იაკინთე, ნამდვილი სახელი ნიკიტა ბიჩურინი[1] (რუს. Иакинф (Бичурин); დ. 29 აგვისტო, 1777, ყაზანის გუბერნია  — გ. 11 მაისი, 1853, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი სინოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე. დაიბადა ჩუვაში დიაკვნის ოჯახში. 1799 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1802 წელს აღიკვეცა ბერად. 1807-1821 წლებში ხელმძღვანელობდა სასულიერო მისიას პეკინში. სრულყოფილად შეისწავლა ჩინური ენა. 1823 წელს არქიმანდრიტობა ჩამოართვეს და ვალაამის მონასტერში ჩაკეტეს. 1826 წელს გაათვავისუფლეს და მუშაობდა თარჯიმნად რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტში. 1828-1851 წლებში გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი. 1828 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის წეევრ-კორესპონდენტი, 1831 წლიდან იყო პარიზის სააზიო საზოგადოების წევრი. 1835-1837 წლებში იმოგზაურა კიახტაში, სადაც დააარსა ჩინური ენის პირველი სასწავლებელი რუსეთში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ.: ფანტაზია, 2006.