რუხი ყანჩა
რუხი ყანჩა[1][2] (ლათ. Ardea cinerea) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90–98 სმ, მასა 2 კგ-მდე, ფრთების შლილი 175–195 სმ. საერთო შეფერილობა ვეჟან-რუხია, თავზე, კისერსა და მუცელზე თეთრი მონაკვეთებით. ახასიათებს შავი ზოლი თვალებს ზემოთ, რომელიც გადადის „ნაწნავში“. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მეტად ერთფეროვნები არიან, ფერად რუხი, „ნაწნავის“ გარეშე. ფეხები და ნისკარტი მოყვითალო-მწვანედან ჟანგმიწოვანამდეა, ნისკარტთან არსებული კანის შიშველი მონაკვეთი მოცისფრო ან მომწვანო. ფრენის დროს კარგად ჩანს კონტრასტული ღია რუხი და შავი ფრთები. გამოსცემს მოკლე დაბალ ჩხავანა ხმებს, ბარტყი — ყიყინა და სისინას. გავრცელებულია ევრაზიისა და აფრიკის დიდ ნაწილში, ტიბეტში ადის ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე; გვხვდება საქართველოშიც,[2] როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში.[3] იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, წინა და სამხრეთ აზიაში, აფრიკაში. გადამფრენი, ზოგან მკვიდრი ფრინველია.[4] მიგრირებს მარტო, ხშირად — ღამით, დღისით საკვებ ბიოტოპებში იკრიბებიან ჯგუფებად. ჩვეულებრივ წყალთან ახლოს, ხეებით შემოფარგლულ წყალმარჩხ წყალსატევებთან ცხოვრობს,[4] ზოგჯერ მინდვრებშიც შეინიშნება.[3] ფრენს ჩქარა, რა დროსაც ფეხებს უკან იშვერს, ფრთები კი ფართო ჩანს.[4] ძირითადად იკვებება 500 გრამამდე მასის თევზებით. ბუდობისათვის უპირატესად ირჩევს მაღალ ხეებს (მ. შ. ფიჭვს); ზოგიერთი კოლონია 100 წლის მანძილზეც არსებობს. ბუდე (ჩვეულებრივ, ყოველ წელს განახლებული) დიამეტრით 80, ხოლო სიმაღლეში 60 სმ-ია. დედალი აპრილის პირველ ნახევარში დებს 3–5 (7-მდე) მომწვანო-ცისფერ კვერცხს;[4] ინკუბაცია 21-დან (ტროპიკებში) 27 (ზომიერ განედებში) დღემდე გრძელდება. ცოცხლობს 25 წლამდე. არეალის ფარგლებში ყანჩის ყველაზე მეტად ჩვეული სახეობაა.
რუხი ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ardea cinerea (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696993 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაციის რაიონები
შემთხვევითი გადაფრენები
შეყვანილი | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. СЕРАЯ ЦАПЛЯ // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 41.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 90, 162, 192.
- ↑ 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.
- ↑ 3.0 3.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 28, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.