ირაკლი ალექსის ძე ოჩიაური (დ. 20 ნოემბერი, 1924, ახიელი — გ. 4 დეკემბერი, 2015) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი. გოგი ოჩიაურის ძმა.

ირაკლი ოჩიაური

ირაკლი ოჩიაური სახლში
დაიბადა 20 ნოემბერი, 1924
დაბადების ადგილი ახიელი, საქართველოს სსრ
გარდაიცვალა 4 დეკემბერი, 2015 (91 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია რედაქტირება

ირაკლი ოჩიაური დაიბადა მამის — ალექსი ოჩიაურისა და დედის — ნათელა ბალიაურის ოჯახში. ირაკლი ოჩიაურმა მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის რჩევით 1951 წელს დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ: სილოვან კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა-ფშაველა“ (ხელმძღვანელი იაკობ ნიკოლაძე).

გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან, ამავე წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. ირაკლი ოჩიაურმა საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული ეროვნული ხელოვნების, კერძოდ კი ჭედურობის აღორძინებას. მუშაობს სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმსა და იაპონიის, აშშ-ის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ძირითადი ნამუშევრები რედაქტირება

  • ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი (სტეფანწმინდა, 1959);
  • ვაჟა-ფშაველას ძეგლი (დუშეთი, 1985);
  • „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ (მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა);
  • „სტუდენტი გოგონას პორტრეტი“ (სახვითი ხელოვნების მუზეუმი);
  • „ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

გამოფენები რედაქტირება

  • მონრეალის მსოფლიო (1969).
  • ოსაკის (იაპონია, 1972)
  • ვენეციის ბიენალე

პერსონალური:

  • დასავლეთ ბერლინი
  • ავსტრია
  • ბელგია
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • სირია

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება