სანტიაგო სანტამარია
სანტიაგო სანტამარია (ესპ. Santiago Santamaría; დ. 22 აგვისტო, 1952, სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა — გ. 27 ივლისი, 2013, კორდოვა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „სტად დე რეიმსისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სანტიაგო სანტამარია [1] | ||
დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1952 | ||
დაბადების ადგილი |
სან-ნიკოლასი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 მარტი, 2013 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | კორდოვა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1974 | ნიუელსი | ||
1974–1979 | რეიმსი | 148 | (41) |
1980–1985 | ნიუელსი | 293 | (90) |
ეროვნული ნაკრები | |||
1980–1982 | არგენტინა | 11 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებასანტიაგო სანტამარია „ნიუელს ოლდ ბოისის“ შემადგენლობაში გატანილი 90 გოლით ვიქტორ რამოსის (ესპ. Víctor Rogelio Ramos) შემდეგ (104 გოლი) კლუბის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირის ადგილს იკავებს, ხოლო ჩატარებული მატჩების რაოდენობით (293 მატჩი) — მერვე ადგილს. მის შემადგენლობაში 1974 წელს მეტროპოლიტანოს ტურნირს იგებს. ამას გარდა, ორჯერ ხდება არგენტინის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1980, 1981)
1974–1979 წლებში ფრანგული „სტად დე რეიმსის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 148 მატჩს ატარებს და 41 გოლი გააქვს. კლუბთან ერთად საფრანგეთის საფეხბურთო თასის 1976–77 წლების გათამაშების ფინალშიც გადის, სადაც 1977 წლის 18 ივნისს „პარკ დე პრენსზე“ აღმავლობის გზაზე მყოფ „სენტ-ეტიენთან“ გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ანგარიშით 1–2 მარცხდება. 1978–79 წლების საფრანგეთის ჩემპიონატის გათამაშებაში მისი კლუბი ბოლო ადგილს იკავებს და საფრანგეთის მეორე დივიზიონში ქვეითდება. შედეგად სანტამარია ფრანგულ კლუბს ტოვებს და „ნიუელს ოლდ ბოისში“ ბრუნდება. საფეხბურთო კარიერას, ამავე კლუბში 1985 წელს ასრულებს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1980–1982 წლებში იყო არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა.[4][5]
სტატისტიკა
რედაქტირებაარგენტინა | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1980 | 8 | 2 |
1982 | 3 | 0 |
ჯამში | 11 | 2 |
მიღწევები
რედაქტირება- მეტროპოლიტანო: 1974
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585