ნიუ ეიჯი (ინგლ. New Age — „ახალი ერა“), „ახალი საუკუნის“ რელიგია[1] — საერთო სახელი განსხვავებული მისტიური მიმდინარეობისგან მიიღო, უმთავრესად ოკულტისტური, ეზოთერიული და სინკრეტიზმული ხასიათის[2]. სხვა გაგებით კი ეს ტერმინი გამოიყენება იდეოლოგიის დასახასიათებლად.  ეს მიმდევრობები თავისი ძირითადი მახასიათებლებით ჩამოყალიბდა XX საუკუნეში, მაგრამ აქტიურად ფუნქციონირებენ დღესაც. ყველაზე დიდ წარმატებას 1970-იან წლებში დასავლეთში — ევროპასა და აშშ-ში მიაღწია.

ყველა მიმდევარს აერთიანებს ის რომ, ისინი საუბრობენ „დიდ გარდაქმნაზე“, „ახალი ეპოქის“ მოსვლაზე, რომელიც უნდა მოვიდეს თანამედროვე კულტურის შემცვლელად. მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მომავალი ახალი კულტურა — ახალი ერა — უფრო სრულყოფილია და დიდი გარდაქმნები უნდა მოხდეს კაცობრიობის სულიერ, აზრობრივ და ტექნოლოგიურ განვითარებაში. გარკვეული ჯგუფები ასტროლოგების, ამ ეპოქას „მერწყულის ერას“ უწოდებენ. მის საწყისად მოისაზრებენ თანამედროვეობას ან ახლო მომავალს (XX—XXII საუკუნეებს). მიუხედავად მისი მიმდევრების მტკიცებებისა, სახასიათოა, რომ ეს მიმდინარეობა ხასიათდება ფსევდომეცნიერების მრავალი ელემენტით.[3]

ნიუ ეიჯი განსხვავდება ტრადიციული რელიგიური მიმდევრობებისაგან იმით რომ, ის არ არის წარმოდგენილი რომელიმე ერთი სასულიერო სწავლებით ან რელიგიური მრწამსით (სექტა, საზოგადოება, ტრადიცია, სკოლა), არამედ გულისხმობს მასში განსხვავებულულად მოაზროვნე ოკულისტების, ეზოთერიკოსების და მეტაფიზიკოსების სწავლებებს, პრაკტიკასა და კონცეპციებს.   

1980-იანების დასაწყისში, ტერმინი ''ნიუ ეიჯი'', ფართოდ გავრცელდა დასავლურ მასმედიასა და ლიტერატურაში, მაგრამ მისი ჩამოყალიბება უფრო ადრე მოხდა[4]. ХХ საუკუნეში ნიუ ეიჯი არსებობდა როგორც განვითარებული სუბკულტურა. ნიუ ეიჯის წინამორბედები კი ოკულტური მოძრაობები იყვნენ, როგორიცაა: სპირიტიზმი, თეოსოფია და ანთროპოსოფია, მესმერიზმი, ''ახალი აზროვნება'', ასტროლოგია, მაგია, კაბალა, ჰერმეტიზმი, საკრალური გეომეტრია და ა.შ.

ნიუ ეიჯმა, პოპულარობის მოპოვება ევროპაში არსებულ სულიერ და კულტურული კრიზისის დროს მოახერა, რომელიც დასავლურ კულტურაში დადგა.  ასევე ნიუ ეჯის პოპულარობაზე იმოქმედა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ახალი იდეის, კონცეფციების შეღწევა სხვა რელიგიური კულტურებიდან (ინდუიზმი, ბუდიზმი,შამანიზმი და ა.შ.). ნეოპაგანიზმის გავრცელება არაოფიციალური საზოგადოებრივი გაერთიანებების და მარგინალური ჯგუფების მიერ. უმრავლესობამ დაკარგა ნდობა ეკლესიის მიმართ. სასკოლო განათლება დეგრადირება მოახდინა და გავლენა დაუკარგა ტრადიციულ სოციალურ ინსტიტუტებს. არსებული თავისუფალი ადგილი კი დაიკავა  რელიგიურმა მიმდენარეობებმა, რომლებიც ხშირად ერთიანდებიან ნიუ ეიჯის სახელით. მათ ჩაანაცვლეს ტრადიციული დასავლური კულტურა და რელიგიური ტრადიციები[5].  

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლურ ქვყნებში წარმოიქმნა დიდი რაოდენობით ოკულტური, ეზოთერული და სინკრეტიზმული ხასიათის მიმდევრობები. მთლიანობაში მათ მიიღეს ''ნიუ ეიჯი'' დასახელება (ინგ. New Age). მოძრაობა ჩამოყალიბდა პოპულარული უფოლოგიური რელიგიის საფუძვლებზე (ინგ. UFO religion) 1950-იან და სულიერ უტოპოზმის 1960-1970-იანების ბოლოს[5], 1970-იანების დასასრულს მოძრაობამ მიაღწია ზენიტს დასავლეთში ახალი თეოსოფიური ჯგუფების შექმნის პროცესის დროს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში. ტერმინი ''ნიუ ეიჯი'' იყო პოპულარიზებული ალისა ბეილის ნამუშევრებში. ორიენტირებული 1970-იანების საზოგადოებრივ ფასეულობებზე და ტრადიციულ მორალზე, აქცენტირებულია ალტრუისტული სიყვარულით და კაცობრიობისთვის მსახურით, 1980-იანებში დასავლეთში მოძრაობა გახდა ნაწილი უფრო ფართო მოვლენის, ე.წ ''ნიუ ეიჯი'',- უამრვმა რაოდენობით ხალხმა, ალტერნატიულად მოაზრვნე მსგავსი მიმართულებებისა, დაიწყეს ფიქრი სულიერი განვითარბეის ხერხებზე. ჩამოყალიბდა ერთგვარი ''სულიერი ბაზრობა''. დროდადრო უფრო კომერციალიზებულებადი[5], სადაც ყველას შეეძლო ეპოვნა და აერჩია ის იდეები და ღირებულებები, რომლებიც მათ აწყობდათ. ამრიგად, ''ნიუ ეიჯი'' ეტაპობრივად სოციუმზე-ორიენტირებულიდან საკუთარ თავზე ორიენტირებულ ღირებულებებზე გადავიდა[5]. აღმოსავლური რელიგიების და ფილოსოფიების ზეგავლენის, საყოველთაოდ ხელმისაწვდომობით, ასევე დასავლური სეკულარიზმის ზემოქმედებით და მეცნიერული მატერიალიზმით, თანამედროვე ნიუ ეიჯი გახდა ერთგვარი სეკულარიზებული ეზოთერიზმი, ბევრ მის გამოვლინებაში - ის არის ჰიბრიდი ტრადიციული ეზოთერიზმის, - ჰოლისტური შეხედულებებით სამყაროს მიმართ, მართული უხილავი ძალებით[5] და პოპულარული მეცნიერული წარმოდგენებით ბუნებაზე, ბუნებრივ კანონებზე დაქვემდებარებული.

ნიუ ეიჯი 1960—1970-წლებში

რედაქტირება

უპანიშადი თარგმნის და იაპონიის აღმოჩენის შემდეგ, დასავლეთისთვის აღმოსავლეთის მიმართ ინტერესი სწრაფად მოიმატა. მნიშვნელოვანი როლი ამ ინტერესის ზრდაში ახალგაზრდული სუბკულტურების გავრცელებამ გამოიწვია, როგორებიცააბიტნიკები და ჰიპები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ დასავლურ ღირებულებებზე და მიიჩნევდნენ ეგზისტენციალურ და სულიერი ძიებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპეკტად ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დარჩა ისევ მიუწვდომელი, უჩვეულოდ ახალი ცოდნა , აიძულებდა მათ აღქმასა და გამოყენებას. აღმოსავლეთ კულტურების მიმართ ინტერესისადმი დამოკიდებულებამ გააჩინა სერიოზული კვლევები, გარდა ამისა დასავლურ ქვეყნებში დაიწყო აქტიური მოღვაწეობა მისიონერების და აღმოსავლეთ რელიგიების მქადაგებლების.

მსხივილი საერთაშორისო საზოგადოება ნიუ ეიჯი წარმოიშვა შოტლანდიაში 1962 წელს, ე.წ. "ფონდი Findgorna''  (Findhorn Foundation)

მასიური განვითარება 1980-იან წლებში

რედაქტირება

ნიუ ეიჯის მანიფესტი გახდა 1980 წელს დაბეჭდილი წიგნი, ამერიკული ჟურნალისტის და მწერლის მერილინ ფერგიუსონის (ინგ. Marilyn Ferguson) ''მერწყულის შეთქმულება'' The Aquarian Conspiracy). 

ნიუ ეიჯის დებულებები

რედაქტირება

არსებობს ნიუ ეიჯის შემდეგი დებულებები[6]:

  1. უპიროვნო ღმერთი (ძალა)
  2. მარადიული სამყარო
  3. მატერიის ილუზიური ხასიათი
  4. ცხოვრების ციკლური ბუნება
  5. რეინკარნაციის აუცილებლობა
  6. ადამიანის ევოლუცია ღვთაებამდე
  7. ფაკტების გამოაშკარავება არამიწიერ არსებებზე
  8. ადამიანის იდენტიფიკაცია ღმერთან
  9. მედიტაციის აუცილებლობა 
  10. ოკულტური პრაკტიკები (ასტროლოგია, მედიუმიზმი და ა.შ.)
  11. ვეგეტარიანელობა და ჰოლისტიური შეხედულება ჯანმრთელობაზე
  12. პაციფიზმი (ანტი- საომარი საქმიანობა)
  13. საერთაშორისო (გლობალური) წესრიგი
  14. სინკრეტიზმი (სხვადასხვა რელიგიების დაკავშირება).
  1. Балагушкин Е. Г. Новые религии как социокультурный и идеологический феномен, 1996.— с. 96
  2. Секты и сектантство. Актуальная проблема с непростым решением დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine. Онлайн-конференция // РИА Новости, 31.01.2006.
  3. Theodore Schick, ‎Lewis Vaughn — How to Think About Weird Things: Critical Thinking for a New Age (1998, Mayfield). ISBN 0-7674-0013-5
  4. Dresser H. A History of the New Thought Movement.— New York: Thomas Y. Crowell Co., 1919. Chapter 1 — The New Age (Electronic edition published by Cornerstone Publishing, July 2001)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 New Age Movement / Jones L. (ed.) Encyclopedia of Religion.— 2nd ed.— vol.10.— ISBN 0-02-865743-8
  6. Norman L. Geisler. The New Age Movement // Bibliotheca Sacra BSAC 144:573, Jan 1987. P. 79