საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017}} |
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2017) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 21 ოქტომბერს.
მერის არჩევნებირედაქტირება
თვითმმართველი ქალაქის მერის, თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე.
თვითმმართველი ქალაქის მერად, თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.
მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
თბილისის მერის არჩევნებირედაქტირება
თბილისის მერობის კანდიდატები იყვნენ:
- კახაბერ კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი. 2012-2017 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
- ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, რუსთავი ორის გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი. 2017 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო პოლიტიკაში.
- ალექსანდრე ელისაშვილი – ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. საქართველოს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 2014-2015 წლებში. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.
- ელენე ხოშტარია - ევროპული საქართველოს კანდიდატი. 2007-2012 წლებში იყო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.
- ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: კახა კუკავა, გიორგი გუგავა, დავით შუკაკიძე, გიორგი ლილუაშვილი, ნიკოლოზ სანებლიძე, თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი ვაშაძე და ლაშა სტურუა.
კანდიდატი | პარტია | ხმების რაოდენობა | პროცენტულობა | |
კახა კალაძე | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო | 204,061 | 51,09% | |
ალეკო ელისაშვილი | დამოუკიდებელი | 69,803 | 17,4% | |
ზაალ უდუმაშვილი | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 66,259 | 16,59% | |
ელენე ხოშტარია | ევროპული საქართველო | 28,411 | 7,11% | |
ირმა ინაშვილი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი | 12,070 | 3,02% | |
გიორგი ვაშაძე | ახალი საქართველო | 7,800 | 1,95% |