რადეს არყი,[1][2]ბუჩქა არყი[3] (ლათ.Betula raddeana) — მცენარე არყისებრთაოჯახისა. 8–10 მ სიმაღლის, პატარა ზომის ხეა. აქვს მოვარდისფრო ქერქი. ერთწლიანი ყლორტები ღია მურა ფერისაა, აქა-იქ აყრია მეჭეჭები და ჯირკვლოვანი ბუსუსები, რომლებიც მეორე წელს ქრება, შემდგომ პერიოდში ტოტები შიშველია. ფოთოლი კვერცხის ფორმის ან კვერცხისებრ-ელიფსურია, სიგრძით 4,5 სმ და სიგანით 6 სმ-მდე, 5–7 წყვილი გვერდითი ძარღვით. ყუნწი სქლადაა შებუსული და 4–5-ჯერ მოკლეა ფირფიტაზე. ნაყოფებიანი მჭადა გადახრილია ან სწორად მდგომი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ნოემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში.[2] ამის გარდა, გავრცელებულია ჩრდილოეთ კავაკასიისკავკასიონის ცენრტალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.[1] იზრდება სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში.[2]