ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მშვენიერი ეპოქა (ფრანგ. Belle Époque, IPA: /bɛl e'pɔk/) — 1890–1914 წლების ევროპის ისტორიის პირობითი აღმნიშვნელი ტერმინი. საფრანგეთისთვის ეს იყო მესამე რესპუბლიკის საწყისი ათწლეულები, დიდი ბრიტანეთისთვის — ედუარდ VII-ის მმართველობის წლები.

მშვენიერი ეპოქა „ოქროს ხანად“ იქცა ევროპის საზოგადოების მაღალი კლასებისთვის: ამ პერიოდში ევროპის მთავარ სახელმწიფოებში მშვიდობა სუფევდა, ახალი ტექნოლოგიებით გაუმჯობესდა ცხოვრება, რომელსაც არ ზღუდავდა საშემოსავლო გადასახადი ან სოციალიზმი, ხოლო ხელოვნების კომერციალიზაციამ ფართოდ აითვისა რენესანსისა და XVIII საუკუნისდროინდელი სტილისტური მიმდინარეობები და ისინი თანამედროვე გახადა. ახლადგამდიდრებულ შეერთებულ შტატებში, რომელიც 1873 წლის პანიკას აღწევდა თავს, თანადროულ ეპოქას „მოოქროულ ხანას“ (ინგლ. Gilded Age) უწოდებდნენ (ოქროს ნაცვლად).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Berlanstein, Lenard R. "Ready for progress? Opinion surveys on women's roles and opportunities in Belle Epoque France." French Politics, Culture and Society 27#1 (2009), p. 1+. online
  • Bruna, D. Fashioning the body: An intimate history of the silhouette. (Yale University Press, 2015 ).
  • Holmes, Diana, and Carrie Tarr, eds. A "Belle Epoque"? Women in French Society and Culture 1890-1914 (Berghahn Books, 2006).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება