რუსუდან ბოლქვაძე
რუსუდან ბოლქვაძე (დ. 6 ნოემბერი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
რუსუდან ბოლქვაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | რუსუდან ბოლქვაძე |
დაბადების თარიღი |
6 ნოემბერი, 1959 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1980 – დღემდე |
1980 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი აღიარებულ (ღვაწლმოსილ) პედაგოგთან პროფესორ ლილი იოსელიანთან.
1980 წელს დიდმა ქართველმა რეჟისორმა და პედაგოგმა მიხეილ თუმანიშვილმა მიიწვია თავის ახლად შექმნილ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალურ სახელოსნოში, სადაც გამოცდილი ხელოვანი თავის მოწაფეებთან ერთად ახალ შემოქმედებით გზებს ეძიებდა. მოგვიანებით „სახელოსნო“ ჩამოყალიბდა როგორც „კინომსახიობთა თეატრი“, რომელმაც ეპოქა შექმნა თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში. თეატრმა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში . განსაკუთრებით აღსანიშნავია თუმანიშვილის დადგმები „დონ ჟუანი“, „ბაკულას ღორები“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, სადაც რუსუდან ბოლქვაძე წამყვან როლებს ასრულებდა.
თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრი მის სახელს ატარებს და რუსუდან ბოლქვაძე 1980 წლიდან დღემდე ამ თეატრის („თუმანიშვილის თეატრის“) წევრია, თუმცა პარალელურად საქართველოს სხვადასხვა თეატრებშიც თამაშობს.
იღებს მონაწილეობას კინოფილმებში და სატელევიზიო პროგრამებში:
- 2000 წელს თუმანიშვილის თეატრში ჩატარდა(„One Man Show“ ,ბენეფისი, შემოქმედებითი საღამო).
- 2005 წელს გალერეა ტმს.ში და თუმანიშვილის თეატრში მოეწყო მისი ფოტონამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ჩაბმულია საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში 2008,2010 და 2011 წლებში დადგა სასკოლო სპექტაკლები „მევიოლინე სახურავზე“, „ენი“(Annie) და „კავკასიური ცაცრის წრე“
- 2010 წელს დადგა სპექტაკლები ომის შედეგად დევნილ ბავშვებთან.
- 2012 წელს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ზვავი“ (თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა)
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1982: „ბანაკი“ რეჟ. ნიკოლოზ წულაძე
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1984: „აქედანა და შენამდე“ (თალიკო) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1985: „მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (ნელი) რეჟ. მიხეილ ანთაძე
- 1986: „სიზმარა“ (ახმოვანებს — ანიმაციური) რეჟ. მერაბ სარალიძე
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ (ნონა) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1986: „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (ლიზი), რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1988: „ვამეხი მოდის“ (მამიდა), რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (მოლინელა) რეჟ. რეზო ჩხეიძე
- 1993: „ლეონარდო“ (ქეთო) რეჟ. დავით ნაცვლიშვილი
- 1996: „რა გაცინებს?“ (მდივანი ქალი) რეჟ. თეიმურაზ ბუტიკაშვილი
- 2003: „მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა“ რეჟ. ჟული ბერტუჩელი
- 2003: „ღმერთო, რისი გულისთვის... უმადური“ რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 2009: „ბედნიერება“ რეჟ. სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი
- 2009: კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2) (გოგლიკოს დედა) რეჟ. ვანო ბურდული