხვადასხვა მკვლევარი იყენებდა განათლებისა და კომპიუტერულ მეცნიერების სფეროში. მან გავლენა იქონია ანდრეა დისესას „dynatutrle“-ების და ური ვილინსკის NetLogo-ს დიზაინის განვითარებაზე. ასევე თანამშრომლობდა ურისთან ცოდნის რესტრუქტურიზაციის შესწავლაში. 1981 წელს, პაპერტმა, MIT-ის ლოგოს ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად დააფუძნა ლოგოს კომპიუტერული სისტემები Inc. (LCSI), რომლის გამგეობის თავმჯდომარე იყო 20 წელზე მეტი. LCSI-თან თანამშრომლობით, პაპერტმა ბევრი პროგრამა შექმნა, რომლებმაც მოიპოვეს ჯილდო. ამ პროგრამებს შორის არის LogoWriter[26] და ლეგო/ლოგო (ცნობილი როგორც Lego Mindstorms). მან ასევე გავლენა მოახდინა იდიტ ჰარელ კაპერტონის კვლევებზე, სტატიების და კონსტრუქტიონიზმის წიგნის თანაავტორი იყო და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე MaMaMedia კომპანიაში. პაპერტმა ასევე გავლენა იქონია ალან კეიზე და Dynabook-ის კონცეფციაზე და მუშაობდა მასთან სხვადასხვა პროექტებზე.
1980 წელს პაპერტმა მოიგო Guggenheim-ის სტიპენდია და Marconi-ს საერთაშორისო სტიპენდია 1981 წელს.[27] კომპიუტერული პროგრამების გამომცემელთა ასოციაციის Lifetime Achievement Award 1994 წელს, და სმითსონის ჯილდო Computerworld 1997 წელს.[28] მარვინ მინსკის თქმით პაპერტი იყო „ ჩვენი დროის უდიდესი მათემატიკის პედაგოგი“.[29]
MIT-ს პრეზიდენტმა, რაფაელ ლ. რეიფმა ასე შეაჯამა პაპერტის ცხოვრების მიღწევები: „თავისი გამორჩეულად უსაღვრო და შემოქმედებითი გონებით, სეიმორ პაპერტმა ხელი შეუწყო მინიმუმ სამი სფეროს რადიკალურ ცვლილებას. დაწყებული ბავშვების მიერ სამყაროს შემეცნების პროცესის კვლევით, გაგრძელებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებით და ასევე, სწავლის და ტექნოლოგიის ურთიერთმიმართების კვლევით. მან დიდი კვალი დატოვა MIT-ში. დღეს, როცა MIT აგრძელებს გაფართოებას და აღრმავებს მუშაობას ციფრულ სწავლებაში, განსაკუთრებით მადლიერი ვარ სეიმორის ინოვაციური ხედვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავაშენებთ მის იდეებზე ახალ იდეებს და კარს გავუღებთ ყველა ასაკის მოსწავლეს, მთელს მსოფლიოში."[30][31][32]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Counter-free automata, 1971, ISBN 0-262-13076-9
- Perceptrons, (with Marvin Minsky), MIT Press, 1969 (Enlarged edition, 1988), ISBN 0-262-63111-3
- Mindstorms: Children, Computers, and Powerful Ideas, 1980, ISBN 0-465-04674-6
- Papert, S. & Harel, ი. (eds). (1991) Constructionism: research reports and essays 1985 - 1990 by the Epistemology and Learning Research Group, the Media Lab, Massachusetts Institute of Technology, Ablex Pub. Corp, Norwood, NJ.
- The Children's Machine: Rethinking School in the Age of the Computer, 1993, ISBN 0-465-01063-6
- The Connected Family: Bridging the Digital Generation Gap, 1996, ISBN 1-56352-335-3
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ellison N. Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #136174604 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.ohmygeek.net/2016/08/01/murio-creador-de-logo/
- ↑ https://www.media.mit.edu/people/in-memory/papert
- ↑ გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 In Memory: Seymour Papert
- ↑ Ramsay J. G. Biographical Dictionary of Modern American Educators — 1997. — ISBN 978-0-313-29133-3
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ Stager, Gary. (2016)Planet Papert: articles by and about Papert.
- ↑ Professor Emeritus Seymour Papert, pioneer of constructionist learning, dies at 88. Massachusetts Institute of Technology (August 1, 2016). ციტირების თარიღი: 2016-08-03.
- ↑ Papert, Seymour (2004). „Interviews with Seymour Papert“. Computers in Entertainment. 2 (1): 9. doi:10.1145/973801.973816. ISSN 1544-3574.
- ↑ Stager, Gary S. (2016). „Seymour Papert (1928–2016) Father of educational computing“. Nature. London: Springer Nature. 537 (7620): 308–308. doi:10.1038/537308a. PMID 27629633.
- ↑ Seymour Papert: short biography. MIT.
- ↑ Professor Seymour Papert: Papert.org. home page; includes a list of works by Papert
- ↑ სეიმორ პაპერტი საიტზე Curlie
- ↑ Daily Papert.
- ↑ Papert, Seymour Aubrey (1952). Sequential Convergence In Lattices With Special Reference To Modular And Subgroup Lattices (PhD thesis). University of the Witwatersrand. OCLC 775688121.
- ↑ Papert, Seymour Aubrey (1960). The lattices of logic and topology (PhD thesis). University of the Cambridge.
- ↑ Papert, Seymour A. in American Men and Women of Science, R.R. Bowker. (1998-99, 20th ed). p. 1056.
- ↑ Lifelong Kindergarten :: Homepage.
- ↑ Seymour Papert. MIT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-08. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ Thornburg, David (2013). From the campfire to the holodeck : creating engaging and powerful 21st century learning environments. San Francisco, CA: Jossey-Bass, გვ. 78. ISBN 9781118748060.
- ↑ Logo Foundation. ციტირების თარიღი: 3 August 2016.
- ↑ LEGO Mindstorms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-01-09. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- ↑ see this history
- ↑ Marconi Foundation - the Marconi Fellows.
- ↑ Henderson, Harry. 2003.
- ↑ From the cover of Mindstorms. (date needed).
- ↑ 25 years EIAH’’, colloque EIAH 2003 [1] დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Interview from 11 July 2004, on the Australian Broadcasting Corporation network
- ↑ Conférence vidéo, ‘’colloque EIAH 2003 [2] დაარქივებული 2007-12-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links