საძელე
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
საძელე — ვულკანური მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, ჯვრის უღელტეხილის აღმოსავლეთით, მდინარეების ხდისა და ბიდარის სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3307 მ. საძელე აგებულია ანდეზიტებით. მთის აღმოსავლეთი და დასავლეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ციცაბო. ზედა ნაწილი მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.
საძელე | |
---|---|
მთა საძელეს ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 42°30′45″ ჩ. გ. 44°30′45″ ა. გ. / 42.51250° ჩ. გ. 44.51250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3307 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- სანებლიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 217.