საჭადრაკო ოლიმპიადა 1956
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1956}} |
31 აგვისტო - 24 სექტემბერი 1956 მოსკოვი, სსრ კავშირი
საბჭოთა კავშირი პირველად მასპინძლობდა ოლიმპიადას. მოსკოვში 34 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. კვლავ არ თამაშობდნენ ამერიკელები. ქვეჯგუფებში ბრძოლას სიურპრიზები არ მოუტანია. მთავარ ფინალში ძირითადად ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც წარმატებით გამოვიდნენ წინა ოლიმპიადაზეც.
ფინალური ტურნირის ოთხი ტურის შემდეგ საბჭოთა და უნგრელ მოჭადრაკეებს ქულათა თანაბარი რაოდენობა, 11-11, ჰქონდათ. 10,5 ქულა ჰქონდათ იუგოსლავიელებს და 9,5 - არგენტინელებს. აქვე უნდა ითქვას რომ მეოთხე ტურში საბჭოელებმა პირველი დამარცხება განიცადეს ოლიმპიადების ისტორიაში, წააგეს უნგრელებთან. მეხუთე ტურიდან მოყოლებული ოლიმპიური ჩემპიონები ჩემპიონურად ათამაშდნენ და დაწინაურდნენ. ხოლო როდესაც მეათე ტურში საბჭოელებმა იუგოსლავიელებიც დაამარცხეს, ჩემპიონობის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდა. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. საბოლოოდ კი იუგოსლავიელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (მეტი მოგებული და ფრედ დამთვრებული მატჩი) წყალობით დაიკავეს მეორე ადგილი. ოლიმპიადის გმირი გახდა დანიელი ბენტ ლარსენი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა პირველ დაფაზე. მასთან ერთად ოლიმპიადაზე გამოჩნდა მრავალი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოჭადრაკე (ლაიოშ პორტიში, ფრედერიკ ოლაფსონი, პალ ბენკო, ვოლფგანგ ულმანი და სხვები), რომლებიც შემდგომში ტონს აძლევდნენ მსოფლიოს ჭადრაკს.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 33 ქვეყნის 34 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა საარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXXIV ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. სსრკ - 23,5 2. ბულგარეთი - 19,5 3. შვეიცარია - 18 4. პოლონეთი - 15 5. შვედეთი - 14,5 6. ნორვეგია - 9 7. პუერტო-რიკო - 7 8. გერმანია (საარი) - 5,5
- II ჯგუფი: 1. იუგოსლავია - 23,5 2. ისრაელი - 18 3. დანია - 15,5 4 ნიდერლანდები - 16 5. ავსტრია - 13 6. საფრანგეთი - 12,5 7. მონღოლეთი - 7,5 8. შოტლანდია - 5
- III ჯგუფი: 1. არგენტინა - 24 2. გერმანია - 23 3. ინგლისი - 22,5 4. ისლანდია - 20,5 5. ჩილე - 17,5 6. ფინეთი - 14,5 7. ინდოეთი - 12,5 8. ლუქსემბურგი - 5,5 9. ირლანდია - 4
- IV ჯგუფი: 1. უნგრეთი - 23 2. რუმინეთი - 21,5 3. ჩეხოსლოვაკია - 21,5 4. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა - 18,5 5. კოლუმბია- 18 6. ბელგია - 14,5 7. ფილიპინები - 10 7. საბერძნეთი - 8,5 8. ირანი - 8,5
მეორე ეტაპი
- XXV-XXXIV ადგილები
25. ფილიპინები - 24 26. გერმანია (საარი) - 23 27. ინდოეთი - 20,5 28. ირანი - 19 29. პუერტო-რიკო - 18,5 30. მონღოლეთი - 18,5 31. შოტლანდია - 17,5 32. საბერძნეთი - 17 33. ირლანდია - 13 34. ლუქსემბურგი - 9
- XIII-XXIV ადგილები
13. ავსტრია - 28 14. ისლანდია - 27 15. შვედეთი - 26,5 16. ბელგია - 23,5 17. ფინეთი - 22,5 18. კოლუმბია - 21 19. ნიდერლანდები - 21 20. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა - 20,5 21. საფრანგეთი - 19,5 22. ჩილე - 19 23. პოლონეთი - 19 24. ნორვეგია - 16,5
I-XII ადგილები
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებამიხეილ ბოტვინიკი 8,5 (+6=7-0), ვასილი სმისლოვი 8,5 (+5=7-1), პაულ კერესი 9,5 (+7=5-0), დავიდ ბრონშტეინი 11 (+9=4-0), მარკ ტაიმანოვი 8,5 (+6=5-0), ეფიმ გელერი 7,5 (+7=1-2)
სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+6=7-3), ალექსანდრ მატანოვიჩი 11,5 (+7=9-0), ბორისლავ ივკოვი 12 (+9=6-1), ნიკოლა კარაკლაიჩი 6 (+4=4-1), ბორისლავ მილიჩი 6 (+3=6-0), ბოჟიდარ ჯურაშევიჩი 5 (+4=2-0).
ლასლო საბო 11 (+6=10-1), გედეონ ბარცა 11,5 (+9=5-2), პალ ბენკო 10 (+6=8-1), დიორდ სილადი 4,5 (+4=1-4), ნიკლოშ ბელი 6,5 (+4=5-2), ლაიოშ პორტიში 6 (+4=4-0)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ბენტ ლარსენი | დანია | 14 | 18 | 77,8 |
მიხეილ ბოტვინიკი | სსრკ | 9,5 | 13 | 73,2 |
ფრედერიკ ოლაფსონი | ისლანდია | 13 | 18 | 72,2 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ანდრეა დიუკშტეინი | ავსტრია | 13 | 17 | 76,5 |
ალექსანდრ მატანოვიჩი | იუგოსლავია | 11,5 | 16 | 71,9 |
გედეონ ბარცა | უნგრეთი | 11,5 | 16 | 71,9 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
პაულ კერესი | სსრკ | 9,5 | 12 | 79,2 |
ბორისლავ ივკოვი | იუგოსლავია | 12 | 16 | 75,0 |
ბალდურ მიოლერი | ისლანდია | 11 | 16 | 68,8 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
დავიდ ბრონშტეინი | სსრკ | 11 | 13 | 84,6 |
როდოლფო ტან კარდოსო | ფილიპინები | 13 | 17 | 76,5 |
გიორგი ტრინგოვი | ბულგარეთი | 9 | 12 | 75,0 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რაულ სანგინეტი | არგენტინა | 9 | 11 | 81,8 |
პეტერ კლარკი | ინგლისი | 9,5 | 12 | 79,2 |
მარკ ტაიმანოვი | სსრკ | 8,5 | 11 | 77,3 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ეფიმ გელერი | სსრკ | 8,5 | 11 | 77,3 |
ლენარტ ლუნდკვისტი | შვედეთი | 9,5 | 13 | 73,1 |
ზდრავკო მილევი | ბულგარეთი | 6,5 | 9 | 72,2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006