რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი (რუს. Институт Дальнего Востока Российской академии наук, ხოლო შემოკლებით რუს. ИДВ РАН) — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სათაო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც დაკავებულია თანამედროვე ჩინეთის, იაპონიის, ორივე კორეის, ვიეტნამის საერთაშორისო პრობლემებისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესების შეწავლით.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი მდებარეობს მოსკოვში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი არის რუსული აღმოსავლეთმცოდნეობის მემკვიდრე და 200-ზე მეტწლიანი ტრადიციების გამგრძელებელი, რომლის სათავეებთან იდგნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ იაკინთე (ბიჩურინი), ვასილი ვასილიევი (რუს. В. П. Васильев), ვასილი ალექსეევი (რუს. В. М. Алексеев) და ნიკოლაი კონრადი (რუს. Н. И. Конрад).

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი შეიქმნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის 1966 წლის სექტემბერის დადგენილების საფუძველზე.

გასული 50 წლის განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამეცნიერო ცენტრად შემდეგ მიმართულებებით კვლევის საქმეში;

ინსტიტუტის სტრუქტურა

რედაქტირება

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის შემადგენლობაში ფუნქციონირებს 10 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი:

  • რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობათა პროგნოზირების შესწავლის ცენტრი (ხელმძღვანელი: ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სერგეი უიანაევი (რუს. С. В. Уянаев).
  • ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრი (ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ ოსტროვსკი (რუს. А. В. Островский).
  • ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სტრატეგიულ პრობლემათა შესწავლის ცენტრი (ხელმძღვანელი: ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ლუზიანინი (რუს. С. Г. Лузянин).
  • პოლიტიკური კვლევებისა და პროგნოზების ცენტრი (ხელმძღვანელი: პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ა. ვინოგრადოვი (რუს. А. В. Виноградов).
  • ჩინეთის უახლესი ისტორიისა და რუსეთთან უერთიერთობის შესწავლის ცენტრი (ხელმძღვანელი: ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია მამაევა (რუს. Н. Л. Мамаева).
  • ჩინეთის კულტურის შესწავლის ცენტრი (ხელმძღვანელი: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ლუკიანოვი (რუს. А. Е. Лукьянов).
  • იაპონიის კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი: ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვალერი კისტანოვი (რუს. В. О. Кистанов).
  • კორეის კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრ ჟებინი (რუს. А. З. Жебин).
  • ვიეტნამისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის შესწავლის ცენტრი (ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმირ მაზირინი (რუს. В. М. Мазырин).
  • სამეცნიერო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა გორჩაკოვა (რუს. Т. Е. Горчакова).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება