სამკურნალო ძაღლის ენა

სამკურნალო ძაღლის ენა (სინ. ოსერო) (ლათ. Cynoglossum officinale) — ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე მერყეობს 30-80 სმ-მდე. ფოთლები ღეროზე მორიგეობით განლაგებული, ნაცრისფრად შებუსვილი, გრძელი, ლანცეტური; ქვედა ტოტები ფუძესთან ვიწრო და წაგრძელებული. ყვავილის გვირგვინი ძაბრისებრი. ყვავილობას იწყებს მაისში და გრძელდება ივლისის ჩათვლით. ყვავილი ჯერ მუქი იისფერია, შემდეგ მოყავისფრო-წითელ შეფერილობას იღებს.

სამკურნალო ძაღლის ენა

გადაღებულია რაჭაში, შქმერში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ძაღლის ენა
სახეობა:  სამკურნალო ძაღლის ენა
ლათინური სახელი
Cynoglossum officinale L., 1753
სინონიმები
სია
    • Cynoglossum album Gueldenst. ex Ledeb.
    • Cynoglossum angustifolium Hort. ex Steud.
    • Cynoglossum bicolor Willd.
    • Cynoglossum castellanum Pau
    • Cynoglossum foetens Gilib.
    • Cynoglossum hybridum Thuill.
    • Cynoglossum officinale var. scabrifolia Willk.
    • Cynoglossum ruderale Salisb.
    • Cynoglossum suavifolium Pau
    • Cynoglossum vulgare Gueldenst. ex Ledeb.

სამკურნალო ძაღლის ენა ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში.[1] იზრდება ზომიერ სარტყელში და ტროპიკულ მთიანეთში, იზრდება მზიან ადგილებში, სარეველა ბალახებში, გზისპირებსა და ნაგავსაყრელებთან. მცენარის თესლი შეიცავს პიროლიციდინის რიგის ალკოლოიდებს.

ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ძლიერი ხველების დასაწყნარებლად და ა.შ. ცივსისხლიან ცხოველებში მცენარის შხამის მცირე დოზაც კი იწვევს დამბლას, რის გამოც მას იყენებდნენ მღრღნელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Herbert Weymar, Lehrnt Planzen kennen, Leipzig-Radebeul, 1972, გვ. 441

სქოლიო რედაქტირება

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 98.