საიდე არიფოვა ( საიდე, დ. 13 თებერვალი, 1916, ბახჩისარაი, ტაურიდის გუბერნია — გ. 9 აგვისტო, 2007, სიმფეროპოლი)[1]ყირიმელი თათარი ბახჩისარაიდან, რომელმაც გადმოცემის მიხედვით, გადაარჩინა ებრაელი ბავშვები ნაცისტებისგან დიდი სამამულო ომის დროს. ამჟამად, ებრაელების გადარჩენაში არიფოვას მონაწილეობის დოკუმენტური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

საიდე არიფოვა
დაბადების თარიღი 13 თებერვალი 1916
ბახჩისარაი, სიმფეროპოლის მაზრა, ტაურიდის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო 2007 (91 წლის)
სიმფეროპოლი, უკრაინა
მოქალაქეობა

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ

უკრაინის დროშა უკრაინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობიდან ფლობდა გერმანულ ენას. ყირიმის ნაცისტური ოკუპაციის დროს იგი საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. მან რამდენიმე ოჯახის ეროვნების შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია გასცა, რითაც გადაარჩინა ისინი. 1943 წლის სექტემბერში გერმანელებმა შეკრიბეს ქერჩის პარტიზანთა შვილები, სამხედრო ლიდერები და ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ კარიერებში და გამოიყენეს ისინი ცოცხალ ფარად, გადაიყვანეს სევასტოპოლში . საიდმა მოახერხა საბუთების გაყალბება, ბავშვებს შეუცვალა ეროვნება და „ებრაელების“ ნაცვლად „ყირიმელ თათრებად“ ჩაწერა. ბავშვებს ასწავლა ყირიმულ თათრულ ენაზე საუბარი და ყირიმელი თათრების ადათ-წესები. როდესაც დააპირეს ბავშვების გერმანიაში გაგზავნა სამედიცინო ექსპერიმენტების მოზნით, მან გადასცა სამედიცინო დოკუმენტები, სადაც ბავშვების დაავადებების იმდენად დიდი ჩამონათვალი იყო წარმოდენილი, რომ საერთოდ უარი თქვეს მათ გერმანიაში წაყვანაზე და გერმანელებისგან შორს, ბახჩისარაიდან სამ კილომეტრში სოფელ სალაჩიკში გადაიყვანეს; სახლში, რომელიც მას ისმაილ გასპრინსკიმ გადასცა, საიდემ მოახერხა რემონტის გაკეთება.

მალე გერმანელებმა საიდეში ეჭვი შეიტანეს და დააკავეს. დაკითხვის დროს აწამებდნენ, მაგრამ მან ინფორმაცია არ გაამხილა. მიუხედავად იმისა, რომ საიდე ნაცისტებს წინააღმდეგობას უწევდა და შემდგომში და თავად გახდა გესტაპოს მსხვერპლი, ყირიმელი თათრების დეპორტაციის დროს იგი მაინც გადაასახლეს უზბეკეთის სსრ-ს სამარყანდის რეგიონის ურგუტის რაიონში, რაც დაკავშირებული იყო ზოგიერთი მათგანის კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში მონაწილეობის ფაქტებთან. საიდემ მოახერხა და ნკვდ-სთანამშრომლებს წარუდგინა გერმანელებისგან დამალული ორიგინალური ჩანაწერები, რაც მიუთითებდა, რომ მის მიერ გადარჩენილი ბავშვები იყვნენ ებრაელები და არა ყირიმელი თათრები და ამით გადაარჩინა ისინი გადასახლებისგან. საიდამ მხოლოდ პერესტროიკის შემდეგ მოახერხა ყირიმში დაბრუნება, სადაც 2007 წელს გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. [2] იგი დაკრძალეს მუსლიმთა სასაფლაოზე, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ ჩისტენკოიეში, (საფლავი No417). [1]

საიდე არიფოვას დარჩა ვაჟი — მუსტაფა.

შესაძლო მისტიფიკაცია

რედაქტირება

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, განსხვავებული ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ზუსტად საიდე არიფოვამ. რია ნოვოსტის მიხედვით, მის მიერ გადარჩენილია 15 ბავშვი. [3] ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა 88 ბავშვზე. [4] NTV არხზე გადაცემა „ Сегодня“- ს მიხედვით, სადაც ისაუბრა საიდეს ვაჟმა, გადაარჩინეს 73 ადამიანი და კიდევ 15 ოჯახი. გადაცემაში ნათქვამია, რომ საიდე არიფოვამ ბავშვების გადარჩენის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრით გაასაჯაროვა; ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქველმოქმედო ფონდმა „დედის 88 ლოცვა“იპოვა გადარჩენილთა უმეტესობა. [5]

იად ვე-შემ და უკრაინის ებრაელთა საბჭომ უარი განაცხადეს საიდესთვის ერთა შორის (შესაბამისად უკრაინის) მართალის ტიტულის მინიჭებაზე მისი საქციელის მტკიცებულების არარსებობის გამო. გადარჩენილთა ვინაობა უცნობია, არ არსებობს მათი შთამომავლების მტკიცებულებები და დოკუმენტები; ასევე არ იქნა ნაპოვნი მტკიცებულებები 2002 წლის სატელევიზიო შოუს „Жди меня“-ს შემდეგაც. უკრაინის ებრაული კომიტეტის ხელმძღვანელმა ედუარდ დოლინსკიმ აღიარა, რომ ყირიმელმა თათრებმა არაერთხელ გადაარჩინეს ებრაელები ჰოლოკოსტის დროს, მაგრამ განაცხადა, რომ „არსებობს მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც უარყოფენ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა.“ [6]

არაერთი წყარო ირწმუნება, რომ იად ვაშემ მას მიანიჭა წოდება ერთა შორის მართალი, მაგრამ საიდეს სახელი არ ჩანს ჯილდოს მიმღებთა ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში. [7]

2017 წელს გადასახლებაში დაბადებულმა ყირიმელმა თათარმა კინორეჟისორმა ახტემ სეიტაბლაევმა გადაიღო უკრაინული ისტორიული დრამატული ფილმი „სხვისი ლოცვა.“ ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ახალგაზრდა ყირიმელი თათარი გოგონას, საიდა არიფოვას შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა 88 ​​ებრაელი ობოლი. გადაღებები დაგეგმილი იყო ყირიმში, მაგრამ 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გადაიღეს საქართველოსა და უკრაინაში. [8]


  1. 1.0 1.1 Сайде Арифова – крымскотатарская праведница мира. jewseurasia.org (2016-05-19). ციტირების თარიღი: 2024-04-13.
  2. „Сайде Аріфова — кримськотатарська праведниця світу“. Іслам в Україні (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-01. ციტირების თარიღი: 2018-06-19.
  3. Крымчане от фашистов спасли десятки невинных жизней: как это было (2020-11-09). ციტირების თარიღი: 2024-04-17.
  4. Зеленский рассказал Нетаньяху о спасавших евреев украинцах во время Второй мировой (2020-01-24). ციტირების თარიღი: 2024-04-17.
  5. Спасла 88 человек: воспитательница из Бахчисарая хитростью отбила детей у фашистов. НТВ (2017-05-09). ციტირების თარიღი: 2024-04-17.
  6. Глава Украинского еврейского комитета назвал “сомнительной” историю спасения еврейских детей, описанную в фильме “Чужая молитва” (2017-05-17). ციტირების თარიღი: 2024-04-17.
  7. Names of Righteous by Country. Яд ва-Шем. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  8. “A Boomerang of Goodness”: Akhtem Seitablaev talks about his new film “A Prayer of Strangers”. ციტირების თარიღი: 2018-06-19