რაჟდენ ჯგუტას ძე გუმბა (დ. 12 სექტემბერი, 1926, სოფ. დურიფში, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 17 ივლისი, 2007, სოხუმი) — აფხაზი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958), აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1970), აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1984), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988).

1957-1959 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1971 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. 1940 წლიდან ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ საგუნდო კოლექტივს აფხაზეთში. 1957-1971 წლებში, ხანგამოშვებით, იყო აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1971–72 წლებში — აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1972 წლიდან — აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე. შექმნილი აქვს უვერტიურა, სიმფონიები, კანტატა და სხვა. ჩაწერილი აქვს მის მიერ შესრულებული 120-ზე მეტი ხალხური სიმღერა. დაჯილდოებული იყო დიმიტრი გულიას სახელობის პრემიით (1974).

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1988. N7 გვ. 15