რუბენ ტერ მინასიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუბენ ტერ მინასიანი (სომხ. Ռուբէն Տէր Մինասեան; დ. 1882 წელი, ახალქალაქი, რუსეთის იმპერია – გ. 27 ნოემბერი, 1951 წელი, პარიზი, საფრანგეთი) — სომეხი პოლიტიკოსი და სომხური რევოლუციური ფედერაციის პარტიის წევრი (ARF), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და შემდგომ სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნაში.

რუბენ ტერ მინასიანი
სომხ. Ռուբէն Տէր Մինասեան
დაბადების თარიღი 1882
დაბადების ადგილი ახალქალაქი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1951 წლის 27 ნოემბერი
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
რუსეთის იმპერია
განათლება გევორქიანის თეოლოგიური სემინარია და ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი
ეროვნება სომხები
პარტია სომხეთის რევოლუციური ფედერაცია
საქმიანობა პოლიტიკოსი, სომხეთის თავდაცვის მინისტრი

ადრეული წლები

რედაქტირება

რუბენ ტერ მინასიანი დაიბადა 1882 წელს ახალქალაქში სომეხი მშობლების ოჯახში. ტერ მინასიანის ოჯახი, ისევე როგორც ახალქალაქში მცხოვრები ბევრი სომეხი, ემიგრაციაში წავიდნენ კავკასიაში ერზურუმის პროვინციიდან მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში შევიდა 1829 წელს. მან უმაღლესი განათლება მიიღო გევორგიანის სემინარიაში ეჩმიაძინში და ლაზარეთის ინსტიტუტში მოსკოვში. შემდეგ ის მსახურობდა ოფიცრად რუსეთის არმიაში. იგი 1903 წელს დაბრუნდა კავკასიაში.[1]

სომხეთის პირველი რესპუბლიკა

რედაქტირება

სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წლის 28 მაისს არამ მანუკიანის მოთხოვნით, იგი ჩამოვიდა ერევანში სომხეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. 1919 წელს ARF-ის მეცხრე მსოფლიო კონგრესზე, იგი არჩეულ იქნა ARF-ს ბიუროს, პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს და სომხეთის პირველი რესპუბლიკის პოლიტიკის შემქმნელი ორგანოს წევრად.[2] რუბენი სიკვდილამდე დარჩა ბიუროს წევრად.[1] სომხეთის პირველ რესპუბლიკაში შეექმნა უკიდურესად მძიმე ვითარება, პრობლემათა შორის იყო ლტოლვილთა კრიზისი დასავლეთ სომხეთში, სომეხი ბოლშევიკების და ადგილობრივი კავკასიელი თათრების (ანუ აზერბაიჯანელების) შიდა აჯანყება და მეზობელ აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ტერიტორიული დავები. მას შემდეგ, რაც 1920 წლის მაისში მოეწყო აჯანყება სომეხი ბოლშევიკების მიერ ARF–ის მეთაურობით მთავრობის წინააღმდეგ, ტერ მინასიანს და სიმონ ვრაციანს პრემიერ მინისტრმა ჰამო ოჰანჯანიანმა პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილება მისცა წესრიგის აღდგენის მიზნით. 1920 წლის მაისიდან ნოემბრამდე რუბენ ტერ მინასიანმა დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ჰამო ოჰანჯანიანის მთავრობაში. მაისის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ტერ მინასიანმა ჩაატარა წარმატებული სამხედრო კამპანია დრასტამატ კანაიანთან ერთად მუსლიმი ამბოხებულების წინააღმდეგ ერევნის სამხრეთით მდებარე ზანგიბასარისა და ვედიბასარის რაიონებში.[3] იქიდან ისინი შევიდნენ ნახიჩევანში და მიაღწიეს სპარსეთის საზღვარს ჯულფასთან.[3]

როდესაც 1920 წლის სექტემბერში თურქეთის ჯარები სომხეთში შემოიჭრნენ, ტერ მინასიანი გაემგზავრა ტფილისში, საქართველოს მთავრობის დასარწმუნებლად თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთის მოკავშირედ დადგომის შესახებ.

გადასახლება და სიკვდილი

რედაქტირება

სომხეთის პირველი რესპუბლიკის საბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხის შემდეგ 1920 წლის დეკემბერში, იგი წავიდა ზანგეზურში, სადაც ARF ძალებმა გარეგინ ნჟდეს ხელმძღვანელობით განაგრძეს ანტისაბჭოური მოძრაობა. შემდეგ იგი გაიქცა ირანში გარეგინ ნჟდეს არმიასთან ერთად, შემდეგ კი პარიზში გადავიდა პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად. მომდევნო წლებში ის გაემგზავრა პალესტინასა და ეგვიპტეში. ის ოჯახთან ერთად პარიზში დაბრუნდა 1948 წელს. იქ წერდა ARF- ის გაზეთში Hairenik თავის მოგონებებს, რომლებიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ 7 ცალკეულ ტომში სახელწოდებით ,,მოგონებები სომეხი რევოლუციონერისგან". იგი გარდაიცვალა 1951 წლის 27 ნოემბერს, 68 წლის ასაკში. მისი ნეშტი დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, 1951 წლის 30 ნოემბერს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მას ჰქონდა ანტისაბჭოური ორიენტაცია და ითვლებოდა სსრკ-ს ერთ-ერთ მტრად.

ნაშრომები

რედაქტირება
  • Հայ յեղափոխականի մը յիշատակները [Memoirs of an Armenian Revolutionary], 7 volumes. Published in English as Armenian Freedom Fighters: The Memoirs of Rouben Der Minasian. Boston: Hairenik Association, 1963. Translated by James Garabed Mandalian.
  • Հայաստան միջցամաքային ուղիներու վրայ եւ Մ. Արեւելքի ժողովուրդներ եւ երկրներ [Armenia on the Inter-Continental Roads and Peoples and Countries of the Middle East]. Beirut, 1948.
  • Հայ-թրքական կնճիռը [The Armenian-Turkish Knot], Cairo, 1924.
  • Հ. Յ. Դ. կազմակերպութիւնը [Organization of the A.R.F.], Athens, 1935.
  • Սթալինեան Սահմանադրութիւնը եւ Հ. Յ. Դաշնակցութիւնը [The Stalinist Constitution and the A. R. Federation], Cairo, 1936.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Rouben Ter Minasian [1882–1951]. Hairenik (1963). ციტირების თარიღი: 25 January 2021
  2. Hovannisian, Richard G. (1969). „Simon Vratzian and Armenian Nationalism“. Middle Eastern Studies. 5 (3): 192–220. ციტირების თარიღი: 25 January 2021.
  3. 3.0 3.1 Hovannisian, Richard G. (1974). „Dimensions of Democracy and Authority in Caucasian Armenia, 1917-1920“. The Russian Review. 33 (1): 37–49. ციტირების თარიღი: 25 January 2021.