სადგურის მოედანი 1 (თბილისის მეტრო)

(გადამისამართდა გვერდიდან სადგურის მოედანი (მეტროსადგური))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სადგურის მოედანი (მრავალმნიშვნელოვანი).

სადგურის მოედანი 1 — თბილისის მეტროპოლიტენის სადგური პირველ ხაზზე. სადგური მდებარეობს ნაძალადევსა და მარჯანიშვილს შორის. სადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[1]

„სადგურის მოედანი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
ამოსასვლელი 41°43′19″N 44°47′53″E / 41.721998° ჩ. გ. 44.797928° ა. გ. / 41.721998; 44.797928
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
გახსნის თარიღი 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11)
წინა სახელები ვაგზლის მოედანი 1
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ვ. აბრამიშვილი
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ვაგზლის მოედანი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„სადგურის მოედანი 1“ ვიკისაწყობში

ზედა სართული ჩაშენებულია მეტროპოლიტენის ადმინისტრაციულ შენობაში (არქიტექტორები ე. კვერნაძე, გ. მელქაძე). ქვედა სადგურის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად თაღედით, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებულ პილონებს ეყრდნობა. იატაკზე დაგებულია გრანიტის ფილები (არქიტექტორი ვ. აბრამიშვილი). ჭედური პანოების ავტორები არიან მოქანდაკეები ფ. მზარეულაშვილი და ი. ოჩიაური).[2] ექსკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
  2. მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 667, ISBN 99928-20-32-2.