რქაფიწალა ანტილოპა
რქაფიწალა ანტილოპა[1] (ლათ. Antilocapra americana) — მცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანთა რიგისა, თავისი ოჯახის (Antilocapridae) ერთადერთი წარმომადგენელი.
რქაფიწალა ანტილოპა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
დედალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Antilocapra americana (Ord, 1815) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 1677 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
მისი სხეულის სიგრძეა 100–150 სმ, სიმაღლე მინდაოში 80–100 სმ, მასა 40–60 კგ; საშუალოდ დედლები მამლებზე მცირე ზომისანი არიან. მამლებს აქვთ მოკლე (30 სმ-მდე სიგრძის), სქელი, თავისებური ფორმის რქები, რომელებიც ბოლოში განშტოებულია, წინ აქვს გამოწეული „დეზებით“; ისინი ფორმით ფიწალს წააგავს (აქედან წარმოდგება სახელწოდება). დედალს რქები მნიშვნელოვნად მოკლე აქვს. ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, რომელთაც რქები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება, რქაფიწალებს მისი შალითი პერიოდულად სცვივა შეწყვილების სეზონის შემდეგ და მეორე წელს ახალი ეზრდება. თავის ზედა ნაწილში განლაგებული თვალების საშუალებით მხედველობის კარგი ველი აქვს. მოკლე კუდი და გავის მიდამო თეთრია. მამალს კისრის მიდამოში შავი ზოლები და შავი „ნიღაბი“ ახასიათებს.
სქესობრივ სიმწიფეს 15 თვემდე აღწევენ, მაგრამ მამლები მხოლოდ 3 წლის ასაკიდან იწყებენ შეჯვარებას. წყვილდებიან შუა სექტემბრისათვის; მაკეობა 235 დღემდე გრძელდება; დედალი ყოველწლიურად მაის-ივნისში შობს 2-მდე ხბოს. რქაფიწალა ჯოგური, პოლიგამური ცხოველია. ცხოვრობს 40–100-სულიან ჯოგებად; თუმცა ბებერი მამლები ძირითადად მარტო ცხოვრობენ.[2] დარბის სწრაფად, დაახლ. 80 კმ/სთ სიჩქარით.
ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის სტეპებში ჩ. გ. 50°-დან სამხრეთით მექსიკამდე და მისურიდან კლდოვან მთებამდე. იკვებება მცენარეებით, ბუჩქის ფოთლებით, ბალახით, კაქტუსითა და სხვ. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დიდ ჯოგებად გვხვდებოდა და მათ ხორცისა და ტყავის გამო მოიპოვებდნენ. შემდგომში რაოდენობა ძლიერ შემცირდა, ბევრ ადგილას გაქრა. იმყოფებოდა ძლიერი დაცვის ქვეშ და შედეგად რიცხოვნობა გაიზარდა. ზოგჯერ გალიებშიც ჰყავთ. ცოცხლობს 10–15 წლამდე.
ქვესახეობები
რედაქტირებამოიცავს 5 ქვესახეობას:[3]
- A. americana americana
- A. americana mexicana
- A. americana oregona
- A. americana peninsularis
- A. americana sonoriensis
ლიტერატურა
რედაქტირება
- ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 35, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.
- Einarsen A. S., The pronghorn antelope and its management, Wash., 1948, p. 1-238.
- რქაფიწალა ანტილოპა // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ pronghorn — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ბრანდტი ე. კ., რქაფიწალა ან რქაფიწალა ანტილოპა // ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი 86 ტომად [82 ტ. და 4 დამატ.], სპბ., 1890–1907.
- ↑ Antilocapra americana დაარქივებული 2011-06-24 საიტზე Wayback Machine. // Wilson D. E. & Reeder D. M. (editors). 2005. Mammal Species of the World. A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). — Baltimore: Johns Hopkins University Press, 2 vols. (2142 pp.) ISBN 978-0-8018-8221-0 [1]