სანტიაგო რამონ-ი-კახალი
სანტიაგო რამონ-ი-კახალი (ესპ. Santiago Ramón y Cajal; დ. 1 მაისი, 1852, პეტილია-დე-არაგონი, ესპანეთი, — გ. 17 ოქტომბერი, 1934, მადრიდი) — ესპანელი ექიმი და ჰისტოლოგი, თანამედროვე ნეირობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1906, კამილო გოლჯისთან ერთად).
ბიოგრაფია
რედაქტირებასანტიაგო რამონ-ი-კახალი დაიბადა ნავარის პროვინციის ქალაქ პეტილია-დე-არაგონში. მამა ანატომიის მასწავლებელი იყო. ბავშვობაში დაუმორჩილებელი და წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩეოდა. ამასთანავე გატაცებული იყო ხატვით და ტანვარჯიშით. მედიცინის მიმართ ინტერესი მამამ გაუღვივა, როდესაც ადამიანის ძვლოვანი ნაშთების ჩანახატების გაკეთება სთხოვა. 1873 წელს დაამთავრა სარაგოსის უნივერსიტეტი. 1874-1875 წლებში სამხედრო ექიმად ახლდა ესპანეთის არმიის ექსპედიციას კუბაზე.
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, 1875 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ასისტენტად. შემდეგ იყო ვალენსიის უნივერსიტეტის აღწერითი ანატომიის პროფესორი (1884-1887), ბარსელონისა (1887-1892) და მადრიდის (1892-1922) უნივერსიტეტების ჰისტოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის პროფესორი. მისი ადრეული ნაშრომები ანთების მექანიზმებს, ქოლერის მიკრობიოლოგიას და ეპითელური ქსოვილის ჰისტოლოგიას ეძღვნებოდა. მოგვიანებით მან გააუმჯობესა ნერვული ქსოვილის შეღებვის კამილო გოლჯის მიერ მოწოდებული ვერცხლის ნიტრატის მეთოდი (1903) და შეიმუშავა ოქროთი შეღებვის წესი (1913). ამ მეთოდების გამოყენებით რამონ-ი-კახალმა შეძლო ნერვული უჯრედის (ნეირონის) დიფერენცირება სხვა ტიპის უჯრედებისგან, მათი სტრუქტურის და თავის ტვინის რუხ ნივთიერებასა და ზურგის ტვინში ნეირონული კავშირების ანატომიის შესწავლა. საკუთარ დაკვირვებებს თან ურთავდა მის მიერვე შესრულებულ დეტალურ ანატომიურ ილუსტრაციებს. ამგვარად, გოლჯისა და რამონ-ი-კახალის ნაშრომების საფუძველზე დადგინდა, რომ ნეირონი ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, რისთვისაც მათ 1906 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. რამონ-ი-კახალი ამ ჯილდოს პირველი ესპანელი ლაურეატი გახდა.
1899 წელს რამონ-ი-კახალი ჰიგიენის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი გახდა, 1920 წელს კი ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ხელშეწყობით მადრიდში დააფუძნა ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია, რომელსაც შემდგომში კახალის ინსტიტუტი ეწოდა. იქ რამონ-ი-კახალი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. გარდაიცვალა 1934 წელს, 82 წლის ასაკში.
მემკვიდრეობა
რედაქტირებარამონ-ი-კახალის მთავარი დამსახურება ნეიროანატომიაში მისი გამოკვლევებია. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია „ნერვული სისტემის დეგენერაცია და რეგენერაცია“ (ესპ. Estudios sobre la degeneración y regeneración del sistema nervioso, 2 ტომად, 1913-1914). კახალმა ექსპერიმენტულად აჩვენა, რომ ნერვულ უჯრედებს შორის ურთიერთკავშირს არა ანატომიური უწყვეტობა (როგორც ამას იმ დროს არსებული „რეტიკულური თეორია“ ამტკიცებდა), არამედ ნაპრალებით გამოყოფილი მომიჯნავე ნეირონები ქმნიდა. თავად გოლჯი რეტიკულური თეორიის დამცველი და კახალის ოპონენტი იყო. მომიჯნავე ნეირონების კავშირების კახალის მიერ მოწოდებულ მოდელს მოგვიანებით ჰაინრიხ ვალდაიერმა ნეირონული თეორია უწოდა და თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებლურ კონცეფციად ითვლება. კახალს ეკუთვნის ასევე აქსონის ზრდის კონუსის აღმოჩენა. მის სახელს ატარებს კუჭ-ნაწლავის სისტემაში მის მიერვე აღმოჩენილი უჯრედების ახალი ტიპი — კახალის ინტერსიტიციული უჯრედები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სანტიაგო რამონ-ი-კახალი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Santiago Ramón y Cajal – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2020.
- Finger, Stanley (2000). „Chapter 13: Santiago Ramón y Cajal. From nerve nets to neuron doctrine“, Minds behind the brain: A history of the pioneers and their discoveries.. New York: Oxford University Press, გვ. 197–216. ISBN 0-19-508571-X.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
- ↑ Who Named It?
- ↑ 6.0 6.1 KNAW Past Members
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Fontanella L. Ramón y Cajal, Santiago // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T070698
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 15.0 15.1 Académie nationale de médecine
- ↑ 16.0 16.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ Martínez A. The contributions of Santiago Ramón y Cajal to cancer research — 100 years on | Nature Reviews Cancer // Nature Reviews Cancer — NPG, Springer Science+Business Media, 2005. — ISSN 1474-175X; 1474-1768
- ↑ კონგრესის ბიბლიოთეკა — 1800.
- ↑ Gran Enciclopedia Aragonesa — 1977.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118641867 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Santiago Ramón y Cajal // Biography: Historical & Celebrity Profiles — 2014.
- ↑ Altman L. K. Psychiatrist Is Among Five Chosen for Medical Award // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2006. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ https://datos.gob.es/es/catalogo/e00123904-autores-espanoles-en-dominio-publico-fallecidos-desde-1900
- ↑ http://www.ull.es/publicaciones/latina/ambitos/11-12/archivos11_12/marquez2.pdf
- ↑ https://www.miravalencia.com/ramon-y-cajal-un-premio-nobel-de-medicina-que-empezo-su-carrera-en-valencia/
- ↑ https://www.zaragoza.es/sede/portal/mujer/legados
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1906 // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ http://biblioteca.ucm.es/BUCM/med/Helmholtz-11.pdf
- ↑ https://boe.es/datos/pdfs/BOE//1901/191/A00153-00154.pdf
- ↑ Real decreto concediendo la Gran Cruz de Alfonso XII á D. Santiago Ramón y Cajal. // Boletín oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 1902. — ISSN 0212-033X
- ↑ Real decreto concediendo la Medalla de oro "Plus Ultra" a D. Santiago Ramón y Cajal, Doctor en Medicina. // Boletín oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 1926. — ISSN 0212-033X
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 295.
- ↑ https://www.heraldo.es/noticias/opinion/2022/05/06/cajal-aragones-jose-maria-serrano-sanz-1572073.html
- ↑ Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176
- ↑ http://professeurs-medecine-nancy.fr/Bouin_P.htm
- ↑ https://books.openedition.org/cvz/2238