სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები
სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები — შედგება 250-ზე მეტი კუნძულის, ატოლის, რიფისა და წყალქვეშა მთისგან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. კუნძულები მეტწილად პატარა და დაბალი რელიეფის ფორმებია და მცირე რაოდენობით ბინადარი ჰყავთ. კუნძულები და მიმდებარე ზღვები ტერიტორიული დავების საგანია სამხრეთ ჩინეთის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები გამორჩეული ტროპიკული ტენიანი ფართოფოთლოვანი ტყის ხმელეთის ეკორეგიონსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოკეანური კუნძულების საზღვაო ეკორეგიონს წარმოადგენს.
გეოგრაფია
რედაქტირებასამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები და რიფები სამ არქიპელაგსა და ჟონგშის კუნძულებს მოიცავს. აქ მოცემული სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები მოიცავს ოკეანურ კუნძულებს და არ მოიცავს ზღვის კონტინენტური შელფის კუნძულებს (მაგალითად, ჰაინანი და ნატუნა). კუნძულთა საერთო ფართობი ყველაზე დაბალი ტალღების დროს 15 კმ²-ზე ნაკლებია.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულთა ჯგუფებია: პარასელის კუნძულები, რომელიც სადავო კუნძულებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩინეთის რესპუბლიკასა და ვიეტნამს შორის. პარასელის კუნძულების ბრძოლის (1974) შემდეგ კუნძულებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იკავებს;[1] კუნძული პრატასი და ვერეკერის სანაპირო, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სადავო ტერიტორიებია. ამჟამად კუნძულებს ჩინეთის რესპუბლიკა იკავებს; სპრატლის კუნძულები ― სადავო ტერიტორიებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩინეთის რესპუბლიკასა და ვიეტნამს (მცირედით მალაიზიას, ბრუნეისა და ფილიპინებს) შორის;[2][3] ჟონგშის კუნძულები, რომლის ნაწილია მაკელსფილდის ნაპირი (ხმელეთი ზღვის დონეზე მაღლა არ მდებაროებს) და კუნძული ჰიანგიანი (მხოლოდ კლდეებია ზღვის დონეზე მაღლა), რომლებიც სადავო ტერიტორიებია ჩინეთის რესპუბლიკას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ფილიპინებს შორის.[4] [5][6][7]
გეოლოგია
რედაქტირებასამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების გეოლოგია ფართოდაა შესწავლილი რეგიონში არსებული რესურსების გამო, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი. გეოლოგია კომპლექსურია. ზღვის ფსკერი პალეოზოირი და მეზოზოური გრანიტისა და მეტამორფული ქანებისგან შედგება.
კუნძულების დიდი ნაწილი სხვადასხვა ასაკისა და ფორმაციის მარჯნის რიფებს წარმოადგენს. ზოგიერთი ხელოვნურადაა გაფართოებული. სპრატლის კუნძულების ნაწილია რიდის ნაპირი (რიდის მაგიდამთა), რომელიც ძალიან დიდი, 100 კმ-ის გაიოტია და გეოლოგიურ სტრუქტურაში რიდის ნაპირსა და ნერისის ნაპირს მოიცავს.[8] მსოფლიოში მეორე უღრმესი ლურჯი ხვრელი პარასელის კუნძულების ტერიტორიაზე, დრაკონის ხვრელში მდებარეობს.[9]
კლიმატი
რედაქტირებაპარასელის კუნძულები ტროპიკული საზღვაო კლიმატის სარტყელშია მოქცეული. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 130 მმ-ია და ძლიერი სეზონურობით გამოირჩევა. მაისიდან აგვისტომდე სამხრეთ-დასავლეთ პასატებს ხშირი ნალექი ახასიათებს. ნალექების მაქსიმუმი (226 მმ) ივნისში მოდის. ჩრდილო-დასავლეთ პასატებთან ერთად ზამთაში მშრალი სეზონია. ნალექების უდაბლესი მაჩვენებელი დეკემბერშია (3.3 მმ).
სპრატლის კუნძულები ტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. საშუალო წლიური ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F) და მერყეობს მაის-აგვისტოში 30 °C-დან (86 °F) ზამთარში 25 °C-მდე (77 °F). ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1 800-2 200 მმ-ია. სამხრეთ-დასავლეთ მუსონთან ერთად მაისიდან ნოემბრამდე ხუთთვიანი წვიმების სეზონია, რომელსაც შვიდთვიანი მშრალი სეზონი მოსდევს, მათ შორის, მარტ-აპრილში სამხრეთ-აღმოსავლეთ მუსონსაც მოიცავს.
რესურსები
რედაქტირებაკუნძულებსა და მათ მიმდებარე ზღვის ფსკერზე მინერალები, ბუნებრივი აირი და ნავთობის დანაზოგებია. სამხრეთ ჩინეთის ზღვა გამოირჩევა თევზების, საზღვაო ცხოველებისა და მცენარეების სიუხვით. საუკუნეების მანძილზე მომიჯნავე ქვყეყნები ამ რესურსებს საკვებად მწვავე დავების გარეშე იყენებდნენ. კუნძულების ეკონომიკური, სამხედრო და სატრანსპორტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, XX საუკუნის შუა ხანებიდან, მათი კონტროლისთვის, განსაკუთრებით, სპრატლის კუნძულებისთვის, ტერიტორიული დავები მიმდინარეობს ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა ვიეტნამი და ტაივანი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The World Factbook CIA World Factbook
- ↑ Global Security
- ↑ An interactive look at claims on the South China Sea (21 October 2015). ციტირების თარიღი: 2016-02-29
- ↑ 中沙群岛:隐伏在海下的暗沙群. ციტირების თარიღი: 31 August 2018
- ↑ Limits in the Seas - No. 127 Taiwan's Maritime Claims. United States Department of State (15 November 2005). ციტირების თარიღი: 1 July 2012
- ↑ „Philippines protests China's moving in on Macclesfield Bank“. Inquirer.net. 6 July 2012. ციტირების თარიღი: 6 July 2012.
- ↑ ROC reaffirms sovereignty over Huangyan Island
- ↑ NGA Bathymetric Chart 91005. ციტირების თარიღი: 5 June 2024
- ↑ Alcérreca-Huerta, Juan Carlos; Reyes-Mendoza, Oscar F.; Sánchez-Sánchez, Joan A.; Álvarez-Legorreta, Teresa; Carrillo, Laura (2024). „Recent records of thermohaline profiles and water depth in the Taam ja' Blue Hole (Chetumal Bay, Mexico)“. Frontiers in Marine Science. 11: 1387235. doi:10.3389/fmars.2024.1387235.