საფრიჭის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
საფრიჭის უღელტეხილი, სოფრუჯუს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3550 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. საფრიჭის უღელტეხილი მდინარე ჩხალთის ხეობას (აფხაზეთის არ) აკავშირებს მდინარე ამანაუზის (რუსეთი) ხეობასთან.
საფრიჭის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°14′31″ ჩ. გ. 41°34′59″ ა. გ. / 43.24194° ჩ. გ. 41.58306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3550 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 170.