საციხური (ხულოს მუნიციპალიტეტი)
საციხური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საციხური, გელაური, ნამონასტრევი, პანტნარი). მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთით, მდინარე ნაფლატისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1120 მ, ხულოდან 11 კმ., აგარადან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა აგარის თემში. განვითარებული იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. სოფელში არის მინერალური წყლები.
სოფელი | |
---|---|
საციხური | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | საციხური |
კოორდინატები | 41°41′15″ ჩ. გ. 42°23′17″ ა. გ. / 41.68750° ჩ. გ. 42.38806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1120 მ |
მოსახლეობა | 346[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 346 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 530 | 276 | 254 |
2014[1] | 346 | 173 | 173 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 214-215.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II