სათიბის ქედი
სათიბის ქედი — განედური ქედი მდინარე ქსანსა და ნარეკვავს შორის. სიგრძე — 18 კმ. საშუალო სიმაღლე — 900 მ, მაქსიმალური — 1021 მ. აგებულია ნეოგენური კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. ქედის სამხრეთი კალთა შემოსილია ჯაგეკლიან-ჯაგრცხილნარით, ჩრდილოეთით — მუხნარ-რცხილნარით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 659.