ნატალი კლიფორდ ბარნი

ნატალი კლიფორდ ბარნი (დ. 31 ოქტომბერი, 1876 – გ. 2 თებერვალი, 1972) — ამერიკელი სცენარისტი, პოეტი და ნოველისტი. რომელიც პარიზსი ცხოვრობდა როგორც ექსპატრიატი.

ნატალი კლიფორდ ბარნი
ინგლ. Natalie Clifford Barney
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1876(1876-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი დეიტონი[10]
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 1972(1972-02-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (95 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის I რაიონი, საფრანგეთი[10]
დასაფლავებულია პასის სასაფლაო
საქმიანობა დრამატურგი[9] , პოეტი[11] [9] , მწერალი[11] [9] , სალიტერატურო სალონის მფლობელი[11] და რომანისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  აშშ
Magnum opus Quelques Portraits-Sonnets de Femmes
მეუღლე დოროთი უაილდი[12] , ოლივ კუსტანსი[12] , რენე ვივიენი[12] და Élisabeth de Gramont[12]
პარტნიორ(ებ)ი რომეინ ბრუქსი[11] [12]
ხელმოწერა

ნატალის სალონი მდებარეობდა პარიზში სენას მარცხენა სანაპიროზე rue Jacob-ზე,[13] სადაც სამოცი წლის განმავლობაში მასპინძლობდა მწერლებს და მხატვრებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის ფრანგული ლიტერატურის ლიდერებს, ამერიკული და ინგლისური მოდერნიზმის დაკარგული თაობას წარმომადგენლებს. ის ცდილობდა ქალებში მწერლობის პოპულარიზაციას და მხოლოდ მამკაცებით დაკომპლექტებული საფრანგეთის აკადემიის საპირისპიროდ ჩამოაყალიბა "ქალების აკადემია" (L'Académie des Femmes). ამსთან ის ასევე ეხმარებოდა და ინსპირაციას აძლევდა მამაკაც მწერლებს რემი დე გურმონიდან დაწყებული ტრუმენ კაპოტეთი დასრულებული.[14]

1900-იან წლებში საკუთარი სახელით გამოსცა ქალებისთვის მიძღვნილი სასიყვარულო პოემები, რაც სკანდალის საბაბი გახდა. მისი სიტყვებით ეს მამაკაცების ყურადღებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალება იყო.[15] ის წერდა როგორც ინგლისურად ასევე ფრანგულად. საკთარ ნაშრომებში ის მხარს უჭერდა ფემინიზმს და პაციფიზმს. მონოგამიის წინააღმდეგი იყო და პარალელური ქონდა მოკლე და გრძელვადიანი ურთიერთობები. მათ შორის პოეტ რენე ვივიენთან, მოცეკვავე არმენ ოჰანიანთან და 50 წლიანი ურთიერთობა მხატვარ რომეინ ბრუკსთან. მისი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები ბევრი სხვა ნოველისტის ინსპირაციის წყარო გახდა, მათ შორის ფრანგული ბესტ-სელერი Idylle Saphique-ის და რედკლიფ ჰოლის The Well of Loneliness-ის (მარტოობის ჭა).[16]

ცხოვრება

რედაქტირება
 
კარლოს-დურანის დახატული ბერნი ათი წლის ასაკში, რომელიც ბერნის სალონშ ეკიდა.[17]

ბარნი 1876 წელს დეიტონში ალბერტ კლიფორდ და ელის პაიკ ბერნების ოჯახში დაიბადა.[18] დედამისი იყო: ფრანგული, ნიდერლანდული და გერმანული წარმომავლობის, ხოლო მამა ინგლისელი, მდიდარი სარკინიგზო ვაგონების მწარმოებლის შვილი. დედამისის დიდი პაპა ებრაელი ჰყავდა.[19]

როდესაც ხუთი წლის იყო ის მოხვდა ოსკარ უაილდი ლიტერატურულ ლექციაზე, რომელიც ლიტერატურაზე ატარებდა თავის სალექციო კურსს ამერიკაში. ამ შეხვედრაზე ოსკარმა ის მუხლზე დაისვა და პატარა ისორიას მოუყვა[20]. შემდეგ დღეს მან დედამისთან ერთად ისეირნა სანაპიროზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელისიი შემდგომ ცხოვრებაზე. უაილდმა ელისი დაარწმუნა, რომ მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა ხელოვნებისთვის სერიოზულად მიქცია ყურადღება.[21] მომავალში ის სწავლობდა კარლიუს-დურანთან და ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერთან. ელისის ბევრი ნამუშევარი დღეს ინახება სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში.[22]

როდესაც ათი წლის იყო მისი ოჯახი გადავიდა ვაშინგტონში სკოტ-ცირკლეს არეაში.[18] როგორც მეამბოხე და ყველაზზე მდიდარი ოჯახის ქალიშვილი ხშირად ხვდებოდა ვაშინგტონის გაზეთებსი.

1889 წელს ფრანგი კურტიზანის ლიანა დე პუჟის პარიზის საცეკვაო დარბაზსი ნახვის შემდეგ მან თავი პაჟის ფორმაში ჩაცმულმა წარუდგინა და განუცხადა, რომ ის იყო საფოს მიერ გამოგზავნილი "სიყვარულის პაჟი". თავის მხრივ პუჟი იყო ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ქალი პარიზში. მათი ურთიერთობა გახდა 1901 წელს გამოცემული პუჟის ავტობიოგრაფიული გასაღებიანი რომანის Idylle Saphique-ის ინსპირაცია. ეს წიგნი გახდა პარიზში დიდ განხილვის თემა და მის პირველ წელს სამოცჯერ გამოიცა. თავის მხრივ ბარნიმაც დაამატა ერთი თავი Idylle Saphique-ს, სადაც აღწერა თუ როგორ იწვა თეტრში პუჟის ფეხებთან გამჭვირვალე ყუთში და უყურებდა სარა ბერნარის თამშს ჰამლეტში.[23] მან ასევე დაწერა ეპისტოლარული რომანი Lettres à une Connue (წერილები ქალს რომელსაც ვიცნობდი). ნატალის გაუჭირდა გამომცემლის მოძებნა, თვითონ მოგვიანებით მას გულუბრყვილო და მოუხერხებელი უწოდა.

ნაშრომები

რედაქტირება

ფრანგულად

რედაქტირება
  • Quelques Portraits-Sonnets de Femmes (პარიზი: Ollendorf, 1900)
  • Cinq Petits Dialogues Grecs (პარიზი: La Plume, 1901; as "Tryphé")
  • Actes et entr'actes (პარიზი: Sansot, 1910)
  • Je me souviens (პარიზი: Sansot, 1910)
  • Eparpillements (პარიზი: Sansot, 1910)
  • Pensées d'une Amazone (პარიზი: Emile Paul, 1920)
  • Aventures de l'Esprit (პარიზი: Emile Paul, 1929)
  • Nouvelles Pensées de l'Amazone (პარიზი: Mercure de France, 1939)
  • Souvenirs Indiscrets (პარიზი: Flammarion, 1960)
  • Traits et Portraits (პარიზი: Mercure de France, 1963)
  • Amants féminins ou la troisième (პარიზი: ErosOnyx, 2013)

ინგლისურად

რედაქტირება
  • Poems & Poèmes: Autres Alliances (პარიზი: Emile Paul, New York: Doran, 1920) – პოეზიის ორენოვანი კოლექცია
  • The One Who Is Legion (ლონდონი: Eric Partridge, Ltd., 1930; Orono, Maine: National Poetry Foundation, 1987)

ინგლისური თარგმანები

რედაქტირება
  • A Perilous Advantage: The Best of Natalie Clifford Barney (New Victoria Publishers, 1992); მთარგმნელი: ანა ლივია
  • Adventures of the Mind (New York University Press, 1992); მთარგმნელი: ჯონ სპალდინგ გატონი
  • Women Lovers, or The Third Woman (University of Wisconsin Press, 2016); მთარგმნელი: ჩელსი რეი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 FemBio database
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 10.2 death certificate — გვ. 3.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 66.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 Kindred Britain
  13. P., Claridge, Laura (April 12, 2016). The lady with the Borzoi : Blanche Knopf, literary tastemaker extraordinaire, First. New York. ISBN 9780374114251. OCLC 908176194. 
  14. Schenkar, 161–181.
  15. Secrest, 275.
  16. Barney's roles in Sapphic Idyll and The Well of Loneliness are discussed in Rodriguez, 94–95 and 273–275; regarding the fame of The Well, see Lockard.
  17. Schenkar, p. 177.
  18. 18.0 18.1 Rodriguez, p. 44.
  19. Rodriguez, pp. 1–14.
  20. Rodriguez, p. 31. Barney recounted this incident in Adventures of the Mind, p. 31.
  21. Rodriguez, pp. 30–31.
  22. Alice Pike Barney: Biography.
  23. Rodriguez, p. 97.