საძეგური პირველი
საძეგური პირველი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი), მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1050 მ, ახალგორიდან 12 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 კაცი.
სოფელი | |
---|---|
საძეგური პირველი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | კორინთა |
კოორდინატები | 42°13′24″ ჩ. გ. 44°28′48″ ა. გ. / 42.22333° ჩ. გ. 44.48000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მ |
მოსახლეობა | 161 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
საძეგურიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები კობაურები (მაგ., ლამისყანაში).[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 217.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.