სავარცხელა ლეპიოტა

სავარცხელა ლეპიოტა (ლათ. Lepiota cristata) — ლეპიოტას გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.

სავარცხელა ლეპიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ლეპიოტა
სახეობა:  სავარცხელა ლეპიოტა
ლათინური სახელი
Lepiota cristata (Bolton) P. Kumm. 1871

არასაჭმელი სოკოა. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ტყის პირებში, ველობებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და ბოსტნებში.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა ჯეიმზ ბოლტონმა 1788 წელს როგორც Agaricus cristatus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1781 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus cristatus Bolton, (1788) basionym
  • Lepiota cristata var. exannulata Bon (1981)
  • Lepiota cristata var. felinoides Bon (1981)
  • Lepiota cristata var. pallidior Boud. ex Bon (1981)

ქუდის დიამეტრი — 2-5 სმ, ნორჩობაში — ზარისებრი, კონუსური, წითელ-ყავისფერი, გლუვი, ზრდასრულ ეგზემპლარები — გაშლილი, მშრალი, ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ჟანგმიწისფერი, ნარინჯისფერ- ან მოყვითალო-ყავისფერი წვეტიანი ქერცლებით. მოთეთროა, შუაში მურაა, ცენტრში ზოგჯერ ახასიათებს ბორცვაკი.[3]

ჰომენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი, ხშირი, არათანაბარი, თხელი, თეთრი, მოგვიანებით ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 2-8, სისქე — 0,2-0,5 სმ, ცილინდრული, ძირში ოდნავ გამსხვილებული, გლუვი, აბრემშუმისებრი, მოყვითალო ან კრემისფერი, ძირში ვარდისფერი ელფერით. საყელო ვიწროა, თხელი, მყიფე, მოთეთრო ან მოწითალო ელფერით: მალევე ქვრება.

რბილობი — თეთრი, მყიფე, ბოჭკოვანი, არასასიამოვნო სუნითა და მჟავე გემოთი.[4] ნორჩობაში უსიამოვნო სუნი თითქმის არ შეიმჩნევა.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — 6-7,5х3-3,5 მკმ, გლუვი, ელიფსისებრი, ამილოიდური.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ლეპიოტას გვარის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოა, რომელიც გვხვდება დედამიწის ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა) — ევროპა, ავსტრალია, ახალი ზელანდია,[5] აზია (თურქეთი, ისრაელი, ინდოეთი, კავკასია, ციმბირი და იაპონია), ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა, (არგენტინა, ჩილე, აშშ, კანადა), აფრიკა (ზაირი, მაროკო).

იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ტყის პირებში, ველობებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და ბოსტნებში, ერთეულებად ან ჯგუფებად.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

არასაჭმელი სოკოა, შესაძლოა ოდნავ შხამიანიც იყოს.[6] ახასიათებს არასასიამოვნო სუნი და გემო.

სავარცხელა ლეპიოტა მეტად წააგავს მომაკვდინებლად შხამიან ყავისფერ-მოწითალო ლეპიოტას (ლათ. Lepiota brunneoincarnata), რომელიც საქართველოში ნაპოვნია მხოლოდ ვაშლოვანის ნაკრძალში.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alan Bessette, Arleen Raines Bessette., Mushrooms of the southeastern United States, Syracuse University Press, 2007. — გვ. 373. 166 გვ.
  • Лессо, Томас., Грибы, Москва, 2007. — გვ. 304. 169 გვ.
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 63)
  1. Bolton, J. (1788). An History of Fungusses, Growing about Halifax. Huddersfield, Eng., გვ. 44. 
  2. Kummer, P.. Der Führer in die Pilzkunde. Zerbst : Verlag von E. Luppe's Buchhandlung, გვ. 146. 
  3. Kuo, M.. Lepiota cristata. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-14. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  4. „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 63)
  5. Roberts P, Evans S. (2011). The Book of Fungi. Chicago, Illinois: University of Chicago Press, გვ. 202. ISBN 978-0-226-72117-0. 
  6. Hans E. Laux (Hrsg.): Der Kosmos PilzAtlas. Franckh-Kosmos Verlag, Stuttgart 2002, ISBN 3-440-10622-5, S. 126.
  7. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 155, ISBN 99940-856-1-1.