როზმარი კლუნი
როზმარი კლუნი (ინგლ. Rosemary Clooney; დ. 23 მაისი, 1928 – გ. 29 ივნისი, 2002) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ცნობილი გახდა 1950-იანი წლების დასაწყისში სიმღერით Come On-a My House, რომელსაც მოჰყვა სხვა პოპ სიმღერები, მათ შორისაა: Botch-a-Me, Mambo Italiano, Tenderly, Half as Much. Hey There და This Ole House. იყო წარმატებული ჯაზის ვოკალისტიც. კლუნის კარიერა 1960-იან წლებში შენელდა, ნაწილობრივ დეპრესიასთან და ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მაგრამ აღდგა 1977 წელს, როდესაც მისმა თეთრი შობის თანავარსკვლავმა, ბინგ კროსბიმ სთხოვა, გამოჩენილიყო მასთან ერთად მისი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ შოუში. სიმღერებს 2002 წლამდე, გარდაცვალებამდე წერდა.
როზმარი კლუნი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 მაისი, 1928 მეისვილი, კენტუკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
29 ივნისი, 2002 (74 წლის) ბევერლი-ჰილზი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1946–2002 |
მეუღლე(ები) |
ხოზე ფერარი (1953-1961) დანტე დიპაოლო (1997) |
შვილ(ებ)ი | 5 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაროზმარი კლუნი დაიბადა მეისვილში, კენტუკიში, მარი ფრენსის (გვარად გილფოილი) და ენდრიუ ჯოზეფ კლუნის ოჯახში. ის ხუთი შვილიდან ერთ-ერთი იყო. [1] მისი მამა წარმოშობით ირლანდიელი და გერმანელი იყო, დედა კი ინგლისელი და ირლანდიელი. გაიზარდა კათოლიკედ. როდესაც კლუნი 15 წლის იყო, მისი დედა და ძმა ნიკი კალიფორნიაში გადავიდნენ. ის და მისი და ბეტი მამასთან დარჩნენ. [2] ოჯახი 1940-იანი წლების ბოლოს ცხოვრობდა ჯონ ბრეტ რიჩესონის სახლში.
როზმარი და ბეტი გახდნენ გამრთობები, ხოლო ნიკი ტელემაუწყებელი (მისი ზოგიერთი შვილი, მათ შორის მიგელ ფერერი და რაფაელ ფერერი, და მისი ძმისშვილი, ჯორჯ კლუნი, ასევე გახდნენ პატივსაცემი მსახიობები და მომღერლები). 1945 წელს დებმა კლუნებმა ცინცინატის რადიოსადგურ WLW-ში მომღერლებად დაიწყეს მუშაობა. ისინი დუეტში ერთად მღეროდნენ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკლუნი ორჯერ იყო დაქორწინებული პუერტო-რიკოელ კინოვარსკვლავ ხოსე ფერერზე, რომელიც მასზე 16 წლით უფროსი იყო. კლუნი პირველად დაქორწინდა ფერერზე 1953 წლის 1 ივნისს, დურანტში, ოკლაჰომაში. ისინი 1954 წელს გადავიდნენ სანტა მონიკაში, კალიფორნიაში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში 1958 წელს. წყვილს ერთად ჰყავდა ხუთი შვილი: მიგელი, მარია, გაბრიელი, მონსიტა და რაფაელი. კლუნი და ფერერი პირველად 1961 წელს დაშორდნენ.
კლუნი ფერერზე ხელახლა დაქორწინდა 1964 წლის 22 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში. თუმცა, ქორწინება კვლავ დაინგრა, მაშინ, როდესაც ფერერმა კვლავ გააგრძელა რომანი სტელა მეგისთან, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. კლუნი და ფერერი საბოლოოდ 1967 წელს დაშორდნენ.
1968 წელს მისი ურთიერთობა დრამერთან ორი წლის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდში დამოკიდებული გახდა დამამშვიდებლებსა და საძილე აბებზე. [3]
იგი შეუერთდა ახლო მეგობრის რობერტ კენედის საპრეზიდენტო კამპანიას. [4] ერთი თვის შემდეგ, მას ნერვული აშლილობა დაემართა სცენაზე, რენოში, ნევადაში, სადაც მან დაიწყო ყვირილი და შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს. იგი საავადმყოფოში მოათავსეს და ფსიქოანალიტიკურ თერაპიას რვა წელი გადიოდა. [5]
მისი და ბეტი მოულოდნელად გარდაიცვალა თავის ტვინის ანევრიზმით 1976 წელს. შემდგომში დის ხსოვნისთვის შექმნა მისი სახელობის ფონდი. ამ დროის განმავლობაში მან ასევე დაწერა თავისი პირველი ავტობიოგრაფია, ეს ხსოვნისთვის: ირლანდიელი ამერიკელი მომღერლის როზმარი კლუნის ავტობიოგრაფია, წიგნი დაწერილია „Raymond Strait“-თან თანამშრომლობით და გამოქვეყნდა „Playboy Press“-ის მიერ 1977 წელს. [6] მან წიგნში აღწერა თავისი უბედური ადრეული ცხოვრება, კარიერა, ფერერთან ქორწინება, 1968 წელს მისი ფსიქიკური აშლილობა და ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი, რამაც სერიოზულად შეაფერხა მისი კარიერა და გააუბედურა. წიგნის შესავალი დაწერა მისმა კარგმა მეგობარმა ბინგ კროსბიმ. კეტრინ კოკერმა წიგნზე დაყრდნობით გადაიღო სატელევიზიო ფილმი, როზი: როზმარი კლუნის ისტორია (1982), სონდრა ლოკის მონაწილეობით, პენელოპა მილფორდი იყო ბეტის როლში, ხოლო ტონი ორლანდო ფერერის როლს თამაშობდა.
1983 წელს როზმარი და მისი ძმა ნიკი თანათავმჯდომარეობდნენ ბეტი კლუნის ფონდს. ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სიმსივნეები, გადატანილი ჰქონდათ ინსულტი და სხვა ტვინის დაზიანებები.
1997 წელს დაქორწინდა თავის დიდი ხნის მეგობარსა და ყოფილი მოცეკვავეზე, დანტე დიპაოლოზე წმინდა პატრიკის ეკლესიაში მაისვილში, კენტუკში. [7]
1999 წელს კლუნიმ გამოაქვეყნა თავისი მეორე ავტობიოგრაფია, გოგონა მომღერალი: ავტობიოგრაფია, სადაც აღწერილია მისი ბრძოლა დეპრესიასთან და დამოკიდებულებასთან. [8]
ფილტვის კიბო და სიკვდილი
რედაქტირება2001 წლის ბოლოს დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი. ამ პერიოდში მან ჩაატარა მისი ერთ-ერთი ბოლო კონცერტი ჰავაიში, სადაც იმღერა სიმღერა, სახელწოდებით God Bless America. მისი ფინალური შოუ გაიმართა 2001 წლის დეკემბერში, ნიუ-ჯერსის თეატრში. მიუხედავად ოპერაციისა და კარგი მკურნალობისა, როზმარი 6 თვის შემდეგ, 2002 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა, ბევერლი-ჰილზში, თავის სახლში. დასაფლავებულია წმინდა პატრიკის სასაფლაოზე, მეისვილში.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაკლუნი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში, ჯორჯ და აირა გერშვინების კუთვნილ სახლში 1019 North Roxbury Drive-ში. იგი 2002 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ დეველოპერს მიჰყიდეს და მას შემდეგ დაანგრიეს. 1980 წელს მან იყიდა მეორე სახლი ავგუსტაში, კენტუკში, მეისვილთან ახლოს, მის მშობლიურ ქალაქში. დღეს ამ სახლში შესაძლებელია მისი პირადი ნივთების და კოლექციების ნახვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Severo, Richard (July 1, 2012). „Rosemary Clooney, Legendary Pop Singer, Dies at 74“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 31, 2012.
- ↑ ROSEMARY CLOONEY en-US. ციტირების თარიღი: 2019-03-03
- ↑ Parish, James Robert (1991). Hollywood Songsters. New York: Garland, გვ. 176. ISBN 0-415-94332-9. Parish, James Robert; Michael R. Pitts (1991). Hollywood Songsters. New York: Garland. p. 176. ISBN 0-415-94332-9.
- ↑ Los Angeles Magazine June 1998 158 pages Vol. 43, No. 6 page 78 ISSN 1522-9149 Published by Emmis Communications
- ↑ Parish and Pitts (1991), p. 177
- ↑ Clooney, Rosemary (1977). This for remembrance : the autobiography of Rosemary Clooney. Playboy Press. ISBN 0-671-16976-9.
- ↑ „Town stands up at Clooney wedding“. The Cincinnati Enquirer. November 8, 1997.
- ↑ Clooney, Rosemary (1999). Girl singer: an autobiography. Doubleday. ISBN 0-385-49334-7.