რობერტ ბარანი

ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი

რობერტ ბარანი (უნგრ. Róbert Bárány; (დ. 22 აპრილი, 1876, ვენა — გ. 8 აპრილი, 1936, უფსალა) — ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი. იკვლევდა ვესტიბულური აპარატის ფიზიოლოგიას და პათოლოგიას. გამოიგონა ვესტიბულური აპარატის გამოსაკვლევად მბრუნავი სკამი, ე. წ. ბარანის სავარძელი, დაამუშავა საფეთქლის ძვლის, ლაბირინთისა და შუბლის წიაღის ოპერაციების ორიგინალური მეთოდები. 1914 წელს ლაბირინთოლოგიაში გამოკვლევებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია.

რობერტ ბარანი
უნგრ. Róbert Bárány
დაბ. თარიღი 22 აპრილი, 1876(1876-04-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ვენა[9] [1]
გარდ. თარიღი 8 აპრილი, 1936(1936-04-08)[9] [10] [2] [3] [11] [4] [5] [6] [7] [8] (59 წლის)
გარდ. ადგილი უფსალა[10] [11]
დასაფლავებულია ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[12] [13]
მოქალაქეობა ცისლეიტანია
 შვედეთი
 ავსტრია
საქმიანობა ექიმი[1] [14] , ნეირომეცნიერი, პროფესორი, otologist[1] და მკვლევარი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი და უფსალის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[1]
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

რობერტ ბარანი დაიბადა ვენაში, უნგრელი ებრაელის ოჯახში 1876 წელს. მის მომავალ ინტერესებზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მარია ჰოკმა, რომელიც ცნობილი პრაღელი ისტორიკოსის და პუბლიცისტის ქალიშვილი იყო. ბარანის მედიცინისადმი ინტერესი გაუღვივა ასევე ბავშვობაში გადატანილმა ძვლის ტუბერკულოზმა, რომელმაც შეუქცევადად დაუზიანა მუხლის სახსარი. მიუხედავად ამისა ბარანი მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებული იყო ჩოგბურთით და მთებში მოგზაურობით.

ბარანიმ 1900 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა მაინის ფრანკფურტსა და ფრაიბურგში განაგრძო, ვენაში დაბრუნების შემდეგ კი, 1903 წელს, მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ყურის კლინიკაში ოტოლოგიის ერთ-ერთი პიონერთან, ადამ პოლიტცერთან. 1909 წელს გახდა იმავე უნივერსიტეტის ლექტორი ოტოლოგიაში. იკვლევდა წონასწორობის ფიზიოლოგიასა და დარღვევებს, შექმნა ვესტიბულური აპარატის დაავადებების ახალი სადიაგნოსტიკო კვლევები, ნათხემის ფუნქციის შეფასების მეთოდები და განსაზღვრა მათი მნიშვნელობა წონასწორობის დარღვევების დიაგნოსტიკაში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს ქირურგად მუშაობდა ავსტრია-უნგრეთის არმიაში. 1914 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ნობელის პრემიაც ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მიენიჭა. ბარანის დაჯილდოებას ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ასე გამოეხმაურა: „თავის დროზე ბარანის მოწაფედ აყვანაზე უარი ვუთხარი, რადგან ის ძალზედ არანორმალურად მეჩვენებოდა. მისთვის ნობელის პრემიის გადაცემამ აღმიძრა სევდიანი ფიქრები, თუ რაოდენ უმწეოა ადამიანი ხალხისგან სათანადო პატივისცემის მიღების საქმეში“.[15] 1916 წელს შვედეთის სამეფო სახლის წევრის, პრინც კარლის და წითელი ჯვრის შუამდგომლობით ბარანი რუსეთის მთავრობამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მეცნიერს კუთვნილი პრემია სტოკჰოლმში გადასცეს. ვენაში დაბრუნებულს ავსტრიელმა კოლეგებმა პლაგიარიზმსა და სამეცნიერო გულგრილობაში დასდეს ბრალი. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბარანი გაამართლა. ამის შემდეგ მეცნიერმა ვენის უნივერსიტეტი დატოვა და შვედეთში გადასახლდა. 1917 წლიდან ასწავლიდა უფსალის უნივერსიტეტში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკას განაგებდა. 1926 წელს აირჩიეს სრულ პროფესორად. იყო აქტიური პაციფისტი. სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რამაც ნაწილობრივი პარალიზი და მტანჯველი ტკივილები გამოიწვია. გარდაიცვალა უფსალაში 1936 წელს, 59 წლის ასაკში. მისი სამივე შვილი ექიმი და მეცნიერი იყო, შვილიშვილი ანდერს ბარანი კი ფიზიკოსია და ერთხანს ნობელის ფიზიკის კომიტეტის მდივანი იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bracha, A; Tan, SY (January 2015). „Robert Bárány (1876–1936): The Nobel Prize-winning prisoner of war“. Singapore Medical Journal. 56 (01): 5–6. doi:10.11622/smedj.2015002.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Holmgren G. (unspecified title) — გვ. 716.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 http://www.deutsche-biographie.de/pnd135862450.html
  9. 9.0 9.1 Барани Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. 10.0 10.1 ჰოლმგრენი გ. (unspecified title) — გვ. 716.
  11. 11.0 11.1 Uppsala domkyrkoförsamlings kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/ULA/11632/F/15 (1935-1942), bildid: 00150932_00071, sida 68
  12. Norra begravningsplatsen: Kändisarna
  13. Barany, ROBERTSvenskagravar.se.
  14. http://www.nndb.com/edu/734/000068530/
  15. Ernest Jones (Ed.) (1961). „23: The War Years“, The Life and Work of Sigmund Freud. Basic Books, გვ. 347.