სატახტოთა თამაში (სეზონი 1)

ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2011 წლის 17 აპრილს და დასრულდა 19 ივნისს. მასში შესული 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 55 წუთის ხანგრძლივობის არის. სერიალი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ამავე სახელწოდების პირველ წიგნს. მისი რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. HBO-მ სატელევიზიო პილოტი 2008 წლის ნოემბერში შეუკვეთა, გადაღება შემდეგ წელს დაიწყო. თუმცა, პილოტით კომპანია უკმაყოფილო დარჩა და მოგვიანებით იგი ხელახლა გადაიღეს, რამდენიმე როლის შემსრულებლის ჩანაცვლებით. 2010 წლის მარტში კომპანიამ პირველი სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2010 წლის ივლისში დაიწყო, ძირითადად - ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), დამატებითი სცენები კი მალტაში მოამზადეს.

სატახტოთა თამაში (სეზონი 1)

ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
ეთერში 17 აპრილი, 2011 (2011-04-17) – 19 ივნისი, 2011 (2011-06-19)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სეზონი 2
ეპიზოდების სია

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია ედარდ სტარკის ოჯახზე. რობერტ ბარათეონის თხოვნით, იგი ხდება უკანასკნელის მრჩეველი. იგი ცდილობს, დაადგინოს, თუ ვინ მოკლა წინა მრჩეველი, ჯონ არენი და, ამავე დროს, დაიცვას თავისი ოჯახი ლანისტერებისგან. იგი აღმოაჩენს მოულოდნელ და ბნელ საიდუმლოებს ლანისტერებთან დაკავშირებით. ამავე დროს ესოსში განდევნილი ვიზერის ტარგარიენი თავის დას, დენერისს, აქორწინებს კჰალ დროგოზე, მომთაბარეთა ბელადზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ მომავალში კჰალისგან უესტეროსის დასაპყრობად დიდ ლაშქარს მიიღებს და დარწმუნებულია რა, რომ სწორედ იგი არის ტახტის კანონიერი მემკვიდრე.

სეზონში მონაწილეობს მსახიობთა დიდი გუნდი. მათში შედიან შონ ბინი, მარკ ედი, პიტერ დინკლიჯი, ლენა ჰიდი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, მიშელ ფეირლი და იენ გლენი. უფრო ახალგაზრდა მსახიობებს შორის არიან კიტ ჰერინგტონი, სოფი ტერნერი და მეიზი უილიამსი.

კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს სერიალის წარმოების ხარისხს და მსახიობებს. განსაკუთრებით აღინიშნა სეზონში დინკლიჯის მიერ განსახიერებული ტირიონ ლანისტერი. პირველმა სეზონმა მიიღო ემის ორი ჯილდო ცამეტი ნომინაციიდან - საუკეთესო მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში (დინკლიჯი) და მთავარი ტიტრების გამორჩეული დიზაინისთვის.

ეპიზოდები

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
11„ზამთარი ახლოვდება“
„Winter is Coming“
ტიმ ვან პეტენიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
17 აპრილი, 2011 (2011-04-17)2,22[1]
კედლის მიღმა ღამის ებგურის მზვერავები ხვდებიან ზებუნებრივ თეთრ არსებებს. უინტერფელში ლორდი ედარდ სტარკი და მისი ოჯახი შეიტყობენ მეფე რობერტის ვიზიტის შესახებ, რომელიც ოჯახთან და ამალასთან ერთად ჩრდილოეთისაკენ მოემართება. რობერტი ედარდს სთავაზობს გახდეს მეფის ხელი, მეფის შემდგომ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელე. ზღვის მიღმა, თავისუფალ ქალაქ პენტოსში ვისერის ტარგარიენი თავის დას, დენერის ტარგარიენს აქორწინებს კჰალ დროგოზე, მომთაბარეთა ბელადზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ მომავალში კჰალისგან უესტეროსის დასაპყრობად დიდ ლაშქარს მიიღებს. უინტერფელში კეტლინ სტარკი დისგან, ლაისასგან მიღებული წერილიდან შეიტყობს, რომ მეფის წინა ხელი მოწამლეს. ბრან სტარკი იხილავს დედოფალ სერსეის, რომელიც მეფეს საკუთარ ძმასთან, ჯეიმისთან ღალატობს. ეს უკანასკნელი ბიჭუნას კოშკის ფანჯრიდან აგდებს.
22„სამეფო გზა“
„The Kingsroad“
ტიმ ვან პეტენიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
24 აპრილი, 2011 (2011-04-24)2,20[2]
ედარდ სტარკი გადაწყვეტს, გაჰყვეს მეფეს და ქალიშვილებთან, სანსასთან და არიასთან ერთად დედაქალაქში მიემგზავრება. ჯონ სნოუ და ტირიონ ლანისტერი კედელზე მიდიან, პირველი - როგორც ღამის ებგურის მომავალი წევრი, მეორე - სამოგზაუროდ. ზღვის მიღმა დენერისი სიყვარულის ხელოვნებას ეუფლება. უინტერფელში უცნობი ცდილობს ბრანის მოკვლას, მაგრამ მას თავისი მგელსაზარა გადაარჩენს. სამეფო გზაზე ნიმერია (არიას მგელსაზარა) მთვრალ უფლისწულ ჯოფრის კბენს. დედოფალ სერსეის ბრძანებით ედარდ სტარკი კლავს მეორე მგელსაზარას, რომელიც სანსა სტარკს ეკუთვნის. უინტერფელში ბრან სტარკი გონს მოდის.
33„ლორდი სნოუ“
„Lord Snow“
ბრაიან კირკიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
1 მაისი, 2011 (2011-05-01)2,44[3]
ედარდ სტარკი და მისი გარემოცვა დედაქალაქში მიდიან. კედელზე ჯონ სნოუ ებგურის სხვა წევრებს ეჩხუბება, თუმცა მას ტირიონი გადაარჩენს. ლორდი-მეთაური მორმონტი ტირიონს შეატყობინებს ებგურის სავალალო მდგომარეობაზე. კეტლინს მიაჩნია, რომ წინა ხელის მკვლელობა და ბრანის ტრაგედია მოვლენათა ერთი ჭაჯვის ნაწილებია, ამიტომ იგი ქმართან მიემგზავრება. აქ მას შეხვდება ბავშვობის მეგობარი პეტირ ბეილიში („ნეკა“). ზღვის მიღმა დენერისი პირველად ეწინააღმდეგება ძმას. ედარდის მითითებით, არიას ფარიკაობაში მასწავლებელი ავარჯიშებს.
44„ხეიბრები, ბასტარდები და გატეხილი ნივთები“
„Cripples, Bastards, and Broken Things“
ბრაიან კირკიბრაიან კოგმენი8 მაისი, 2011 (2011-05-08)2,45[4]
ედარდი შეისწავლის წიგნს, რომელსაც მანამდე ჯონ არენი კითხულობდა. იგი მეფის ბასტარდებს მიაგნებს. მეფე და მისი ამალა მონაწილეობს მეფის ახალი ხელისადმი მიძღვნილ ტურნირში. ებგურში მოდის ახალი წევრი - მსუქანი და მშიშარა სემუელ („სემ“) ტარლი. ჯონი მის მფარველობას საკუთარ თავზე იღებს. ზღვის მიღმა ვისერისი მოახლეს დრაკონებსა და ძალაუფლებაზე ესაუბრება, ხოლო დენერისი შეიტყობს, რომ ფეხმძიმედაა. ედარდი ცდილობს სერ ჰიუს, ჯონ არენის ყოფილი საჭურველთმტვირთველის მოძებნას, მაგრამ ტურნირის დროს ეს უკანასკნელი იღუპება. კეტლინი მეფის გზაზე, ფუნდუკში, ტირიონ ლანისტერს გადააწყდება და მამის ვასალების დახმარებით მას აპატიმრებს, ბრალს სდებს რა ბრანის მკვლელობის მცდელობაში.
55„მგელი და ლომი“
„The Wolf and the Lion“
ბრაიან კირკიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
15 მაისი, 2011 (2011-05-15)2,58[5]
მეფე რობერტს თავად სურს ტურნირზე გამოსვლა, ედარდი კი ცდილობს, გადაათქმევინოს. გრეგორ კლიგეინი საბოლოო ბრძოლისას კინაღამ კლავს მოწინააღმდეგეს, სერ ლორას ტირელს, მაგრამ მისი ძმა სანდორ ძმას შეებრძოლება და ამარცხებს. კეტლინს, ტირიონსა და სხვებს, გზად არენის ველისკენ, თავს ესხმიან მთიელი ყაჩაღები. მათი მოგერიების შემდეგ მოგზაურები მიდიან ერიში, სადაც ტირიონს საპყრობილეში გამოკეტავენ. დედაქალაქში ედარდი ეწინააღმდეგება მეფის მიერ დენერისის მოკვლის გადაწყვეტილებას და ტოვებს თანამდებობას. არია შეიტყობს მამის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ. ედარდის და ჯეიმისა და მისი გვარდიელების შეჯახებისას სტარკი დაიჭრება, ხოლო მისი დაცვას მოკლავენ.
66„ოქროს გვირგვინი“
„A Golden Crown“
დენიელ მინაჰანიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
ჯეინ ესპენსონი
22 მაისი, 2011 (2011-05-22)2,44[6]
რობერტი ედარდს აღადგენს თანამდებობაზე და სანადიროდ მიემგზავრება. უინტერფელთან ტყეში ბრანს თავს ესხმიან ველურები. რობ სტარკი და თეონ გრეიჯოი მათ კლავენ, თუმცა ერთ-ერთი, ოშა, თან მიჰყავთ. ზღვის მიღმა ვისერისი ცდილობს დრაკონის კვერცხების მოპარვას და გაქცევას, მაგრამ ჯორა მორმონტი მას აჩერებს. ერიში ტირიონი მოითხოვს სასამართლოს ორთაბრძოლით - მისი დამცველი, დაქირავებული მებრძოლი ბრონი კლავს მოწინააღმდეგეს. დედაქალაქში ედარდი, რომელიც დროებით ცვლის მეფეს, ისმენს ხალხის ჩივილს გრეგორ კლიგეინის ქმედებების შესახებ და აგზავნის ლაშქარს, რომელმაც უნდა დასაჯოს კლიგეინი, ხოლო ტაივინ ლანისტერს უბრძანებს ქალაქში ჩამოსვლას. ზღვის მიღმა ვისერისი ემუქრება დას, მოითხოვს დაპირებულ ლაშქარსა და გვირგვინს, მაგრამ მას კლავს დროგო, ასხამს რა თავზე გადამდნარ ოქროს.
77„იგებ ან კვდები“
„You Win or You Die“
დენიელ მინაჰანიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
29 მაისი, 2011 (2011-05-29)2,40[7]
ლანისტერების ბანაკში ლორდი ტაივინი შვილს, ჯეიმის უხსნის, რომ მათთვის დაწყებული ომი ღირსების ამბავია. ედარდი დედოფალ სერსეის უამბობს, რომ იცის მისი ღალატის შესახებ და სთავაზობს ქალაქიდან გაქცევას. მეფე რობერტი ნადირობისას სასიკვდილოდ დაიჭრება და ედარდს ანდერძს აწერინებს. ზღვის მიღმა ჯორა მორმონტი დენერისს გადაარჩენს ღვინის ვაჭრისგან, რომელიც ტარგარიენის მოწამლვას ცდილობს. დროგო დებს ფიცს, რომ შვიდ სამეფოზე გაილაშქრებს. კედლის მიღმა ჯონ სნოუ დებს ებგურის წევრის ფიცს. ედარდი უარს ამბობს როგორც რენლის, რობერტის ძმის სასიკეთოდ გადატრიალების მოწყობაზე, ასევე ლანისტერებისადმი დამორჩილებაზე. სატახტო დარბაზში იგი ბრძანებს სერსეისა და ჯოფრის დაპატიმრებას, თუმცა ბეილიში და მისი მოსყიდული ამალა დედოფლის მხარეზე გადავლენ. ისინი კლავენ სტარკის ხალხს, ხოლო ედარდს აპატიმრებენ.
88„ბასრი წვეტი“
„Pointy End“
დენიელ მინაჰანიჯორჯ მარტინი5 ივნისი, 2011 (2011-06-05)2,72[8]
დედოფლის ხალხი ხელის კოშკში სასაკლაოს აწყობს. სირიო ფორელი, ფარიკაობის მასწავლებელი, არიას გაქცევაში ეხმარება. სერსეი და მისი მრჩევლები სანსას აიძულებენ, რობს მისწეროს და სთხოვოს ახალი მეფისადმი მორჩილება. რობ სტარკი იხმობს თავის ხალხს ლანისტერებთან საბრძოლველად. ერიდან დაბრუნებისას, მთვარის მთებში ტირიონს შეხვდება ყაჩაღთა რაზმი. იგი მათ სთავაზობს დიდი რაოდენობის იარაღს, სანაცვლოდ კი მის მხარეზე ყოფნას სთხოვს. კეტლინი, რომელსაც დამ დახმარებაზე უარი უთხრა, შვილთან მიდის. ზღვის მიღმა დოთრაკები ლჰაზართა ქალაქს ძარცვავენ. საკუთარ ქვეშევრდომებთან შელაპარაკებისას დროგო იჭრება. კედელზე მოაქვთ ბენჯენ სტარკის ორი თანამგზავრის გვამი. ღამით ისინი ცოცხლდებიან და ცდილობენ მორმონტის მოკვლას, მაგრამ ჯონ სნოუ იცავს ლორდ-მეთაურს და ანადგურებს მათ. დედაქალაქში გამოსცემენ ახალი მეფის პირველ კანონებს. სანსა ჯოფრის სთხოვს მამის შეწყალებას.
99„ბეილორი“
„Baelor“
ალან ტეილორიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
12 ივნისი, 2011 (2011-06-12)2,66[9]
ვარისი დაარწმუნებს ედარდს დედოფლისადმი მორჩილებასა და ომის თავიდან აცილებაში. ჩრდილოელთა ლაშქარი მდინარე სამკბილასთან ჩერდება. კეტლინ სტარკი ლორდ ფრეისთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ჯიორ მორმონტი ჯონ სნოუს გადასცემს თავისი ვაჟის ხმალს. ჯონი შეიტყობს, რომ მისი ძმა რობი სამხრეთისკენ ჯართან ერთად წავიდა. ეიმონი ცდილობს, ჯონს დაუფიქრებელი მოქმედებები გადაათქმევინოს. დროგო სულ უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაშია. მირი მაზ დუური დენერისს ჰპირდება დროგოს გადარჩენას და იყენებს შავ მაგიას. რობი და მისი ცხენოსნები ბრუნდებიან დაპატიმრებულ ჯეიმი ლანისტერთან ერთად. ქალაქში არია, რომელიც სასახლიდან გაიპარა, იხილავს ედარდ სტარკის მიერ „დანაშაულებების“ საჯარო აღიარებას. მეფე ჯოფრი არღვევს დაპირებას და სტარკს თავს ჰკვეთენ.
1010„ცეცხლი და სისხლი“
„Fire and Blood“
ალან ტეილორიდევიდ ბენიოფი
დ.ბ. უაისი
19 ივნისი, 2011 (2011-06-19)3,04[10]
ედარდ სტარკის აღსასრულის შესახებ უინტერფელში, კედელსა და რობ სტარკთან შეიტყობენ. ჩრდილოეთისა და მდინარისპირა მიწების ლორდები რობს ჩრდილოეთის მეფედ აღიარებენ. ტაივინ ლანისტერი ჯეიმის დაპატიმრების შესახებ შეიტყობს, უკან იხევს და დედაქალაქში ტირიონს აგზავნის, უბრძანებს რა ხელისუფლების საკუთარ ხელში აღებასა და დისა და მეფის კონტროლს. ჯონ სნოუ შეიტყობს მამის სიკვდილით დასჯის შესახებ, გარბის ებგურიდან, მაგრამ მეგობრები მას უკან აბრუნებენ. ჯიორ მორმონტი განაცხადებს, რომ ებგური დასაზვერად კედლის მიღმა უნდა გადავიდეს. იორენს, ებგურის წევრს, არია, გადაცმული ბიჭუნად, გაჰყავს დედაქალაქიდან. ზღვის მიღმა დენერისი გონს მოდის და აღმოაჩენს, რომ მისი შვილი მკვდარი დაიბადა, ხოლო დროგო, მობრუნებული შავი მაგიით, ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება, მისი კჰალასარი კი დაშლილია. ტარგარიენი ქმარს ბალიშით გუდავს და მის დამკრძალავ კოცონზე ადის. დილით ბანაკში დარჩენილები დენერისს უვნებელს პოულობენ - მასთან ერთად კი არის კვერცხებიდან გამოჩეკილი სამი პატარა დრაკონი.

გამოხმაურება

რედაქტირება

კრიტიკოსების გამოხმაურებები

რედაქტირება
სატახტოთა თამაში (სეზონი 1): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 1 (2011): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[11]

რეიტინგები

რედაქტირება
სატახტოთა თამაში: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10საშუალო
12.222.202.442.452.582.442.402.722.663.042.52[12]
23.863.763.773.653.903.883.693.863.384.203.80[13]
34.374.274.724.875.355.504.845.135.225.394.97[14]
46.646.316.596.957.166.407.207.176.957.096.84[15]
58.006.816.716.826.566.245.407.017.148.116.88[16]
67.947.297.287.827.896.717.807.607.668.897.69[17]
710.119.279.2510.1710.7210.24-არ არის-

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საიდმენი, რობერტ. (აპრილი 19, 2011) Sunday Cable Ratings: NBA, 'Storage Wars,' 'Ax Men,' 'Khloe & Lamar' + 'The Killing,' 'Breakout Kings,' 'Sam Axe,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: აპრილი 20, 2011.
  2. გორმენი, ბილ. (აპრილი 26, 2011) Sunday Cable Ratings: NBA, 'Khloe & Lamar,' 'The Killing,' 'Breakout Kings,' 'Housewives,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: აპრილი 27, 2011.
  3. საიდმენი, რობერტ. (მაისი 3, 2011) Sunday Cable Ratings: More 'Death of Bin Laden' Ratings; 'Khloe & Lamar,' 'Law & Order: CI,' 'In Plain Sight,' 'Army Wives,' 'Housewives,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: მაისი 4, 2011.
  4. გორმენი, ბილ. (მაისი 10, 2011) Sunday Cable Ratings: Bulls/Hawks Tops + 'Law & Order: CI,' 'In Plain Sight,' 'Army Wives,' 'Housewives,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: მაისი 10, 2011.
  5. საიდმენი, რობერტ. (მაისი 18, 2011) Sunday Cable Ratings: Heat/Bulls Slam Dunks + 'Law & Order: CI,' 'In Plain Sight,' 'Army Wives,' 'Housewives,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: მაისი 18, 2011.
  6. გორმენი, ბილ. (მაისი 24, 2011) Sunday Cable Ratings: Heat/Bulls Scores Big + 'Law & Order: CI,' 'In Plain Sight,' 'Army Wives,' 'Housewives,' 'Game of Thrones' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: მაისი 25, 2011.
  7. გორმენი, ბილ. (ივნისი 1, 2011) Cable Top 25: LeBron/D-Wade/D-Rose, 'WWE RAW' Top Weekly Cable Viewing. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: ივნისი 1, 2011.
  8. გორმენი, ბილ. (ივნისი 7, 2011) Sunday Cable Ratings: 'MTV Movie Awards' Leads Night, 'Game of Thrones' Series High, 'Real Housewives,' 'ABDC' & Lots More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: ივნისი 8, 2011.
  9. გორმენი, ბილ. (ივნისი 14, 2011) Sunday Cable Ratings: ‘Game of Thrones’, ‘Real Housewives,’ ‘Kardashians,’ ‘In Plain Sight,’ ‘Army Wives’ & More - Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: ივნისი 14, 2011.
  10. საიდმენი, რობერტ. (ივნისი 17, 2011) Game of Thrones' Soars To Ratings Highs in Season Finale. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: ივნისი 17, 2011.
  11. სატახტოთა თამაში: სეზონი 1. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2015.
  12. 12.0 12.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
  13. 13.0 13.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
  14. 14.0 14.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
  15. 15.0 15.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
  16. 16.0 16.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
  17. 17.0 17.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2016.
  18. სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
  19. [12][13][14][15][16][17][18]