ჟირაირ სეფილიანი (სომხ. Ժիրայր Սեֆիլյան; დ. 10 ივლისი 1967, ბეირუთი, ლიბანი) — სომეხი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. შუშის განსაკუთრებული ბატალიონის ყოფილი ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი, ყარაბაღის ომის გმირი, საომარი ჯვრის I ხარისხის ორდენის კავალერი. ოპოზიციური მოძრაობის „დამფუძნებელი პარლამენტის“ ერთ-ერთი ლიდერი[1].

ჟირაირ სეფილიანი
Ժիրայր Սեֆիլյան
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1967
დაბადების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
კუთვნილება სომხეთის დროშა სომხეთი
ჯარის სახეობა Armenian Armed Forces
წოდება ვიცე-პოლკოვნიკი და პოდპოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები ერევნის კრიზისი
ჯილდოები საომარი ჯვარი I ხარისხი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ბეირუთში ლიბანელი სომეხის ოჯახში. 1986 წელს დაასრულა სომხური კოლეჯი. ლიბანის სამოქალაქო ომის დროს მონაწილეობდა სომხური თემის თავდაცვის საქმეში, იყო პარტია დაშნაკცუთიუნიის ლიბანის ორგანიზაციის აქტივისტი. 1990 წელს ჩავიდა სომხეთში სამხედრო ინსტრუქტორის წოდებით. 1991 წელს გაემგზავრა მთიან ყარაბაღში რათა მონაწილეობა მიეღო საომარ მოქმედებებში. 1992 წელს მონაწილეობა მიიღო შუშის ბრძოლაში. ომის დასრულებამდე მონაწილეობდა საომარი კონფლიქტის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლაში.

აქტიური სამხედრო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ ორი წლით დაბრუნდა ლიბანში, ხოლო დაბრუნების შემდეგ მიიღო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ბრიგადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა. 2000 წლიდან მონაწილეობს სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არის ქვეყნის ხელისუფლების მკაცრი ოპოზიციონერი. 2006 წლის 10 დეკემბერს დააპატიმრეს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის ბრალდებით. გაასამართლეს იარაღის უკანონო შენახვის გამო და მიუსაჯეს 1,5 წელი. 2008 წელს მოიხადა სასჯელი და გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა სომხეთში.

2015 წლის 7 აპრილს იგი „დამფუძნებელი პარლამენტის“ კიდევ 4 ლიდერთან ერთად კვლავ დააპატიმრეს მასიური არეულობის მოწყობის მცდელობისთვის[2][3][4]. სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა მისი დაპატიმრება შეაფასეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული[5]. 2015 წლის 4 მაისს სეფილიანი და მისი მოკავშირეები გაათავისუფლეს[6].

აქტიურად გამოდიოდა სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების წინააღმდეგ 2015 წლის 6 დეკემბრის კონსტიტუციური რეფერენდუმის წინ პარტია მემკვიდრეობის ლიდერ რაფი ოვანისიანთან ერთად ჩამოაყალიბა სახალხო-განმათავისუფლებელი ფრონტი „ახალი სომხეთი“[7].

2016 წლის 17 ივლისის დილას, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, იარაღის უკანონოდ შენახვისათვის ბრალდებულის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას[8].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება