რობერტო ასაჯოლი (დ. 27 თებერვალი, 1888 — გ. 23 აგვისტო, 1974) — იტალიელი ფსიქიატრი, მოწინავე ჰუმანისტურ და ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში. დაარსა ფსიქოლოგიური მიდგომა ფსიქოსინთეზი, რასაც თანამედროვე თერაპევტები და ფსიქოლოგები დღემდე იყენებენ და ხვეწენ. მისი ნაშრომი მოიცავს ორ წიგნსა და წიგნაკებად გამოცემულ მრავალ მონოგრაფს, რომლებშიც ხაზს უსვამს პერსონალურობის პროგრესული ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

რობერტო ასაჯოლი
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1888(1888-02-27)[1] [2]
დაბ. ადგილი ვენეცია
გარდ. თარიღი 23 აგვისტო, 1974(1974-08-23)[1] [2] (86 წლის)
გარდ. ადგილი Capolona
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
საქმიანობა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ავტორი
ალმა-მატერი ფლორენციის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ასაჟოლი 1888 წლის 27 თებერვალს ვენეციაში, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი თავდაპირველი სახელი რობერტო მარკო გრეგო იყო. 2 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა, ლეონ გრეგო. მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე დედა, ელენა კაულა ალესანდრო ემანუელ ასაჯოლიზე დაქორწინდა. ასაჯოლის ბავშვობიდან თვითგამოხატვის არაერთ საშუალებაზე ჰქონდა წვდომა, როგორიცაა ხელოვნება და მუსიკა, რაც, ბევრის აზრით, ფსიქოსინთეზის ჩამოყალიბების ინსპირაცია გახდა. 18 წლის ასაკში უკვე 8 ენა იცოდა, იტალიური (მშობლიური ენა), ინგლისური, ფრანგული, რუსული, ბერძნული, ლათინური, გერმანული და სანსკრიტი. ამ ასაკშივე დაიწყო მოგზაურობაც, ძირითადად რუსეთში, სადაც შეისწავლა სოციალური სისტემები და პოლიტიკა.[3]

1922 წელს ცოლად შეირთო ნელა ჩაპეტი, ჰყავდათ ერთი ვაჟი ილარიო ასაჯოლი.

ბენიტო მუსოლინის ფაშისტურმა მთავრობამ ასაჯოლი 1940 წელს დააპატიმრა, სხვებთან ერთად მშვიდობისთვის ლოცვისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულის ბრალდებით.[4] რეჯინა ჩელის ციხეში, განმარტოებულ საკანში მოათავსეს 27 ღამით. განთავისუფლების შემდეგ ოჯახში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა მისი კუთნილი ფერმა ფლორენციაში, რის გამოც ოჯახით კოტის ალპებს შეაფარა თავი. მისი შვილი 28 წლის ასაკში, ომის პერიოდის საშინელი ცხოვრების პირობებით გამოწვეულ სტრესში, ფილტვის დაავადებით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ასაჯოლიმ განაგრძო თავისი საქმიანობა და შეუდგა მემკვიდრეობის შექმნას, რასაც დღეს ფსიქოსინთეზის სახელით ვიცნობთ.[3]

ომის შემდგომი წლები შედარებით წყნარი იყო, და სწორედ ამ პერიოდში შექმნა ფსიქოსინთეზის საფუძველებიც ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მოგზაურობისას. ასაჯოლი 1974 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.[3] არ უყვარდა საკუთარი ცხოვრების განხილვა, რადგან სურდა ხალხს სამეცნიერო ნაშრომებით დამახსოვრებოდა. ამიტომაც მწირია წყაროები მის ბიოგრაფიაზე.[5]

განათლება

რედაქტირება

ასაჯოლიმ პირველი ხარისხი ნეუროლოგიასა და ფსიქიატრიაში 1910 წელს, ფლორენციაში, უმაღლესი პრაქტიკისა და სპეციალიზაციის ინსტიტუტში (Istituto di Studii Superiori Pratici e di Perfezionamento) მიიღო. ამ დროისთვის დაიწყო სტატიების წერაც, აკრიტიკებდა პსიქოანალიზს და ამტკიცებდა, რომ მან მეტად ჰოლისტური მიდგომა შეიმუშავა.

იტალიაში სწავლის დასრულების შემდეგ, შვეიცარიაში, ფსიქიატრიულ საავადმყოფო „ბურგჰოლზლი“, ციურიხში პრაქტიკის მისაღებად გაემგზავრა. რამაც უბიძგა, მის პირველ ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკას იტალიაში, სახელად ფსიქოსინთეზის ინსტიტუტი (Istituto di Psicosintesi). წარმატების მიუხედავად, თავად ასაჯოლის, ფსიქოანალიზის თავდაპირველი ნაშრომი ფსიქიატრიის სფეროში არ აკმაყოფილებდა და გრძნობდა, რომ დაუსრულებელი იყო.[3]

ფსიქოსინთეზი

რედაქტირება

ინსპირაცია და განვითარება

რედაქტირება

ასაჯოლი ცნობილია ფსიქოსინთეზის, როგორც მეცნიერების დაარსებითა და განვითარებით, ეს არის სულიერი და ჰოლისტური მიდგომა ფსიქოლოგიაში, წარმოიშა ფსიქოანალიზისგან. მისი ინსპირაცია ძირითადად ფროიდის რეპრესირებული გონების იდეა და იუნგის კოლექტიური გაუცნობიერების თეორია იყო. ფლობდა ფსიქოანალიზის პრაქტიკას, თუმცა არ აკმაყოფილებდა მისი არასრულყოფილება. ასაჯოლი ფიქრობდა, რომ სიყვარული, სიბრძნე, კრეატიულობა და ნება საჭირო კომპონენტებია ფსიქოანალიზისთვის.[6] ფსიქოსინთეზის პირველადი შემუშავება 1911 წელს დაიწყო, პსიქოლოგიის ფორმალური შესწავლის დროს და გარდაცვალებამდე აგრძელებდა მის განვითარებას.[7] ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, თუმცა ფროიდი და ასაჯოლი ხშირად სწერდნენ ერთმანეთს. ასაჯოლის თქმით ფსიქოსინთეზი წინაპირობაა ფსიქოანალიზისა, ან უფრო მეტიც, გულისხმობს მას პირველ და მნიშვნელოვან ეტაპზე.

ღია კომუნიკაციის მიუხედავად, ასაჯოლი ეწინააღდეგებოდა ზიგმუნდ ფროიდის თეორიის დაწესებულ ლიმიტებს. იგი უარჰყოფდა ფროიდის მიერ პიროვნების დადებითი განზომილების რედუქციონიზმსა და უგულებელყოფას. ფსიქოსინთეზი ფსიქოანალიზის პირველი მიდგომა გახდა, რომელიც მოიცავდა ადამიანის არტისტულ, თავდადებულ და გმირულ პოტენციალს. მისი ნაშრომი ეთანხმებოდა ფსიქოლოგ კარლ იუნგის იდეებს.[3] ორივე ამტკიცებდა სულიერი მდგომარეობის მნიშვნელობას ადამიანის არსებობაში. ასაჯოლიმ იუნგის გაუზიარა ინფორმაცია ფსიქოლოგიური სიმპტომების შესახებ, რომლებიც სულიერი მდგომარეობის ცვლილებით შეიძლება გააქტიურდეს. მას მიაჩნდა, რომ იუნგის თეორიები ყველაზე ახლოს იყო ფსიქოსინთეზის თავისეულ აზროვნებასთან.


ასაჯოლიმ ფსიქოსინთეზის ინსპირაცია ციხეში, ერთ თვიანი სიმარტოვისას, საკუთარ თავზე გამოსცადა. იგი ყოველდღე მედიტაციით ავარჯიშებდა ფსიქიკურ ნებისყოფას, მან შეძლო ამ სასჯელის შესაძლებლობად ქცევა და შინაგანი მეს გამოკვლევა.[3]

ინტერვიუ

რედაქტირება

1974 წლის დეკემბერში ორგანიზაცია Pshychology Today-ს დაკვეთით, სემ კინმა მისგან ინტერვიუ აიღო, სადაც ასაჯოლიმ განიხილა სხვაობა ფროიდისეულ ფსიქოანალიზსა და ფსიქოსინთეზს შორის.

სულიერი საქმიანობა

რედაქტირება

ასაჯოლის აინტერესებდა და აქტიური იყო ცნობიერებისა და ტრანსპერსონალიზმის შესწავლაში. თეოსოფიისა და აღმოსავლური ფილოსოფიის მცოდნემ, შეიმუშავა მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკები. ამრეკლი, მიმღები და კრეატიული მედიტაციის ტიპები. მან რამდენიმე სულიერი ჯგუფისთვის შეიმუშავა ტრადიცია, სახელად „უძველესი სიბრძნე“. დაარსა ორი ჯგუფი, ნიუ ეიჯის იდეებზე დაყრდნობით მედიტაციის სასწავლად. იგი ეზოთერული კვლევების სკოლის თანადამფუძვნებელი იყო, ალის ბეილის საქმიანობის მაღალ დონეზე შესასწავლად.

ნაშრომები

რედაქტირება
  • 1906 – Published in Farrari's Magazine – Gli effetti del riso e le loro applicazioni pedagogiche a.k.a., Smiling Wisdom (Italian)
  • 1910 - La psicanalisi Thesis (Italian)
  • 1926 - Psychosynthesis – A new method of healing by Roberto Assagioli. Booklet. Institute of Psychosynthesis, Rome, Italy & Lucia Publishing Company, New York, USA (English)
  • 1965 - Psychosynthesis: A Collection of Basic Writings by Roberto Assagioli ISBN 0-9678570-0-7 (English)
  • 1966 - Per l'armonia della vita. La psicosintesi by Roberto Assagioli. Istituto di Psiconsintesi, Firenze, Italy (Italian)
  • 1973 - The Act of Will by Roberto Assagioli ISBN 0-670-10309-8 (English)
  • 1993 - (posthumously) Transpersonal Development: The Dimension Beyond Psychosynthesis by Roberto Assagioli ISBN 1-85538-291-1 (English)
  • 2016 - (posthumously) Freedom in Jail by Roberto Assagioli. Ed. by Catherine Ann Lombard, Istituto di Psiconsintesi, Firenze, Italy (English)
  • 2022 - (posthumously) Creating Harmony in Life by Roberto Assagioli. Ed. by Catherine Ann Lombard, Istituto di Psiconsintesi, Firenze, Italy ISBN 979-1221402742 (English)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Sørensen, Kenneth, and Hanne Birkholm. "Roberto Assagioli - His Life and Work". In Kentaur Træning (Gunnar Hansen, Trans.). Retrieved November 20, 2009, from "Roberto Assagioli - His Life and Work". Archived from the original on 2012-02-11. Retrieved 2012-07-29..
  4. Assagioli, 2016
  5. Sørensen, Kenneth, and Hanne Birkholm. "Roberto Assagioli - His Life and Work". In Kentaur Træning (Gunnar Hansen, Trans.). Retrieved November 20, 2009, from Roberto Assagioli - His Life and Work. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-07-29..
  6. Firman, John (2002). „Introduction“, Psychosynthesis - a psychology of the spirit. SUNY Press, გვ. 1–3. ISBN 0-7914-5534-3. 
  7. Sørensen, Kenneth, and Hanne Birkholm. "Roberto Assagioli - His Life and Work". In Kentaur Træning (Gunnar Hansen, Trans.). Retrieved November 20, 2009, from "Roberto Assagioli - His Life and Work". Archived from the original on 2012-02-11. Retrieved 2012-07-29..