კამილ დუ გასტი (30 მაისი, 1868 – 24 აპრილი, 1942)[1]მშვენიერი ეპოქის სამი პიონერი ქალი ავტომრბოლელიდან (ჰელენ ვან ზუილენთან და უზესის ჰერცოგინია ანნა დე როჩქოურტ დე მორტემარტთან ერთად) ერთ-ერთი.

კამილ დუ გასტი

კამილ დუ გასტი, დაახ. 1900 წ.
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1868
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1942 (73 წლის)
საქმიანობა მსახიობი

დუ გასტი ცნობილი იყო როგორც: „საფრანგეთში ყველაზე მდიდარი და შემდგარი ქვრივი“ და წარმატებული სპოტსმენი - საფაერო ბუშტებით ფრენაში, პარაშუტით ხტომაში, მოფარიკავე, ტობოგანისტი, მოთხილამურე, თოფის და პისტოპეტის მსროლელი, ცხენების მწვრთნელი ასევე საკონცერტო პიანისტი და მომღერალი. მსოფლიოში მეორე ქალი რომელმაც საერთაშორისო ავტო რბოლაში ფინიშამდე მისვლა შეძლო (პირველი ჰელენ ვან ზუილენი იყო).[1][2][3][4]

მოგვიანებით ის საფრანგეთში ცნობილი გახდა საქველმოქმედო საქმიანობით. ის ცხოვრების ბოლომდე იყო Société protectrice des animaux-ის (ცხოველთა მიმართ სისასტიკის პრევენციის საზოგადოება, SPA) პრეზიდენტი. მისი კამპანია ძაღლების ბრძოლის წინააღმდეგ ჩამშლელ პირდაპირი მოქმედებებსაც მოიცავდა. ზრუნავდა პარიზის სოციალურად დაუცველი ქალების და ბავშვების ჯანმრთელობაზე. თავის საქველმოქმედო საქმიანობას მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მიერ პარიზის ოკუპაციის დროსაც აგრძელებდა.[1][3][4]

ის პარიზის სკანდალის La Femme au Masque-ს მთავარი ფიგურანტი იყო, სადაც ის შეცდომით ჰენრი ჟერვეს გახმაურებული ნახატის შიშველ მოდელად დაასახელეს. ამ საშინელ სკანდალს მოყვა სამი სასამართლო და მსოფლიოს გარშემო ხდებოდა მისი რეპორტირება.[2][3][5][5]

მისი აქტიური საზოგადოებრივი და სპორტული ცხოვრების სტილი 1910 წლის ტრავმულმა გამოცდილებამ შეცვალა, როდესაც მისმა ქალიშვილმა მემკვიდრეობის მისაღებად მისი მოკვლა სცადა. ღამით მისსავე სახლში თავს შეირაღებული ბანდა დაესხა რომლებისგანაც თავის დაცვა შეძლო. ამის შემდგომ მან თავი მაროკოში საფრანგეთის მთავრობის სამუშაოებს, ცხოველების დაცვას, გაჭირვებულ ქალებს და ობლებს მიუძღვნა.[5]

ეს ერთ ერთი პიონერი ფემინისტი იყო და პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ადამიანთა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა.[3] 1904 წელს ის გახდა საფრანგეთის საავტომობილო კლუბის (A.C.F.) ერთადერთი ქალი ჩინოვნიკი.

ის პრესაში ამორძალის და la Walkyrie de la Mécanique (ავტომობილის ვალკირიას) სობრიკეტით იყო ცნობილი.[1][4]

დასაფლავებულია მეუღლის, კრესპინების საგვარეულო აკლდამაში პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

ის არის იმ იშვიათ ქალთა რორის რომლის სახელზეც პარიზში ქუჩა არსებობს: rue Crespin du Gast

 
La Femme au Masque ავტ. ჰენრი ჯერვე; 1885 წ.

La Femme au Masque-ის საქმეზე კამილს მოუწიან 1902 წელს პარიზში სამ დამამაცირებელ სასამართლო გარჩევაში მონაწილეობის მიღება. გაზეთების მიერ ამ საქმეების დეტალური განხილვა და გაშუქება ხდებოდა მთელს მსოფლიოში. 1885 წელს ჰენრი ჯერვემ დახატა 'La Femme au Masque (ნიღბიანი მოდელი). გახმაურებული სურათი რომელშიც გამოსახულია 22 წლის მოდელი მარია რეალდი რომელიც შიშველია და სახეს დომინოს ნიღაბი უფარავს. მისი ვინაობა არ გამჟღავნებულა და ამიტომ მის გარშემო დიდი მოთქმა მოთქმა და მრავალი ვარაუდი არსებობდა.[6]

1902 წელს ოჯახური სასამართლო პროცესზე, მამამისის და ძმის წარმომადგენელმა მაიტრ ბარბოუმ ის დაადანაშაულა, რომ ამ ნახატზე იყო გამოსახული. კამილამ საპასუხოდ იურიდიული ზომები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მარია რეალდმა და ჰენრი ჯერვემაც დაადასტურეს მისი "უდანაშაულობა" მაინც წააგო.

ფემინიზმი

რედაქტირება

კამილ დუ გასტი ფემინისტი იყო და ზრუნავდა ქალთა უფლებების დაცვასა და ემანსიპაციაზე. პირველი მსოფლიო ომის მერე გახდა საფრანგეთის ადამიანის უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტი. მის როლი ქალების სპორტში ჩრთულობაში და მისი მიღწევები განხუილული 1921 წელს საფრანგეთის ქალთა უფლებების ლიგის მიერ გამცემულ წიგნში: Her pre-eminence: 1870–1920.[2][3][4]

ქველმოქმედება

რედაქტირება

კამილი ცნობილი იყო საფრანგეთში საქველმოქმედო საქმიანობით.

ცხოველთა დაცვა

რედაქტირება

ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ, რომელიც მიიღო როდესაც მისმა შვილმა 1910 წელს მისი მოკვლის მიზნით თავდასხმა მოაწყო, კამილმა თავისი ცხოვრება ცხოველბზე ზრუნვას მიუძღვნა. ის მუშაობდა პარიზში დასახიჩრებული და მიტოვებული ძაღლების თავშესაფარში, რომელიც ჯეიმზ გორდონ ბენეტმა 1903 წელს დააარსა. 1910 წლიდან 1942 წელს გარდაცვალებამდე საფრანგეთში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის საზოგადოების (SPA) პრეზიდენტად მუშაობდა. 1927 წელს საკუთარი სახსრებით გაუკეთა მოდერნიზება და გააფართოვა ჟენვილში არსებული თავშესაფარი.[7]

გამოდიოდა ხარების ბრძოლის წინააღმდეგ, რომელიც საფრანგეთში არალეგალური იყო თუმცა დამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გატარება არ ხდებოდა. კამპანია მოიცავდა პარიზში კონკორდის მოედანზე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. 1930 წლის 29 მაისს მან მოაწყო ხარების ბრძოლის წინააღმდეგ დემონსტრაცია მელუნში რომელიც ორგანიზებული იყო როგორც ადგილობრივი სკოლებისთვის სახსრების მოძიების კამპანია. ამ ფორმით შეაღწიეს არენაზე, სადაც სასტვენის ნიშანზე 40 ახალგაზრდა არენაზე ჩახტა სასტვენებით. მათ მიყვა 400 დემონსტრანტი ბოლის გამშვები მაშხალებით. შედეგად პოლიციას მოუწია არენის ევაკუაცია.[7]

ქალებზე ზრუნვა

რედაქტირება

კამილი ასევე ზრუნავდა დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე. დააარსა ცენტრები ობოლი ბავშვებისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქალებისთვის. ის ასევე 1942 წელს სიკვდილამდე უწევდა სამედიცინო დახმარებას გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარისში ქალებს და ბავშვებს.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bouzanquet, Jean-Francois. Fast Ladies: Female Racing Drivers 1888–1970. Dorchester, England: Veloce Publishing, 2009.
  • L’Abeille De La Nouvelle-Orleans 30 Oct 1912: "Mme. Camille Du Gast to visit United States"
  • Jarrott, Charles. Ten Years of Motors and Motor Racing: 1896–1906.
  • Je Sais Tout: Magazine encyclopedique illustre articles written by Camille du Gast
  • 15 Feb 1906 "A deux doigts de la Mort (On the Brink of Death)"
  • 1909: "Ceque ma dit le Rogue (What I have Learned)"

რესურსები ინტერნეტშ

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Hilary Resteck & Casey Schuster. Camille du Gast. The Henry Ford "Women in the Winners Circle Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 October 2014
  2. 2.0 2.1 2.2 Exploring their Boundaries: Gender and Citizenship in Women's Travel Writing, 1880-1914.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Céline Cauvin, Date unknown, "Les Femmes et L’Automobile a la Belle Epoque (1898–1922) – A partir de l’hebdomadaire La Vie au Grand Air", Mémoire de Master 1 Mention Management des Evènements et des Loisirs Sportifs, Université Paris X Nanterre, U.F.R Sciences et Techniques des Activités Physiques et Sportives, see [1], accessed 13 October 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Crespin Du Gast Camille (1868-1942). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  5. 5.0 5.1 5.2 Jean Francois Bouzanquet (2009). Fast Ladies: Female Racing Drivers 1888 to 1970. Veloce Publishing Ltd., გვ. 13–15. ISBN 9781845842253. [მკვდარი ბმული]
  6. National Library of Australia, Trove digital archive. West Gippsland Gazette (Warragul, Vic.: 1898 – 1930) Tuesday 23 September 1902. The Masked Woman, Another Phase
  7. 7.0 7.1 Madame Du Gast Présidente de la SPA de1910 à 1942 - Le blog de l'association Amis des Bêtes. Le blog de l'association Amis des Bêtes.
  8. Camille du Gast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2022-03-01.