ნიკოლოზ სევერცოვი
ნიკოლოზ ალექსის ძე სევერცოვი (რუს. Никола́й Алексе́евич Се́верцов; დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი] , 1827, ვორონეჟი — გ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1885, ვორონეჟის მახლობლად) — რუსი ზოოლოგი, ზოოგეოგრაფი და მოგზაური.
ნიკოლოზ სევერცოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1827[1] |
დაბ. ადგილი | ვორონეჟი ან Yasenki |
გარდ. თარიღი | 26 იანვარი (7 თებერვალი), 1885 (57 წლის) |
გარდ. ადგილი | დონი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი[2] , ზოოლოგი, ორნითოლოგი, ბუნებისმეტყველი, ბოტანიკოსი და მოგზაური[3] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Mikhail Menzbier |
სამეცნიერო ხარისხი | საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Aleksey Severtsov |
შვილ(ებ)ი | ალექსი სევერცოვი |
ჯილდოები | ლიტკეს სახელობის პრემია და კონსტანტინეს მედალი |
1846 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1857-1879 წლებში იკვლევდა ტიან-შანის მთიანეთს, ყიზილ-ყუმის უდაბნოს, შეაგროვა მრავალრიცხოვანი ფლორისტული და ფაუნისტური მასალა პამირის მთიანეთზე, შეიმუშავა შუა აზიის ბუნების კომპლექსურ-გეოგრაფიული დახასიათება, პალეარქტიკის ზოოგეოგრაფიული დაყოფის პრინციპები და მისი ეკოლოგიური საფუძვლები. შეაგროვა დიდძალი მასალა რუსეთის და თურქესტანის მხარის ორნითოფაუნაზე.
შეისწავლა ხერხემლიან ცხოველთა პერიოდული მოვლენები. ჩარლზ დარვინის მოძღვრების მიმდევარი და პროპაგანდისტი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი შვილი ალექსი სევერცოვი (1866-1936) აგრეთვე ცნობილი ბიოლოგი იყო.
სევერცოვის სახელი მიეკუთვნა ზოგიერთ მცენარეს, ცხოველს, პიკს პეტრე I-ის ქედზე, მყინვარებს პამირისა და იმიერილის ალათაუზე.
თხზულებები
რედაქტირება- Периодические явления в жизни зверей, птиц и гад Воронежской губернии, М., 1855, 2 изд., М., 1950;
- Орнитология и орнитологическая география Европейской и Азиатской России, СПБ, 1867;
- Путешествия по Туркестанскому краю и исследование горной страны Тянь-Шаня, СПБ, 1873, 2 изд., М., 1947;
- Орографический очерк Памирской горной системы, СПБ, 1886.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 268.
- Дементьев Н. Г., Николай Алексеевич Северцов, зоолог и путешественник (1827‒1885), 2 изд., М., 1948;
- Золотницкая Р. Л., Н. А. Северцов ‒ географ и путешественник, М., 1953.
- ↑ https://pantheon.world/profile/person/Nikolai_Severtzov
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #126888213 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database