გევორქიანის სემინარია
გევორქიანის თეოლოგიური სემინარია (სომხ. Գևորգյան Հոգևոր Ճեմարան Gevorkyan Hogevor Č̣emaran)ასევე ცნობილი, როგორც გევორქიანის სემინარია (სომხ. Գևրգյան Ճեմարան Gevorkyan Č̣emaran)[1][2] — სომხური სამოციქულო ეკლესიის თეოლოგიური უნივერსიტეტი-ინსტიტუტი,[3] რომელიც კათოლიკოს გევორქ IV-ის მიერ 1874 წელს აიგო. სემინარია მდებარეობს ქალაქ ვაღარშაპატში, ეჩმიაძინის მონასტრის კომპლექსში.
გევორქიანის სემინარია მიიჩნევა უძველეს უნივერსიტეტად თანამედროვე სომხეთში.
ისტორია
რედაქტირებაგევორქიანის სემინარიის დამაარსებლად კათოლიკოსი გევორქ IV (1866-1884) ითვლება. 1872 წლის ზაფხულში მან არქიმანდრიტებს: გევორქ სურენიანს, ვაჰან ბასთანიანს, ვაჰრამ მანკუნისა და არისტაკეს სედრაქიანს მოუხმო, რათა ისტორიული სკოლა სემინარიად გადაეკეთებინათ.
სემინარიის პირველმა კურსდამთავრებულებმა სწავლა 1885-1886 სასწავლო წელს დაასრულეს. საწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად კათოლიკოსმა მარკარ I-მა (1885-1891) სემინარიაში მასწავლებლად ეპისკოპოსი მალაქაი ორმანიანი მოიწვია.
სომხთა გენოციდის დროს ეჩმიაძინის კომპლექსს ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მაიწყდა. სომეხი ერის ტრაგიკული მდგომარეობის გამო კათოლიკოსმა გევროქ I-მა და ეპისკოპოსმა გარეგინ ჰოვსეპიანციმ სემინარია დროებით დახურეს. სემინარია 1921 წლამდე სემინარიის ხელახლა გახსნის ღონისძიებები არ დაწყებულა. სემინარიის აღდგენის პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს კათოლიკოსმ ხორენ I-მა და არქიეპისკოპოსმა გარეგინ ჰოვსეპიანციმ. გევორქიანის სემინარია ხელახლა 1945 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა.
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებაგევორქიანის სემინარიის განახლების სამუშაოები 1999 წელს განხორციელდა, როდესაც სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II გახდა. კათოლიკოსმა გარეგინმა სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა, რაც ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის რაოდენობის ზრდასაც მოითხოვდა. კათოლიკოსის ზედამხედველობით სემინარიის საგანმანათლებლო პროცესი ძირეულად შეიცვალა. განათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად სემინარიაში პროფესორები, დოქტორები და მეცნიერებათა კანდიდატები მიიწვიეს.
2001-2002 წლებში გევორქიანის თეოლოგიურ სემინარიას უმაღლესი რელიგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტის სტატუსი (თეოლოგიური უნივერსიტეტი) მიენიჭა. სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ სემინარიას რელიგიური უნივერსიტეტის სტატუსი მიანიჭა. 2002 წელს სემინარიის ოთახები განახლდა. 2003-2004 სასწავლო წლიდან ახალი საკლასო ოთახები ამოქმედდა.
სტრუქტურა
რედაქტირებაგეორქიანის სემინარიის მმართველი ორგანო აკადემიური საბჭოა.[4] სემინარიის საგანმანათლებლო მეთოდთა კომიტეტს საკონსულტაციო როლი აქვს. კომიტეტის წევრებს აკადემიური საბჭოს ინიციატივით კათოლიკოსი ირჩევს.[5] 2015 წლის ნოემბერში სემინარიაში კულტურის კომიტეტის ჩამოყალიბდა.
ამჟამად სემინარიაში ფუნქციონირებს ბიბლიის კვლევათა, ისტორიული თეოლოგიის, ქრისტიანული დოქტრინის, პრაქტიკული თეოლოგიის, ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილებები. სემინარიაში ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფუნქციონირებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gevorkian Seminary building. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-19. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
- ↑ Gevorkian Seminary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
- ↑ Higher Education in Armenia: Gevorkian Theological Seminary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-06. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
- ↑ Gevorkian Seminary, the Academic Council
- ↑ Educational Methods Committee of the Gevorkian Seminary