რენე ვივიენი (დაბადების სახელი პაულინ მერი ტარნი; დ. 11 ივნისი, 1877 – გ. 18 ნოემბერი, 1909) — ბრიტანელი, რომელიც წერდა ფრანგულ ენაზე სიმბოლიზმის და პარნასის სტილში. მშვენიერი ეპოქის პარიზის გამორჩეული ფიგურა. ბოლო დროს საფოს ლექსების მიმართ ინტერესის განსაკუთრებულმა ზრდამ მისი ნამუშევრების მიმართაც მეტი ყურადღება გამოიწვია. მიმართ ინტერესიც გაიზარდა. მისი ლექსების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია, რომლის თემატიკაც ძირითადად ეხება უკიდურეს რომანტიზმის და ხშირად სასოწარკვეთის ბოდელარულ თემებს. ის იყო მისი მეგობრის კოლეტის ლიტერატურული პორტრეტის საგანი.

რენე ვივიენი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1877(1877-06-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ლონდონი[8]
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1909(1909-11-18)[1] [3] [4] [5] [6] [7] (32 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
დასაფლავებულია პასის სასაფლაო და პარიზი
საქმიანობა პოეტი[8] და მწერალი[8]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
მეუღლე ჰელენ ვან ზუილენი[9] და ნატალი კლიფორდ ბარნი[9]
ხელმოწერა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რენე ვივიენი დაიბადა ლონდონში და მისი დაბადების სახლელი იყო პაულინ მერი ტარნი. დედამისი იყო ამერიკელი, ხოლო მამა მდიდარი ბრიტანელი ჯონ ტარნი.[10] ჯონმა ქონება უძრავ ქონებაში ინვესტირებით დააგროვა.[11] 1886 წელს მამამიის გარდაცვალებამდე ვივიენი პარიზში დადიოდა სკოლაში.[12] მამის გარდაცვალების შემდეგ ვივიენი ლონდონში მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მისაღებად ბრუნდება.[11] სავარაუდოდ დედამ სცადა ვივიენი გამოეცხადებინა შეურაცხადად, რომ მეუღლის ქონება დარჩენოდა. დედამისის მცდელობა წარუმატებული აღმოჩნდა და ვივიენი სრულწლოვნებამდე სასამართლო პალატის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა.[12] 1899 წელს, როდესაც ის გახდა 21 წლის მირებულ ქონებასთან ერთად დაბრუნდა პარიზში. ამ პერიოდიდან ის იყენებს სახელს - რენე ვივიენი.[13]

პარიზის ბოჰემურ წრეებში ვივიენის როგორც ლექსები ასევე ჩაცმულობა და ცხოვრების სტილი მუდმივი განხილვის საგანი იყო.

გამოქვეყნებული ნამუშევრები

რედაქტირება

ვივიენი მხოლოდ ფრანგულად წერდა, ზოგიერთი მისი ნამუშევარი ნათარგმნია ინგლისურად.

მან პირველად 1901 წელს გამოაქეყნა ლექსების კრებული: Études et préludes. ცხოვრების მანძილზე მან კიდევ 12 ასეთი კრებული გამოსცა. მან ასევე თარგმნა სოფოს ლექსები ბერძნულიდან (ბერძნული მან სპეციალურად ამ მიზნით ისწავლა). ფემინისტები მიიჩნევენ მას ერთ ერთ პირველ ქალად რომელიც ღიად წერდა ლესბოსურ ლექსებს.[13]

ვივიენმა 1904 წელს პირველად გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ნოველა: ქალი გამომეცხადა (ფრანგულად). 1976 წელს ის ჯენეტ ფოსტერმა ინგლისურად თარგმნა და გამოსცა Naiad Press-მა. Naiad Press-მა 1977 წელს ასევე გამოსცა ვივიენის ლექსების კრებულის: იისფერი მუზა (The Muse of Violets) ინგლისური თარგმანი.[14][15][16]

ვივიენმა თავის საყვარელ ჰელენ ვან ზუილენთან ერთად ფსევდონიმის: Paule Riversdale-ის გამოყენებით გამოსცა რამდენიმე ერთობლივი პოეტური და პროზაული ნაწარმოები. ამ ნაწარმოებების ავტორობა რომელს ეკუთვნის ზუსტად არ არის ცნობილი თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი მხოლოდ ვივიენის დაწერილია. ზოგოერთი ჟულიენის ავტორობით გამოცემული წიგნიც კი შეიძლება ვივიენის ნაწარმოები იყოს.

მისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ვივიენი იყო უაღრესად ნაყოფიერი პოეტი. ყვავილების მიმართ მისის სიყვარულის გამო მას: "იისფერი მუზას" უწოდებდნენ. იების მიმართ (ასევე იისფერის) მისი გამორჩეული სიყვარული გამოწვეული იყო მისი ბავშვობის მეგობრის ვიოლეტ შილიტოს მოგონებით.

ის იყენებდა პარმნასის და სიმბოლისზმის მანერულ სტილს და ერთ ერთი ბოლო პოეტი იყო რომელიც ამ სტილს ერთგულებდა. მისი ნაშრომები მოიცავს: სონეტებს; ჰენდეკასულებს და პროზაული პოეზიას.

ყველა მისი ლექსი დაწერილი იყო ფრანგულად და წარმოადგენდა ავტობიოგრაფიულს.

ავადმყოფობა და სიკვდილი

რედაქტირება
 
რენე ვივიენი

ვივიენი ყველაფერთან ერთად სიკვდილის რომანტიზებასაც ადენდა. 1908 წელს ლონდონში ვიზიტისას, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ლაუდანუმის დალევით სცადა თავის მოკვლა. ის დივანზე წამოწვა იების თაიგულით ხელში. თვითმკვლელობის მცდელობა წარუმატებელი იყო, თუმცა ინგლისში ყოფნისასა პლევრიტი დაემართა. პარისში დაბრუნების სემდეგ სწრაფად დასუსტდა. ბოგრაფი ჯეან-პაულ გუჯონის მიხედვით, ალკოჰოლის და ქლორო-ჰიდრატის მრავალი წლის განმავლობაში ბოროტად გამოყენების გამო მას ქრონიკული გასტრიტიც აწუხებდა. ბოლოს ვივიენი ჭამაზე უარს აცხადებდა.

ვივიენი პარიზში 1909 წლის 18 ნოემბერს 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად "ფილტვების შეშუპება" დასახელდა, თუმცა სავარაუდოდ გამოწვეული იყო ალკოჰოლიზმით, ნარკო-დამოკიდებულებით და ანორექსიით გართულებული პნევმონიით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Renée Vivien, Lilith's Legacy: Prose Poems and Short Stories, translated by Brian Stableford (Snuggly Books, 2018)
  • Renée Vivien, A Crown of Violets, translated by Samantha Pious (Headmistress Press, 2015)
  • Renée Vivien, The Muse of the Violets: Poems by Renée Vivien, translated by Margaret Porter and Catherine Kroger (Tallahassee, Florida: Naiad Press, 1982)
  • Renée Vivien, A Woman Appeared to me, translated by Jeannette Foster (1904, Reno, Nevada: Naiad Press, 1974)
  • Renée Vivien, At the Sweet Hour of Hand in Hand: translated from the French with an introd. by Sandia Belgrade ; foreword by editor and collaborator Bonnie Poucel, The Naiad Press, 1979
  • Renée Vivien, Woman of the Wolf and Other Stories. Translated by Karla Jay and Yvonne M. Klien. Introduction by Jay. Gay Press of New York; December 1983.
  • ნატალი კლიფორდ ბარნი, Adventures of the Mind (New York: New York University Press, 1992)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 8.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1115.
  9. 9.0 9.1 Kindred Britain
  10. Pauline Mary Tarn details on a grave monument at Passy Cemetery, Paris, Paris,France. ციტირების თარიღი: 2020-09-28
  11. 11.0 11.1 Renée Vivien (2012-08-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2020-09-28
  12. 12.0 12.1 JUNE 11: Renée Vivien (1877-1909). ციტირების თარიღი: 2020-09-28
  13. 13.0 13.1 Renée Vivien and the Trials of Lesbian Poetry en (2020-06-10). ციტირების თარიღი: 2020-09-28
  14. A Crown of Violets by Renée Vivien, translated by Samantha Pious en (2017-12-24). ციტირების თარიღი: 2020-09-28
  15. Naiad Press records en. ციტირების თარიღი: 2020-09-28
  16. Women and Women. ციტირების თარიღი: 27 September 2020