ბარონესა ჰელენ ვან ზუილენი ვან ნიჟეველტი ვან დე ჰაარი ან ჰელენ დე ზულიენ დე ნიეველტ დე ჰაარი (დ. 21 აგვისტო, 1863 – გ. 17 ოქტომბერი, 1947) — როტშილდების ბანკირების ოჯახის ფრანგული ფრთის წევრი. მწერალი რომელიც თავის პარტნიორ რენე ვივიენთან კოლაბორაციაში ქმნიდა მოთხრობებს და პოეზიას. ხანხახან ფსევდონიმ: Paule Riversdale-ის ქვეშ. ის იყო სალომონ ჯეიმზ დე როტშილდის ერთადერთი შვილი, თუმცა დედამ ქონება კათოლიკეზე ქორწინების გამო ჩამოართვა, რომელიც იყო ბარონი ეტიენ ვან ზუილენი ვან ჰეიველტი ძველი ნიდერლანდული გვარის ვან ზუილენი ვან ჰეიველტების წარმომადგენელი.

ჰელენ ვან ზუილენი
ფრანგ. Hélène de Zuylen de Nyevelt de Haar
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1863(1863-08-21)
დაბადების ადგილი პარიზის VIII რაიონი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1947(1947-10-17)[1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლისაბონი
ფსევდონიმი Paule Riversdale და Hélène de Rothschild
საქმიანობა ბანოვანი (წოდება), პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და racing automobile driver
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
მეუღლე Étienne van Zuylen van Nyevelt[2]
შვილ(ებ)ი Egmont van Zuylen van Nyevelt

ჰელენი იყო მშვენიერი ეპოქის სამი ფრანგი ქალიდან ერთ ერთი მოტო პიონერი. ის მონაწილეობას ღებულობდა 1898 წლის პარიზი-ამსტარდამი-პარიზი ავტომობილებით გარბენში და არის პირველი ქალი რომელმაც შეძლო საერთაშორისო ავტო რბოლის დასრულება.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
სასტუმრო სოლომონ დე როტშილდი, ჰელენის ბავშვობის სახლი.

ჰელენ ბეტი ლუის კაროლინ დე როტშილდი იყო ბარონ სალომონ ჯეიმზ დე როტშილდის და ადელ ჰანნა შარლოტ დე როტშილდის (რომელიც სოლომონის გერმანელი ბიძაშვილის მაიერ კარლ ვონ როტშილდის შვილი იყო).[3] ქალიშვილი და ერთადერთი შვილი. ის სასტუმრო სოლომონ დე როტშილდში იზრდებოდა, რომელიც პარიზის გულში მე-8 ოლქში Rue du Faubourg Saint-Honoréს მახლობლად მდებარეობდა. დედამისმა არჩია ქონება საფრანგეთის სახვითი ხელოვნების მთავრობისთვის ეანდერძა ვიდრე საკუთარი ერთადერთი შვილისთვის, რადგან ჰელენმა გადაწყვიტა კათოლიკეზე დაქორწინებულიყო.

მოტოციკლი

რედაქტირება

კამილ დუ გასტთან და ჰერცოგინია ანა დე როშუარ დე მორტემარტისთან ერთად ბარონესა ჰელენ ზუილენი იყო მშვენიერი ეპოქის პირველი მოტო პიონერი. ის მონაწილეობას ღებულობდა 1898 წლის პარიზი-ამსტერდამი-პარიზის ავტო გარბენაში ფსევდონიმით "ლოკოკინა" და გახდა პირველი ქალი რომელმაც შეძლო საერთაშორისო საავტომობილო რბოლის წარმატებით დასრულება.[4]

მისი ნიდერლანდელი მეუღლე იყო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტი (A.C.F.) და 898 წლის პარიზი-ამსტერდამი-პარიზის ავტო გარბენის მთავარი ორგანიზატორი. გარბენი მიმდინარეობდა 7–13 ივლისში, მონაწილეებმა დაფარეს 1431 კილომეტრი. მანძილი 33:04:34 საათში დაფარა და გამარჯვებული გახდა ფერნარდ ჩარონი, რომელიც Panhard-ს მართავდა. რეტროსპექტივაში მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც: III Grand Prix de l'ACF.[5][6]

1901 წელს ვან ზუილენი ჩერთო პარიზი-ბერლინი რბოლაში, თუმცა პირველივე დღეს ტექნიკური პრობლმების გამო ჩამოშორდა რბოლას. მეორ ერთადერთი ქალი 122 მონაწილეშ იყო კამილია დუ გასტი რომელმაც 33-ე ადგილზე დაასრულა რბოლა.[3]

მისი თიკუნი იყო "ბრიოში" და იყენებდა ფსევდონიმს - "ლოკოკინა", ხოლო მისი ქმარი ეტიენ ვან ზუილენი მონაწილეობდა ესკარგოტის (ლოკოკინა ფრანგულად) სახელთ.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Families of fortune: life in the Gilded Age, Alexis Gregory, (Rizzoli International Publications, 1993), Page 128
  • ნატალი კლიფორდ ბარნი, Adventures of the Mind (New York: New York University Press, 1992)
  • კოლეტი, The Pure and the Impure (New York: Farrar Straus, 1967)
  • Jean-Paul Goujon, Tes Blessures sont plus douces que leurs Caresses: Vie de Renee Vivien (Paris: Cres, 1986)
  • André Germain, Renee Vivien (Paris: Regine Desforges, 1986)
  • კარლა ჯეი, The Amazon and the Page: Natalie Clifford Barney and Renee Vivien (Bloomington: Indiana University Press, 1988)
  • Paul Lorenz, Sapho, 1900: Renee Vivien (Paris: Julliard, 1977)
  • The Castles of Holland: Famous Netherland's Sights by Karen Lac. Kasteel de Haar