სანტა-კლარა (კალიფორნია)

სანტა-კლარა — ქალაქი კალიფორნიის შტატში. 2020 წლის აღწერით მოსახლეობა 127 647 ადამიანს შეადგენს, რომლის მიხედვითაც ქალაქი სიდიდით მერვე ადგილზეა. სანტა-კლარა 1777 წელს ესპანელებმა დაარსეს, სანტა კლარა დე ასისის მისიის მიმდინარეობისას, ჟუნიპერო სერრას მეთაურობით.

კარმელიტის მონასტერი

ქალაქი მდებარეობს სილიციუმის ველის ცენტრში, ამიტომაც მასში განთავსებულია ისეთი დიდი კომპანიების სათაო ოფისები, როგორიცაა intel, Advanced Micro Devices (AMD) და Nvidia. აგრეთვე აღსანიშნავია სანტა-კლარას უნივერსიტეტი, კალიფორნიის უძველესი უნივერსიტეტი, ლევისის სტადიონი და კალიფორნიის დიდი ამერიკის სახელობის პარკი. სანტა-კლარას, თითქმის ყველა მხრიდან, სან-ხოსე, ხოლო ჩრდილოეთიდან სანვეილი და კუპერტინო ესაზღვრება.

მე-18 საუკუნეში ევროპელების გამოჩენამდე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტერიტორიაზე ადგილობრივი ტამიენის ტომი სახლობდა.

ესპანეთის პერიოდი

რედაქტირება

ხოსე ფრანსისკო ორტეგა, პირველი ევროპელი, სანტა-კლარას მიწაზე 1769 წელს გამოჩნდა. ესპანელებმა კალიფორნიის კოლონიზაცია 21 მისიით მოახერხს. საბოლოო მისია, სანტა კლარა დე ასისი 1777 წელს ჩატარდა.

მექსიკის პერიოდი

რედაქტირება

სანტა-კლარას ბრძოლა კალიფორნიის დასაბყრობად ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა იყო, რომელშიც მექსიკელი კალიფორნიელები, ფრანსისკო სანჩეზის მეთაურობით, ებრძოდნენ ამერიკულ ძალებს.

ამერიკის პერიოდი

რედაქტირება

1851 წელს დაარსდა სანტა-კლარას კოლეჯი, 1852 წელს სანტა-კლარას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. შტატების შემადგენლობაში კი 1862 წლიდან შევიდა.

მომდევნო საუკუნის განმავლობაში ეკონომიკა აგრიკულტურას ემყარებოდა. ნოყიერ მიწაზე გაშენებული იყო ხეხილის ბაღები და სხვადასხვა ბოსტნეულის პლანტაციები. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის მოსახლეობამ ხუთი ათასს მიაღწია, დემოგრაფია მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

1905 წელს სანტა-კლარას თავზე პირველად, სახალხოდ მაღალ-სიმაღლეზე ჯონ მონტოგომერიმ გადაიფრინა. ქალაქი და მისი შემოგარენი 1960 წლისათვის ნახევარგამტარების ინდუსტრიამ შეცვალა. შემორჩენილია აგრიკულტურის კვალი.

სანტა-კლარას პირველი სამედიცინო დაწესებულება 1963 წელს, კიელის ბულვარზე აშენდა. 2007 წელს იგი შეიცვალა "Kaiser Permanente" ახალი სამედიცინო ცენტრით.

ამერიკის ეროვნული პარკის სერვისების ცნობით, 1906 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

გეოგრაფია

რედაქტირება

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს კვლევის მიხედვით, ქალაქი 48 კვადრატულ კილომეტრზე, მთლიანად მიწაზეა გაშენებული. მიუხედავად ამისა სანტა-კლარას ახასიათებს წყლის სეზონური ნაკადები. სან ტომას აკუინოს ნაკადი, სარატოგას ნაკადი და კალაბაზასის ნაკადი. სამივე სან-ფრანცისკოს ყურის სამხრეთ ნაწილში ჩაედინება.

ქალაქის მიდამოებში ბინადრობს კურდღლის ბუ. ბუს ეს სახეობა თავშესაფარად მიწის ნათხრელებს იყენებს, ზოგადად ბინადრობენ მაღალბალახიან მინდვრებსა და მიწისძვრის საშიშ ზონებში. მე-20 საუკუნეში ურბანულმა განვითარებამ შეამცირა მათი საცხოვრებლი არეალი. ბოლო წლებში მომრავლდნენ კოიოტებიც.

ივლისის დღიური საშუალო ტემპერატურა 28°C-12°C შორის მერყეობს. ზამთარი მსუბუქია, იანვრის ტემპერატურაა 14°C-3°C. ყოველწლიური უხვნალექიანობა ზამთრის თვეებს ახასიათებს, ზაფხულის კლიმატი მშრალია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2010 წლის მოსახლეობის აღწერით სანტა-კლარაში ცხოვრობს 116 468 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 2 443 ადამიანია კვადრატულ კილომეტრზე. ეთნოსის მიხედვით იყოფიან: 52 349 (45.0%) თეთრკანიანები, 3 154 (2.7%) აფრო-ამერიკელები, 579 (0.5%) ადგილობრივი ამერიკელები, 43 889 (37.7%) აზიელები (13.6% ინდოელები, 6.9% ჩინელები, 6.2% ფილიპინელები, 3.9% ვიეტნამელები, 3% კორეელები და 1,5% იაპონელები) 651 (0.6%) წყნარი ოკეანის კუნძულელები, 9 624 (8.3%) სხვა ეთნოსის წარმომადგენლები და 6 212 (5.3%) ორი ან მეტი ეთნოსის წარმომადგენელი.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქი ფლობს ელექტროსადგურს "Silicon Valley Power", რომელმაც 2005 წელს აამუშავა დონალდ ფონ რასფელდის სახელობის ელექტრო სადგური. გაერთიანებულ ციკლიანი ტურბინის მეშვეობით ელექტრო სადგური 147 მეგავატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.

Advanced Micro Devices (AMD), Affymetrix, Agilent Technologies, Applied Materials, Arista Networks, Aruba, Auditoria.AI, Brillio, Chegg, Cloudera, Coherent, FileMaker, Hortonworks, Infoblox, Intel, Intevac, Marvell, McAfee, Move inc, National Semiconductor, Nvidia, OmniVision, Ooyala, Palo Alto Networks, Rovi, ServiceNow, SVB Financial Group, Trident Microsystems and Veritas Technologies სანტა-კლარას მოწინავე კომპანიებია, რომელთა ოფისებიც განთავსებულია სანტა-კლარაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება